x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
დღე, როდესაც ზღვები დაშრა
მოგეხსენებათ, როგორი ლამაზი და მშვენიერია ბუნება. ასევე, თუ, როგორი მშვენიერია - მისი მრავალფეროვნება და თვითრეგენერაციის, განახლების უნარი. თქვენც მისი ნაწილი ხართ, გუშინ (შორეულ წარსულში) სანამ მიწად იქცეოდით არავინ უწყის რა ქმნილება იყავით. შემდეგ ჩვეულებრივი მიწა იყავით, ხოლო დღეს ადამიანი ხართ. ხვალ (იმედია შორეულ მომავალში) მოკვდებით და ისევ მიწიდან, ან სხვა არსებად გარდაიქმნებით. შემდეგ, შეიძლება ისევ ადამიანი იყოთ, თუ ადამიანების მოდგმა იარსბებს.

მე წარსულში არ ვყოფილვარ, არ მიცხოვრია ამ დროებში და რასაც ვყვები, მხოლოდ რელიგიურ და მეცნიერულ ცნობებს ეყრდნობა, ღმერთმა უწყის, ამ ცნობებშიც რაა სწორი და არასწორი, თუმცა ერთი ნათელია - ჩვენ პირდაპირ დამოკიდებული ვართ გარემოზე, სადაც ვარსებობთ.

დღეს განსაკუთრებული დღე გათენდა.

ყველაფერი ოკეანეებიდან დაიწყო. წყლის უზარმაზარმა მასებმა ცისკენ იწყეს მოძრაობა მზგავსად მდინარეებისა, რომლებიც დაბლა მოედინებიან, თუმცა ისინი პირიქით ზემოთ ქარბორბალის მზგავსი კალაპოტით ადიოდნენ და თვალებით, ვერ ნახავდი სად ქონდა დასასრული. ოკეანეების პარალელურად ზღვებსა და ტბებსაც მოედო მზგავსი უცნაური ბუნების მოვლენა. ეს უცნაური მოვლენა, თითქმის 12 საათი გაგრძელდა, მანამ სანამ უკანასკნელი დიდი წყლის საცავი არ დაშრა. მდინარეები ძველებურად მიედინებიან, ოღონდ ვერ ღრმად დაბლა და ზღვის ფსკერში იკარგებიან, ნაპრალებში და ქვაბულებში.


ცაზე ღრუბლები ერთ დიდ შეკრულ ფარდას დაემზგავსა, რომელიც მზის შუქს ატარებს, თუმცა დაბრკოლებით.

ხალხი პანიკაშია, ყველა მაღლა იყურება და უყურებს უცნობ საოცრებას. ვარაუდებს და შიშებს მოუცვია ისინი.

ყველგან მეცნიერების, პოლიტიკოსების და რელიგიური ლიდერების გამოსვლები გაისმის.

ზოგი მეორედ მოსვლას ვარაუდობს; ზოგი გლობალურ დათბობა-გამყინვარებას; ზოგი ხალხის გადარჩენას ცდილობს უცხოპლანეტელების სავარაუდო შემოტევისგან, რადგან ღმერთს და ბუნებას არ შეუძლია, მათი მტკიცებით მზგავსი ანომალიის დაშვება. არის ხალხი, რომელთაც სრულიად არ ანაღვლებს სხვების ბედი და კიდობანებს აგებენ სწრაფ რიტმში, ნუ ცხოველებისთვის არვიცი რამდენად ითვალისწინებენ, როგორც ამის შესახებ ბიბლიამ გვიამბო ნოეს შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ ცხოველები მოხვდებიან მანდ, უბრალოდ საკვების სახით, როგორც ჩანს.

ჯერ, როგორი დაქსაქსული და ქაოსური იყო გუშინდელი მსოფლიო, დღეს კი ის პიკზეა ქაოსის შკალით, ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს ეგ, როგორ იზომება, უბრალოდ ჩემს ადამიანურ გონებას უნდა სახელი დაარქვას ამ უცნაურ მოვლენას და ვკადრულობ ეს ტერმინი გამოვიყენო.

იცით არიან გამონაკლისები, რომლებიც უშიშრად და ინტერესით უყურებენ ამ ყველაფერს. ხალხი, რომლებიც უკვე თითქოს შეგუებულები არიან წინასწარ, თითქოს მათ იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა. გაოცებული ვარ მათი შემხედვარე, ვერ გამირკვევია სიცოცხლე მობეზრდათ, თუ პირიქით ჩვენზე მეტად აინტერესებთ? უბრალოდ გიჟები, ხომ არ არიან? თუ ყველაზე ჭკვიანები? საიდან იცოდნენ ამ დღის შესახებ? როგორ მოემზადნენ, ვინ უთხრა ამ ყველაფრის შესახებ? ან გიჟი, რას ნიშნავს?

აურაცხელი კითხვები მიჩნდება მათი შემხედვარე და არ ვიცი მშურდეს უნდა მათი, თუ მათაც ჩემსავით ეშინიათ და არ იმჩნევენ? ან იციან, რომ უბრალოდ საშიში, აქ არაფერია. მაგრამ, თუ იციან, საიდან იციან?

