x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეს საინტერესოა! როგორ შემუშავდა ქარაგმები ქართულ დამწერლობაში?

imageAsomtavruli u.svgNuskhuri o.svgNuskhuri vie.svgNuskhuri u.svg ქართულ დამწერლობაში ადრევე შემუშავდა სიტყვების შემოკლების თავისებური ხერხი — დაქარაგმება. სიტყვების შემოკლებით წერის ძირითადი მიზეზი საწერი მასალის სიძვირე იყო. საწერ მასალას, უმთავრესად, საგანგებოდ დამზადებული ტყავი — ანუ ეტრატი წარმოადგენდა (ხბოსი, ცხვრისა და სხვა). ერთი წიგნისათვის ზოგჯერ 100-ზე მეტი ცხვრისა თუ ხბოს ტყავი იყო საჭირო). ქაღალდი საქართველოში პირველად XI საუკუნეში გვხვდება და შემდეგ თანდათან იჭერს ეტრატის ადგილს, თუმცა ეტრატზე ნაწერი წიგნები XVIII საუკუნემდეც არსებობს. დაქარაგმებით წერისას გამოტოვებდნენ ცალკეულ ასოებს, მთელ მარცვლებს. ზოგჯერ მხოლოდ სიტყვის დასაწყისი ასო იწერებოდა, ან პირველი და უკანასკნელი. შემოკლებულ სიტყვას შემოკლების ნიშანს — ქარაგმას (~) უკეთებდნენ: Karagma1.jpg — ყ~ი = ყოველი, Karagma2.jpg — რ~ი = რომელი, Karagma3.jpg — თქ~ნ = თქუენ, Karagma4.jpg — ი~ჳ ქ~ე = იესოჳ ქრისტე.


ქარაგმის გრაფიკული ნიშანი სხვადასხვაგვარი იყო: სწორი ჰორიზონტალური ხაზი (უფრო ეპიგრაფიკაში), კლაკნილი ჰორიზონტალური ხაზი (უფრო ხელნაწერებში), სწორი ან დახრილი ხაზი, რომლის კიდურები მრგვალი თუ ოთხკუთხა წერტილებითაა შესქელებული და სხვ.

0
114
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0