x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
გორში მოხატული ურნები გამოჩნდა

image
image


17 მარტს ახალგაზრდული ორგანიზაცია "დროა"-ს ინიციატივით ქალაქის ქუჩებში მოხატული ურნები განთავსდა, "დროა" პროექტის "გორი-სუფთა და
უსაფრთხო ქალაქი" ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.
აღნიშნული აქტივობა ქალაქ გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელშეწყობით განახორციელდა.
ურნების მოხატვა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში "დროა" აქტიურად თანამშრომლობდა კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან.

პროქტის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა მეეზოვეებთან, სადაც სისუფთავის კუთხით ქალაქში არსებული ვითარება განიხილეს.
"დროა"-ს წარმომადგენლებმა უშუალოდ მეეზოვებისგან მოისმინეს თუ რა პრობლემებს აწყდებიან ქალაქის დასუფთავების დროს და რა შეიძლება გაკეთდეს მოსახლეობის თვითშეგნების ასამაღლებლად.
მოხატული ურნების განთავსება ერთ-ერთი აქტივობაა, მათ შორის რასაც "დროა" პროექტის "გორი-სუფთა და უსაფრთხო ქალაქი" ფარგლებში განახორციელებს.
გორში სისუფთავის დაცვისა და თვითშეგნების ამაღლების კუთხით სხვა აქტივობებიც იგეგმება, რომელსაც "დროა" პროექტში ჩართულ მოხალისეებთან ერთად აქტიურად მუშაობს.

image


0
121
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0