x
ძველი სიყვარულის ხელახლა "აფეთქებამ" ახალგაზრდა მამაკაცი სიმსივნისაგან განკურნა
14 მარტი, 17:21

image მინდა მოგითხროთ ისტორია რომელიც ადრე მქონდა გაგონილი, მოგვიანებით კი ამ ისტორიის მთავარი გმირიც გავიცანი სრულიად შემთხვევით.
ირმას და გიას (სახელები შეცვლილია)მეგობრობა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან დაიწყო, რაც სკოლაში გაგრძელდა. ასაკის მატებასთან ერთად ორივე მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ყოფნა არ შეეძლოთ, მთელი სკოლა იყო მოწმე მათი სუფთა და წრფელი სიყვარულის.
ვინ მოთვლის რამდენი "დავიდარაბა" გადაიტანეს გიამ და მისმა მეგობრებმა ირმას დაცვისას სკოლაში და სკოლის გარეთაც.
ბუნებრივია მათი სიყვარულის ამბავი ორივეს მშობლებმაც გაიგეს, თუ გიას მშობლებმა შვილს არჩევანი მოუწონეს ირმას მშობლებმა "ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს", მართალია გიასთან საქმის გასარჩევად არავინ მიუგზავნიათ, მაგრამ რამდენჯერაც შეხვდნენ ირმასთან სტუმრად მისულ გიას იმდენჯერ ალმაცერად დაუწყეს ყურება, რაც გიას არ გამოპარვია, მაგრამ ირმას სიყვარული იმდენად დიდი იყო ბიჭი მზად იყო მეტიც მოეთმინა, მით უფრო, რომ კარგად იცოდა ირმას აზრიც.
სამწუხაროდ ქვეყანაში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ მათი გეგმები თუ არ ჩაშალა გარკვეული დროით მაინც გადასწია.
გიას მამა რომელიც ძალით დამხობილი ხელისუფლების ჩინოვნიკი იყო დევნის ობიექტი გახდა ოჯახთან ერთად და ის იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა ოჯახთან ერთად, გიას არ უნდოდა წასვლა მაგრამ იმასაც ხვდებოდა მისი საქართველოში გაჩერება საშიში იყო და მშობლებს დათანხმდა მათთან ერთად წასულიყო უკრაინაში.
ბიჭმა წასვლის წინ ირმას ოჯახში მიაკითხა და არსებული ვითარება და მისი ქვეყნიდან წასვლის აუცილებლობის მიზეზები განუმარტა.
საუბარს ირმას მამა შეესწრო, რომელიც ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი გამხდარიყო და გიას მკვახედ მიუთითა, რომ მისი სტუმრობის მოსურნე არ იყო და უთხრა: დაუყოვნებლივ დაეტოვებინა მისი სახლი.
გია კონფლიქტს მოერიდა და ეზოდან სწრაფად გავიდა.
უკრაინაში ჩასულ ოჯახს მალე გიას მამის მეგობარი უკრაინელი ბიზნესმენი დაუდგა გვერდით და ოჯახმაც მალე საკუთარ მცირე, მაგრამ შემოსავლიანი ბიზნესი ააწყო, გია კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლას შეუდგა.
ირმამ სწავლა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა, უნივერსიტეტის დამთავრების მერე კი სწავლა გერმანიაში გააგრძელა სადაც მაგისტრის ხარისხით ერთერთ გერმანულ კლინიკაში დაიწყო მუშაობა ჯერ უმცროს ექიმად შემდეგ კი უკვე სრულუფლებიან ექიმად.
ირმას მშობლებს სურდათ ირმას საქართველოში ემუშავა, მაგრამ ქვეყანაში არსებული ქაოსის გამო მან არჩია გერმანიაში ემუშავა.