მათი შემხედვარე მთავარი პრობლემა მავიწყდება ცოტახნით, მაგრამ კითხვის ნიშნები მრავლდება თავში და უარესს ქაოს ვგრძნობ.

თუმცა, ან რა ხდება სინამდვილეში? რისი უნდა გვეშინოდეს? ნუთუ მართლა აღსასრულია, ან რისი აღსასრულია? ადამიანური სამყაროს? ცხოველური სამყაროს? დედამიწის? სამყაროს?

ჯერ ერთი დღე არ გასულა, თუმცა იმდენი რამე მოხდა, რომ დამშვიდება მჭირდება უკვე, დავიღალე ეჭვებით.

იქნებ სიცოცხლის ბოლო წუთები დამრჩა, მოდი მამაცობას მოვიხმობ და მივბაძავ იმ მცირედ ხალხს, რომელთაც ჩანს, რომ არ ეშინიათ აღსასრულის, რადგან კიდობანის ასაშენებლად არაფერი არ გამაჩნია. რადგან დაკარგვით, მხოლოდ საყვარელ ხალხს ვკარგავ. რატომ გავუშვა შანსი ხელიდან, მათი მიმართ უკანასკნელი თბილი გრძნობების გაზიარების? ჩემი შიშები უნდა დავამარცხო და მთელი სიმამაცე მოვმართო ამ წუთებით მაქსიმალური ტკბობისკენ. გულში ჩავიკრავ ყველას.

მოდი ჩემო საყვარელო. მე შენთვის არასდროს მითქვამს, რომ მიყვარხარ. არც არააქვს სიტყვებს აზრი, შენ ეს ისედაც იცოდი. მოდი უკანასკნელად მოვეფეროთ ერთმანეთს. წამო ყველა ვნახოთ ვინც გვიყვარს. ყველა ვნახოთ ვინც არ გვიყვარს, ისინიც არ იმსახურებენ მარტო სიკვდილს, სურთ, თუ არა ასე. იქნებ ვცდებოდით მათ მიმართ და ეჭვებით არ მინდა წავიდე აქიდან. წამო ჩვენთვის უცხოებიც ჩავიკრათ გულში, რადგან დრო, რომ გვქონოდა ყველა არა, თუმცა იქნებოდა მანდ ხალხი, რომლებიც გახდებოდნენ ჩვენი მეგობრები და შეიძლება მეტნიც ვიდრე უბრალოდ მეგობარია.

იცით მშველის ეს აზრები და მწყინს საკუთარი თავის. იმის, თუ სად ვიყავი აქამდე და რატომ არ მომსდიოდა ასეთი აზრები აქამდე. მწყინს იმის, რომ მეტის გაკეთება შემეძლო და არ ვაკეთებდი. მაგრამ მე ადამიანი ვარ და ყველაფრის ერთად გააზრება რთული ამოცანა იყო, ამისთვის მადლობა ამ უცნაურ და საშიშად აღთქმულ დღეს.

სიტყვა "აღთქმული" მაძლევს ახალი ეჭვის მიზეზს და იმედსაც. იქნებ ზემოდან დაგვცინიან? იქნებ ბუნებამ პროტესტი გამოგვიცხადა პატარა, ან ყელში ამოუვიდათ გონიერ და განვითარებულ უცხოპლანეტელებს ჩვენი "განვითარებული და თანამედროვე ცივილიზაციის" ქედმაღლობა და გვანახეს სინამდვილეში ჩვენი ნამდვილი სახე. ან, იქნებ ღმერთის მორიგი გამოცდაა?!

არ ვიცი და ალბათ ამაზე ზუსტ პასუხსაც ვერ ვეღირსები, თუმცა რაც უფრო ვმშვიდდები ვხვდები...

... ვხვდები და ნელნელა მზგავსებას ვამჩნევ, რომ ასეთ აურზაურში მთელი ცხოვრება გავატარეთ, უბრალოდ იქ ყველანი ერთად არ ვყოფილვართ ასეთი საშიშროების წინაშე, თუმცა სავარაუდო სიკდილის წინაშე ბევრნი ვყოფილვართ და მოგვსვლია ამ აზრების მზგავსი აზრები. უბრალოდ მაშინ იმედი გვქონდა გადარჩენის, ახლა კი ეს იმედი არ ჩანს.

მხოლოდ საწყენია, რომ ამ წუთებამდე არ ვაკეთებდი იმას, რაც სინამდვილეში მინდოდა. საწყენია, რომ მარტოსული ვიყავი და ყველას არ ვეხუტებოდი.

თურმე როგორ მყვარებია ჩახუტება...

მინდა ხვალინდელი დღეც გამითენდეს და მეტი შანსი მომეცეს, უფრო მეტ ადამიანს ჩავეხუტო. მიუხედავად ღირსები არიან, თუ არა ამის.

გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის. ძალიან მინდა მომეცეს შანსი თქვენამდეც მოვიდე და ცაგეხუტოთ.

image

0
149
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგადაო
გოგადაო
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0