x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"დიზაინერის" თვალით დანახული ამაყი ადამიანები- სახალისო ფოტოკრებული
ვინმე James Friedman-ი პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია და მუშაობდა საყვარელი საქმიანობით, სადაც ახდენდა ფოტოს სპეციალიზირებულ რედაქტირებას მოთხოვნების შესაბამისად. პროფესიიდან გამომიდნარე კი მას "ნ" რაოდენობით ადამიანი იცნობდა, ის ხომ თვითკმაყოფილი და ამაყი ხალხის მუზასაც წარმოადგენდა, ხოლო თუ რა რაკურსით, ამას სულ მალე გამცნობთ.


ერთ დღესაც, ჩვენმა შორსმჭვრეტელმა და ამბიციურმა დიზაინერმა- ჯეიმსმა, გადაწყვიტა არა მარტო სანაცნობო, არამედ სრულიად ინტერნეტ-მომხმარებლები და საზოგადოება გაეხალისებინა. მოკლე დროში არსებული შეკვეთებიდან, გამოყო რამოდენიმე ფოტო, რომელთა შინაარსი ავტორების "ამაყ სულზე" მიუთითებდა და გადაწყვიტა "გაეღადავებინა" ისინი.


ჯეიმსმა Photoshop-ის წყალობით, "Twitter"-ის საკუთარ გვერდზე მომხმარებლების მიერ გამოგზავნილი ფოტოები დაამუშავა მათი მოთხოვნების შეუსაბამოდ და გახადა საჯარო, სადაც შესაბამის კონტექსტში ტექსტიბიც დაურთო. ამ საქციელით მჯეიმსმა ხაზი გაუსვა მათ ნარცისულ ქცევას.



1. "ჯეიმს, გთხოვ მოაშორო ეს პატარა მონსტრი, კადრს მიფუჭებს"- ასეთი ტექსტის შემდეგ ჯეიმსმა მოაშორა ფოტოდან მონსტრი.


image



2. "დამიმატე პრესის უჯრები ისე, რომ ქალებმა ჭკუა დაკარგონ"- სურვილი შესრულებულია, ასე არ წავა?

image



3. "გთხოვ მამაჩემის თავი შეაბრუნე სხვა მიმართულებით, თორემ უცნაურად გამოვიყურებით"- თხოვნა შესრულებულია.

image



4. "ერთი თხოვნა მაქვს, შეგიძლიათ ჩემი ფოტო მოჭრათ და დამსვათ მაიამის სანაპიროზე სექსუალურ გოგონებთან ერთად?"- ჯეიმსმა მოჭრა ეს ბიჭი და გაუშვა მაიამის სანაპიროზე.

image



5. "გთხოვთ ისეთი უკანალი გამიკეთოთ, რომ კიმ კარდაშიანს შურისგან ენა ჩაუვარდეს"- აქაც შესრულებულია თხოვნა.

image



6. "არ შეგიძლიათ ფეხები ცოტა დამიგრძელოთ? თორემ ფოტოზე იმაზე მოკლე ჩანს, ვიდრე მაქვს"- რა პრობლემაა.

image



7. "გამარჯობათ, ანდრეი ვარ რუსეთიდან, თხოვნა მაქვს- შეგიძლიათ რუსეთის სანაპიროს ნაცვლად ამერიკაში რომ დამსვათ?"- ანდრეი, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამერიკაში.

image



8."მეგობარო ვერ შეძლებ ეს გაბრტყელებული მკერდი ცოტა რომ გაადიდოთ?"- რა თქმა უნდა.

image



9. "გთხოვთ ტატუირება დამახატოთ მუცელზე ფრთიანი კუთხის" - (საქმე იმაშია, რომ სიტყვა Angel-ის მაგივრად მომწერა Angle, მისმა ერთი სიტყვის შეცდომამ კი მე და სხვა ყველაც გაამხიარულა, სინამდვილეში კი მან ანგელოზი მთხოვა ფრთებით და არა კუთხე ფრთებით.

image



10. "გთხოვთ, ვინც იცით ფოტოშოპის მოხმარება, სადმე უკეთეს ადგილას რომ დამაყენოთ, თუნდაც დიდ აუზში"- არც აქ არის პრობლემა.

image



11. "შეგიძლიათ თმა ქერა გამიკეთოთ, ტუჩები კი ცოტა დიდი, როგორიც კარდაშიანს აქვს "- ჯეიმსმა ამ ფოტოზე არაფერი არ შეცვალა და შემდეგი ტექსტით დაუბრუნა უკან- "იმდენად ლამაზი ხართ, არაფრის შეცვლა არ გჭირდებათ".

image


8
4772
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4772
  
2016, 18 მარტი, 13:14
სტატია სახალისოა, დიზაინერი ნაძირალაა და ამ ხალხის ადგილას მის წინააღმდეგ საჩივარს შევიტანდი, ბლომად ფულსაც "დავცინცლავდი" პრივატული ფოტოების გასაჯაროებისათვის.
2016, 17 მარტი, 22:39
წვეტიანები :)
2016, 17 მარტი, 21:25
ძალიან მაგარი იყო, დიდი ხანია ასე არ მიცინია :))
2016, 17 მარტი, 17:51
კარგად ვიმხიარულე
2016, 17 მარტი, 15:44
მადლობები არარის საჭირო
2016, 17 მარტი, 15:34
მადლობა გაზიარებისთვის ;)
2016, 17 მარტი, 15:28
მაგარია :D
2016, 17 მარტი, 15:27
:-D :-D g-g
0 1 8