გიას და ირმას თავიდან ხშირი მიმოწერა ჰქონდათ, მაგრამ მალევე შეწყდა, რადგან როგორც მერე აღმოჩნდა ირმას სახელზე გაგზავნილ წერილებს ირმას დედა პასუხობდა, სადაც გიას უკმეხად პასუხობდა. გიამ იფიქრა ეტყობა წლების მანძილზე რომ ვერ ვინახულე ჩემზე გული ამან აუცრუა და ახალი სიყვარული ეწვიაო, ბოლო წერილში ირმამ უპასუხა, რომ თხოვდებოდა და სთხოვდა წერილები არ მოეწერა. გიამ ირმას ბედნიერება უსურვა და ამის მერე ირმასთან წერილი არ მიუწერია.
გიას უნივერსიტეტის დამთავრების მერე სამსახურის ძებნა არ უცდია, მეგობარ, ყოფილ თანაკურსელთან ერთად ავტო პროფილაქტიკის ქსელი ჩამოაყალიბა და წარმატებულიც გახდა ამ სფეროში.
ერთ საღამოს სახლში მანქანით მიმავალმა გიამ თავი ძალზე ცუდად იგრძნო და მანქანა გზის პირას გააჩერა, გააჩერა და მალე გონებაც დაკარგა.
შემთხვევითმა გამვლელმა მანქანის საჭეზე თავჩამოდებული ახალგაზრდა მამაკაცის დანახვაზე იფიქრა, მთვრალიაო მაგრამ ცნობისმოყვარეობამ თუ კაცთმოყვარეობამ დაძლია, მანქანის კარი გამოაღო და როცა ალკოჰოლის სუნი ვერ იგრძნო მიხვდა სხვაში იყო საქმე და სატელეფონო ჯიხურიდან სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მალევე მოსულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გია სავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას რეანიმაციული პროცედურები ჩაუტარეს და გონზე მოიყვანეს, თუმცა გია ჯერ კიდევ ძალზე ცუდად გრძნობდა თავს.
საერთო ანალიზების გაკეთებამ ექიმებს ძალზე ცუდი მაჩვენებლები უჩვენა, დამატებითმა ანალიზებმა კი დაადასტურა, რომ გიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა– გიას ლეიკემია აღმოაჩნდა.
გია მშობლებმა და მეგობარმა დაუყოვნებლივ წაიყვანეს მოსკოვში ერთერთ ყველაზე ცნობილ ონკოლოგთან, რომელთან მკურნალობამაც გიას ძალების მოკრების საშუალება მისცა, ონკოლოგმა მათ ურჩია გერმანიაში ან შვეიცარიაში გაეგრძელებინათ გიას მკურნალობა.
გიას მშობლებმა არჩევანი გერმანიზე შეაჩერეს და სათანადო დოკუმენტების გაფორმების მერე გერმანიაში გაემგზავრნენ.
გერმანიაში ჩასულებმა სპეციალიზირებულ კლინიკას მიაშურეს და გიას მკურნალობაც გერმანელმა ექიმებმა სწრაფადვე დაიწყეს, სათანადო ანალიზების და კვლევების ჩატარების მერე.
საბედნიეროდ გიას ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და მისთვის მოსკოვში ჩატარებული პირველი "ქიმიოთერაპიის" განმეორება არ გახდა საჭირო.
ალბათ ბედი იყო იმავე ქალაქში ოღონდ სხვა კლინიკაში მომუშავე ირმა, იმ დროს მისულიყო ონკოლოგიურ კლინიკაში მეგობართან, როცა გია სახეზე ნიღაბაფარებული დერეფანში სეირნობდა.
გიამ შორიდანვე იცნო ირმა, მაგრამ მისკენ წასვლა არ უფიქრია, არ უნდოდა ირმასათვის (რომელიც უკვე გათხოვილი ეგონა) ძველი "ნაიარევი" განეახლებინა.
