x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
თელავი დედამიწის საათს უერთდება

თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით ქალაქი თელავი უერთდება მსოფლიოს ყველაზე მაშტაბურ გარემოსდაცვით აქციას “დედამიწის საათი".
აქცია 19 მარტს, 20 საათზე, თელავის თეატრის წინ გაიმართება. ქალაქში ერთი საათი ჩაქრება შუქი და აქციის განმავლობაში ვოკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები იზრუნებენ სტუმრების განწყობაზე.
დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. აქციის ორგანიზატორები ყველას მოგვიწოდებენ ჩავერთოთ ამ აქციაში და შევიტანოთ ჩვენი წვლილი გარემოსდაცვითი პრობლემების შეჩერებაში თუნდაც ამ ფორმით.

image

0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0