x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს 6 ყველაზე კრეატიული სასტუმრო

საზოგადოდ, კრეატიული მიდგომა ნებისმიერ საქმეში წარმატების მომტანია და რა თქმა უნდა ბიზნესის სფეროც არ გახლავთ გამონაკლისი. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ, ყველაზე ორიგინალურ და კრეატიულ სასტუმროებს.

შვედეთი, ჰარადსი
პატარა შენობების კომპლექსი, რომელიც უნიკალურია იმით, რომ შენიღბულია სარკით და ირეკლავს გარშემო არსებულ ულამაზეს ბუნებას.



image



ნაირობი, აღმოსავლეთ აფრიკა
აღნიშნულ შენობას გააჩნია კრეატიული და ისტორიული დატვირთვა. იგი უნიკალურია იმით, რომ მას ჰყავს ულამაზესი ბინადრები, ჟირაფები. ისინი ხშირად სტუმრობენ სასტუმროს დამსვენებლებს და საკმაოდ გემრიელადაც მიირთმევენ მათ საჭმელს.
imageimage
image
ტოკიო, იაპონია
თუ ოდესმე მოხვდებით ტოკიოში, არ გაუშვათ ხელიდან შანსი და აუცილებლად მოინახულეთ სასტუმრო, რომელიც შედგება უამრავი საძილე კაფსულისგან.
image
ავსტრია
ავსტრიის სტუმრობისას, თუ დაინახავთ სიმეტრიულად განლაგებულ დიდ საკანალიზაციო მილებს, ნუ გაგიკვირდებათ. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული სასტუმრო.
image
image
ახალი ზელანდია
ყველას გექნებათ ნანახი ტრილოგია "ბეჭდების მბრძანებელი". მართლაც რომ მშვენიერი ფილმი. ახლა კი თქვენ გაქვთ შანსი გაატაროდ დაუვიწყარი დრო Hobbit Motel - ში.
image
image
ინდოეთის ოკეანე, მალდივები
აღნიშნული ნაგებობა ტყუილად არ აღიარეს მსოფლიოს ულამაზეს სასტუმროდ, უკვე ორჯერ. დამერწმუნებით, რომ ტიტულს აშკარად იმსახურებს.
image
imageimage
image

0
182
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0