ირმამ კი უცბად ვერც კი იცნო გია, რადგან სახეზე ნიღაბი ეკეთა და გარეგნულადაც ავადმყოფობას საკმაოდ შეეცვალა, მაგრამ როცა ირმამ გვერდით ჩავლისას უნებურად თვალი შეავლო პაციენტს მოეჩვენა რომ ძალზე ნაცნობმა თვალებმა "შემოანათა" და როცა გიას გვერდზე ჩაუარა უკან მოიხედა, მოიხედა და დაინახა გიასაც მოეხედა უკან და მას უყურებდა.
გია! ამოთქვა ირმამ და გიასთან მივიდა, მივიდა და ისე ჩაეხუტა სხვა სიტყვა არც კი უთქვამს.
გია კი იდგა უხერხულად და ვერც ის ახერხებდა სიტყვის თქმას, როგორც იქნა ისევ ირმა მოეგო გონს და გიას ჰკითხა თუ რატომ იყო გია ონკოლოგიურ კლინიკაში, თან კლინიკის ტანსაცმლით და ნიღბით.
გიამ მოკლედ უპასუხა ლეიკემია მაქვს და ვმკურნალობო, ირმას ცრემლები წამოსკდა და გიას საყვედურით მიმართა: გია! ესიყო ჩვენი შეთანხმება, მამაჩემის უკმეხი საუბრის და ცუდი საქციელის გამო დამივიწყე ამდენი წელი? ნუთუ ერთხელ მაინც არ გაგხსენებივარ?
ერთი წერილი მაინც ვერ გაიმეტე ჩემთვის?
გიას სურვილი არ ჰქონდა თავი ემართლებინა, მარტო ის უთხრა: მე გწერდი წერილებს, მაგრამ როდესაც მომწერე რომ თხოვდებოდი ბედნიერება გისურვე და მეტი წერილი არ მომიწერიაო.
ირმას გაუკვირდა, მე შენი მისამართი ვერ გავიგე და წერილებს ამიტომ ვერ გწერდი, ან რა გათხოვებაზეა საუბარი არ გავთხოვილვარ და სხვაზე გათხოვებას არ ვაპირებ, ალბათ შენ ხარ დაოჯახებულიო დასძინა ირმამ.
არა ირმა არ დავოჯახებულვარ და არც კი მიფიქრია წამითაც კი სხვაზე დაოჯახებაო.
ერთი სიტყვით ძველმა სიყვარულმა ისევ "იფეთქა", ირმამ გიას მკურნალ ექიმთან გასაუბრებისას გაიგო, რომ გიას მდგომარეობა უკვე კეთილსაიმედო იყო და სათანადო მკურნალობის შედეგად გია დაუბრუნდებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
2 თვე იყო იმ დღიდან გია ონკოლოგიურ კლინიკაში და დღე არ "ჩაუგდია" ირმას გიასთან არ მისულიყო.
გერმანელი ექიმები გაკვირვებულები იყვნენ ქართველი კოლეგის საქციელით და როდესაც გაიგეს, რომ გია და ირმა ბავშვობის მეგობრები და შეყვარებულები იყვნენ ბევრად უფრო თბილად იღებდნენ ირმას კლინიკაში ვიდრე ჩვეულებრივ ჩვევიათ გერმანელებს.
გიას კლინიკიდან გამოწერამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებულმა ანალიზებმა და გამოკვლევებმა გერმანელი ექიმები ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით "შოკში ჩააგდო", გიას სისხლი სრულიად ჯანსაღი ადამიანის სისხლის იდენტური აღმოჩნდა და ყველა ორგანოც სრულიად გამოჯანმრთელებული.
საოცარია, მაგრამ ჩემი 30 წლიანი სამედიცინო კარიერის მანძილზე ესაა უიშვიათესი შემთხვევა რომელსაც მე და ჩემი კოლეგები წავაწყდით, განაცხადა გერმანელმა ონკოლოგმა.
გიამ და ირმამ დათქვეს, რომ ირმა საქართველოში ჩამოფრინდებოდა, სადაც მას გია დახვდებოდა და საერთო მეგობრების წრეში დაქორწინდებოდნენ.
მართლაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდებოდა, რომ არა ერთი რამ!
