x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სუნამო, ტუალეტის წყალი, პარფიუმი… განსხვავება და სურნელის ხანგრძლივობა

განსხვავება ამ სურნელოვან პარფიუმერიის ნაწარმებს შორის, მათ შემადგენლობაში არსებული ძირითადი კომპონენტის – ზეთის კონცენტრაციით განისაზღვრება.

image

სუნამოს, ტუალეტის წყალის და პარფიუმის შექმნის დროს, სურნელოვანი ნივთიერების (ზეთი) განზავება ხდება სპირტში და წყალში. რაც უფრო დიდია ზეთის კონცენტრაცია, მით უფრო ხანგრძლივია სურნელი, მისი მოხმარების დროს:

Eau Fraiche — არომატის ყველაზე განზავებული ვარიანტია, როგორც წესი, ეს აროს 1 — 3% პარფიუმერული ზეთი განზავებული სპირტში და წყალში.

არომატის ხანგრძლივობა – 1 საათზე ნაკლები.

ოდიკოლონი — ეს, ძირითადად, მამაკაცებისთვის განკუთვნილი არომატია, რომელშიც ზეთის შემცველობა 2— 4 % არის.

არომატის ხანგრძლივობა – 2 საათი.
ტუალეტის წყალი — ჩვეულებრივი სპირტი, ზეთის 5 — 15% კონცენტრაციით.

არომატის ხანგრძლივობა – 3 საათი.
სუნამო — ზეთების შემცველობა 15 — 20%.

არომატის ხანგრძლივობა – 8 საათი.
პარფიუმი (ლათ. per fumum - «კვამლის მიღმა») — ყველაზე ძვირადღირებულია, ზემოთ ჩამოთვლილ სურნელოვან ნაწარმებს შორის. ძირითადად, სუნამოს ჰგავს, მაგრამ სურნელოვანი ნივთიერების კონცენტრაცია 20 — 30% არის.

არომატის ხანგრძლივობა – 24 საათი.

1
778
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
778
  
2016, 15 მარტი, 22:12
G-g
0 1 1