x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"რკინის ფარდის" აქეთ გადმოსულები ანუ დასავლელი ვარსკვლავები საბჭოთა კავშირში
imageსაბჭოთა პროპაგანდა ყოველთვის აკრიტიკებდა " ბურჟუაზიულ კულტურას", ხშირ შემთხვევაში კრძალავდა დასავლურ მუსიკას თუ ფილმებს, თუმცა "რკინის ფარდას" საკმაოდ გაქნილი პოლიტიკა ჰქონდა, თვითონ აქტიურად ეწეოდა საბჭოთა კულტურის პოპულარიზაციას დასავლეთში, რა თქმა უნდა სუკის თანხლებით და ამასთანავე თქვენ წარმოიდგინეთ, არც საბჭოთა კავშირი განიცდიდა დასავლელი ვარსკვლავების, სპორტსმენების თუ პოლიტიკოსების სტუმრიანობას და მათ შორის ბევრი იმსახურებს ეპითეტს:"უდიდესი".


მსგავსი ვიზიტები რა თქმა უნდა პროპაგანდის ნაწილი იყო.უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კომუნისტურ საბჭოურ ქვეყანას აღიარებენ და პატივს სცემენ....



1-BB King-ბლუზური გიტარის მეფე 1979 წელს იყო საბჭოთა კავშირში და სხვათა შორის თბილისშიც.მისი თბილისში ჩატარებული კონცერტი ვიდეოზეა გადაღებული.

image



2-ბილი ჯოელი-ამერიკელი პოპ-როკ მომღერალი 1989 წელს იყო ჩამოსული.იყო თბილისშიც, თუმცა ოფიციალურად კონცერტი არ გაუმართავს.

image


3-ჯინა ლოლობრიჯიდა და ელიზაბეტ ტეილორი -1961 წელი.

image


4-დევიდ ბოუი და იგი პოპი- 1976 წელი.(ბოუი 1973 წელსაც იყო საბჭოეთში)

image


5-ბობ დილანი-1985 წელი. ამერიკელი საკულტო მომღერალი და რამდენიმეგზის გრემის მფლობელი საბჭოთა კავშირში არ იყო პოპულარული, ამიტომ მისი ერთადერთი კონცერტი ჩაიშალა.მომღერალმა აღარ ისურვა კონცერტების გამართვა.ამიტომ, როგორც პოეტმა ისე დაიწყო მოგზაურობა, იყო თბილისშიც.

image


6-სოფი ლორენი-1965 წელი.

image




7-ბონიემი-გერმანული ჯგუფი ორჯერ იყო ჩამოსული საბჭოთა კავშირში, 1976 და 1978 წლებში, შემდგომ მრავლგზის ჩამოვიდა კიდევ, მათ შორის თბილისშიც იყო.

image


8-ელტონ ჯონი-ბრიტანელმა პოპ-როკ მომღერალმა 1979 წელს გამართა მოსკოვში კონცერტი.

image


9- რაჯ კაპური და სხვა ინდოელი მსახიობები-ბოლივუდის დამფუძნებელი და ინდური ფილმების მამა 1954 წელს იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში.ქვემოთ მოცემული ფოტოები თბილისში და კახეთშია გადაღებული.

imageimage


10-რობერტ დე ნირო-ჰოლივუდის ვარსკვლავი 1987 წელს იყო საბჭოთა კავშირში და მათ შორის თბილისშიც.

image



11-არნოლდ შვარცნეიგერი-მსახიობი "წითელის სიცხის" გადაღების დროს იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში.

image



12-უდიდესი ჯაზ შემსრულებელი ბენი გუდმანი და მისი ორკესტრი -1962 წელი, ანუ იმ დროს როცა აშშ-სა და საბჭოთა კავშირი ომის საშიშროების წინაშე იდგა.

image



13-Uriah Heep-პირველი დასავლური მძიმე როკ-ჯგუფი, რომელიც საბჭოთა კავშირს ეწვია 1987 წელს.საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჯგუფმა მრავალჯერ გამართა კონცერტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იყო თბილისშიც.

image



14-შონ კონერი 1989 წელს იყო საბჭოთა კავშირში ჩამოსული.

image



15-იან გილანი-DEEP PURPLE-ს სოლისტმა 1990 წელს გამართა ტურნე საბჭოთა კავშირში, მათ შორის თბილისშიც.აქვე დაიწერა ჯვარი მეუღლე ბრონთან.გილანი ხელმეორედ თბილისს 2013 წელს ეწვია, ამჯერად უკვე ჯგუფ DEEP PURPLE-სთან ერთად.

image



ამის გარდა საბჭოთა კავშირს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ:კლიფ რიჩარდი, აზია, UB40, Wishbone Ash, ინგვი მალსმსტინი, სკორპიონი, სტატუს კვო, ნაზარეთი, სუზი კვადრო, ტომას ანდერსი(უკანსკნელი სამივე თბილისში იყო), პოლ საიმონი, ბლეკ საბადი და სხვები.


რაც შეეხება იტალიელ და ფრანგ შემსრულებლებს, ისინი ყოველთვის მისაღები და სასურველი სტუმრები იყვენენ საბჭოთა კავშირისთვის(სპეისი, მირეი მატიე, ჯო დასენი, ტოტო კუტინიო, ივ მონტანი, რიკი ე პოვერი და სხვები.)

3
278
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
278
  
2016, 19 მარტი, 13:09
კი ნამდვილად..ახლა დავაკვირდი)))))
2016, 18 მარტი, 21:10
სოფი ლორენის გვერდდიტ ჩამოჭრილი რომაა ჩვეი სერგოა ზაქარიაძე, ტუ დააკვირდებიტ დაინახავტ
ბილი ჯოელი ერთ დროს მიყვარდა))))
0 1 3