გიას მამამ წყვილს განუცხადა: ერთადერთი შვილის ქორწილს ვიწრო წრეში არ გადავიხდით, ჩავალთ ჩვენს მშობლიურ ქალაქში და იქ გადავიხდით ქორწილს, ირმას მშობლებსაც მოვიწვევთ, თუ მობრძანდებიან დიდ პატივს დაგვდებენ, თუ არ მობრძანდებიან ისინი ჩემთვის მაინც ირმას მშობლებად დარჩებიანო.
ირმას მამამ ირმას გიაზე გათხოვება რომ გაიგო თავიდან აყვირდა, მაგრამ უკვე გამოჯანმრთელებული და მოღონიერებული წარმოსადეგი სიძის დანახვაზე თავი ვერ შეიკავა და ჯერ ხელი ჩამოართვა, მერე კი გადაეხვია შემდეგი სიტყვებით: მაჯობე გია, ვაჟკაცი ბიჭი ყოფილხარ და ორივე დამილოცნიხართო.
ეს ისტორია სხვებისგან მქონდა გაგონილი, გია კი თავად სრულიად შემთხვევით გავიცანი როცა სამსახურში ჩემი მორიგეობისას, ნათლულს მოაკითხა სანახავად პროდუქტებით დატვირთულმა, დაბადების დღის აღსანიშნავად. საუბარს საუბარი მოჰყვა და გია მოჰყვა თავის ისტორიას, ამჟამად საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს.
გია და ირმა ორ შვილს გოგოს და ბიჭს ზრდიან, ირმა ექიმად მუშაობს გია კი კერძო ბიზნესითაა დაკავებული.

605
15-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
18 მარტი, 13:14
ვინც ეძებს კიდევაც პოულობსო და ეძებე. :)
17 მარტი, 21:39
ნეტა ჩემთან როდის აინთება სიყვარული, არავინ მომწონს, ჩემი გაგების ჯერ ვერ ვიპოვე
17 მარტი, 13:46
გეთანხმებით, მე ვარ ამის მაგალითი.
მეუღლე აქ გავიცანი, ჩხუბით დავიწყეთ და დიდი სიყვარულით და დაოჯახებით დავამთავრეთ. :)
17 მარტი, 13:12
ნამდვილი სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს, რაც უნდა ბევრი დაბრკოლება იყოს....
0 1 4
აკრძალული ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან!აკრძალული ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან!
ჩრდილოეთ კორეა არის მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა, რაც ამ აზიურ ქვე...
სიყვარული შეგზიზღდებათ ამათი შემხედვარე!სიყვარული შეგზიზღდებათ ამათი შემხედვარე!
ზოგიერთ წყვილს არ ერიდებათ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თავიანთი ...
შტეფან ცვაიგის გამონათქვამები ქალებზეშტეფან ცვაიგის გამონათქვამები ქალებზე
ცნობილია, რომ ქალები გრძნობებსა და ილუზიებს საოცრად ექვემდებებარებიან. ...
მსოფლიოს რჩეული 99 ქალი!მსოფლიოს რჩეული 99 ქალი!
ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემამ გამოავლინა მსოფლიოს რჩეულ ქალბატონების რეიტინგი, სადაც მ...
მილა კუნისი მკერდით ამაყობსმილა კუნისი მკერდით ამაყობს
ულამაზესმა მილა კუნისმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მკერდზე ისაუბრა და მსახიობი აღრ...
ისლამური ქვეყნების სამხედრო აღლუმი საუდის არაბეთში!ისლამური ქვეყნების სამხედრო აღლუმი საუდის არაბეთში!
საუდის არაბეთში გაიმართა ისლამური ქვეყნების სამხედრო აღლუმი...
საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეთვრამეტესაუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეთვრამეტე
1.მიტუა ცოლთან ერთად უცხოეთში წავიდა სამუშაოდ. ერთი წლის შემდეგ დედას ...