x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკელი მშობლები 10 წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ აყვანილ შვილს რუსეთიდან
imageრუსი ბიჭუნა, რომელიც იშვილა ოჯახმა კალიფორნიიდან 10 წლის განმავლობაში სექსუალურ ძალადობას განიცდიდა დედობილ-მამობილისგან.პოლიციას შეეძლო ჯერ კიდევ 3 წლის დაესვა მოზარდის ტანჯვისთვის წერტილი, თუმცა გამოძიება დამუხრუჭდა, გაიწელა და საქმეს მსვლელობა აღარ მიეცა.


ათი წლის წინ 9 წლის დენისი ამერიკელმა ცოლ-ქმარმა რალფ და კეროლინ ფლინმა იშვილა ქალაქ სან-ხოსედან(კალიფორნია).


მამობილ-დედობილი საკმაოდ პატიოსან და ღირსეული ადამიანების შთაბეჭდილებას სტოვებდნენ.37 წლის კეროლინი კვალიფიციურ სპეციალისტად მუშაობდა სილიციუმის ველში, (მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა კალიფორნიაში. ცნობილია, როგორც კომპიუტერებისა და ელექტრონიკის პროდუქციის წარმოების ცენტრი.)ხოლო 61 წლის რალფი შოუ-ბიზნესის მარკეტინგის დირექტორი გახლდათ.სხვადასხვა პერიოდში იგი მუშობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ბობ დილანი და ჯონი მიტჩელი.


დღეისთვის ცოლ-ქმრის საქმე გამოძიების პროცესშია იმ მრავალწლიანი სექსუალუარი ძალადობის გამო, რომელიც აყვანილი შვილის მიმართ განახორციელეს.


image

პირველად დაახლოებით სამი წლის წინ მიიღეს ინფორმაცია სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარზე, თუმცა გამოძიება ზერელედ წარიმართა.



როგორც San Jose Mercury News-ი იუწყება, დენისი სულ რამდენიმე თვის გადასული იყო აშშ-ში, როდესაც რალფმა მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა, ამის შემდეგ მამობილი სისტემატურად ძალადობდა მასზე, ხოლო როდესაც 15 წლის გახდა, ძალადობას დედობილიც შეუერთდა.


ბიჭუნას არც სადმე წასასვლელი ჰქონდა, თან ეშინოდა იმის დაკარგვის რაც გააჩნდა, პირველად თავის გასაჭირის შესახებ გაბედა და ამხანაგებს უამბო, მათ კი პოლიციას შეატყობინეს.ამჯერად პოლიცია სერიოზულად მოეკიდა საქმეს.

image

71 წლის რალფი და 47 წლის კეროლინი დააკავეს.რალფმა აღიარა დანაშაული და შვილობილს საბოდიშო წერილიც მიწერა, თუმცა კეროლინი უარყოფს ბრალდებას.


საბოლოოდ კეროლინი 525, 000$ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.ხოლო რალფ ფლინი სანტა-კლარას ციხეში რჩება, რადგან მასზე 2, 5 მილიონი $ გირაო დაინიშნა, რალფს კი მისი გადახდის საშუალება არა აქვს.




9
838
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
838
  
2016, 15 მარტი, 13:23
გთხოვთ მიპასუხოთ ძალიან მაინტერესებს
2016, 15 მარტი, 13:23
რა მაინტერესებს იცით? არის პიროვნება (უცხოელი) რომელმაც დაწერა სტატია და მე მინდა რომ გამოვაქვეყნო, შეიძლება? ოღონდ მივუთითებ ვინაა ავტორი და წყარო საიდანაა, რამე დარღვევა ხომ არ იქნება?
2016, 15 მარტი, 13:21
ეგრეც ხდება, დამიმატეთ თუ შეიძლება შეკითხვა მაქვს პირადი
2016, 15 მარტი, 13:20
აქ ვერ დაგეთანხმებით, ისეთი ოჯახები ვიცი, სადაც აყვანილ შვილს მოგვიანებით შეძენილი საკუთარი შვილიდან არ ანსხვავებენ, მეტიც უფრო უკეთესი ურთიერთობა აქვთ.
2016, 15 მარტი, 13:08
ფეხებზე კიდიათ და იმიტომ, არაა მათი შვილი და მიტო,

მე ვიცი 1 კაცი, რომელიც იყო აყვანილი, გამზრდელმა კაცმა (ე.წ. მამამ) აგარაკი გაუყიდა, სოფელი გაუყიდა, დედამისი მანქანით დადიოდა და თვითონ ეს აყვანილი კაცი, იყო ღარიბად, ცოლი ვერ მოიყვანა, სამსახური არ ქონდა,

ესეა ეს როცა თვითონ არ გაუკეთებია ბავშვი კაცს, სხვისი გაჩენილი, სულ რომ მისი გაზრდილი იყოს, მაინც ფეხებზე კიდია
2016, 15 მარტი, 12:18
ეს გასაგებია, მაგრამ შენივე გაზრდილს ასე როგორ უნდა მოექცე, ასე ცხოველი თუ მოიქცევა...
2016, 15 მარტი, 11:40
ყველა ადამიანს თავისი შვილი უფრო უყვარს, რა თქმა უნდა ვიდრე სხვისი, ამას რათ უნდა ბევრი ლაპარაკი
2016, 15 მარტი, 11:13
მოკლედ რაა...
2016, 14 მარტი, 18:59
ფეხებზე არ კიდიათ სხვისი შვილია?
0 1 9