x
მეტი
  • 19.10.2018
  • სტატია:81761
  • ვიდეო:333793
  • სურათი:438923
ცნობილი ლამაზმანები ძალიან ღრმა დეკოლტეთი

image
დეკოლტე (ფრ. Décolleté - საყელოს გარეშე) თანამედროვე გაგებით, XIV საუკუნეში, ბურგუნდიაში (საფრანგეთი), იზაბელა ბავარიელის კარზე გაჩნდა. ქალის ტანსაცმელი ტანზე სულ უფრო მომდგარი ხდებოდა, გამოკვეთილი ვიწრო წელი და მაღლა აწეული, ღრმად მოშიშვლებული მკერდი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებოდა. ამავე პეროდში მოდაში შემოვიდა არა მხოლოდ მკერდის, არამედ ზურგის მოშიშვლებაც. მართალია, მორალის დამცველები დეკოლტეს წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგრამ რენესანსის პერიოდში იგი შენარჩუნდა და ქალის ტანსაცმლის ჩვეულებრივი დეტალი გახდა. თუმცა ესპანეთის მეფის კარზე მანიერიზმის პერიოდში მიღებული იყო დეკოლტეს დაფარვა ფართე გიპიურის საყელოებით.


მომდევნო წლებში დეკოლტეს მოდა ხშირად იცვლებოდა. XIX საუკუნეში შემოვიდა ორმაგი სტანდარტი: დღის კაბა აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოკრძალებული, საღამოს კი ქალს შეეძლო შედარებით ღრმა დეკოლტეს ჩაცმა.


მსოფლიო ომებს შორის პერიოდში კორსეტზე საბოლოოდ ითქვა უარი და გაჩნდა ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს ზემოთ აწევისა და გამოკვეთის მაგივრად, უფრო ასწორებდა. აქედან გამომდინარე, დეკოლტე მკერდზე დაპატარავდა, სამაგიეროდ უფრო ღრმა გახდა ზურგზე. 1940-იან წლებში დეკოლტე მოდიდან დროებით გამოვიდა, მაგრამ 1950-იან წლებში თანამედროვე ტიპის ბიუსტჰალტერის გამოგონებასთან დაკავშირებით ისევ იქცა ქალის სამოსის განუყოფელ დეტალად.


სექსუალური რევოლუციის დროს კი დეკოლტესა და ჩვეულებრივ კაბას შორის საზღვრები თითქმის წაიშალა და ამ დეტალმა ყოველდღიური სტატუსი შეიძინა. თუმცა იგი მეტ-ნაკლებად მაინც აკრძალულია საქმიან დრესკოდში. მისი აკრძალვა ხდება ასევე სხვა სფეროებშიც, მაგალითად, უიმბლდონის ჩობურთს ტურნირის ორგანიზატორებმა აუკრძალეს ქალებს დეკოტეთი და მოკლე კაბებით თამაში.


რა გასაკვირია, რომ დეკოლტე განსაკუთრებით პოპულარულია ცნობილი ქალბატონების წრეში, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ ყურადღების ცენტრში მოქცევას. ამისათვის ნახევრად შიშველი მკერდი საუკეთესო საშუალებაა:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage































1
2594
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
2594
  
2016, 17 მარტი, 14:16
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი,არწივის ბუდესავითა,საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა"......(ვაჟა-ფლაველა)
0 1 1