x
"ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ მზად მოვკვდე" - ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილს მიმართავს
14 მარტი, 17:09

image
ირაკლი ალასანიას მეუღლე და მაია ფანჯიკიძის და, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში
ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. "ძვირფასო ბატონო ბიძინა,

მე ვიყავი პირველი მსხვერპლი, ვისაც მოახსენეთ, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქმარსაც ყველა აინტერესებს, ჩემს გარდა და ყოველი ქვეყნიდან გასვლისას სხვა ქალებს დაატარებს საზღვარგარეთ. არ დააყოვნა თქვენი პარტნიორი ნაციონალების აქტივობამაც და წვრილმანი დეტალების საქმის კურსში ჩამაყენეს ვინ, სად, როდის, რა აჩუქა, რას დაპირდა... მიხარია თქვენი ერთსულოვნება. საერთოდ მიყვარს, როცა ადამიანების კარგ ურთიერთობას ვხედავ, მითუმეტეს, სულიერად მსგავსის.

დიდხანს, მე ვიყავი ის, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდოდა ირაკლის პოლიტიკაში ყოფნა. არც არაფერში ვეხმარებოდი. მეუცნაურა კიდეც, რომ ამდენად აფასებდით ჩემს როლს და ჩემი ოჯახის დანგრევა ირაკლის შესუსტებად მიგაჩნდათ. ვერ გაითვალისწინეთ ერთი რამ, არათუ გაუცხოებული, არათუ გაბრაზებული, გულნატკენი... რა სასაცილოა, სხვადასხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ და ვიქნები მზად, თვალისდაუხამხამებლად მოვკვდე, რადგან ვთვლი, რომ მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან და მას ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმე აქვს გასაკეთებელი.

ჩვენ ორს შორის პირველი მე ვკვდები. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა იმ დღიდან, რა დღესაც მე ის გავიცანი.

მე დავეხმარები ირაკლის ცოცხალიც და დავეხმარები მკვდარიც, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს სინათლეში."

ნათია ფანჯიკიძის ამ მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მეგობრების დიდი ნაწილი მათ მხარს უჭერს.

image

652
5-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
14 მარტი, 18:32
აი მემსის ღალატის ''გაპრავება'' თავმოყავრეობა სულ დაკარგა ამ ვაი ფსიქოლოგმა !
0 1 1
ფოტოები, რომლებიც ბინძურ ფიქრებს გვაიძულებენ  +11ფოტოები, რომლებიც ბინძურ ფიქრებს გვაიძულებენ +11
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თა...
სად გაქრა ანანო მჟავია და ვის წაართვა მან ქმარისად გაქრა ანანო მჟავია და ვის წაართვა მან ქმარი
ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღარალი და "ჯეოსტარის" თანაწამყვან...
ხუთი დაუნდობელი ბელადის უცნაური და საიდუმლო ჰობიხუთი დაუნდობელი ბელადის უცნაური და საიდუმლო ჰობი
ყველას აქვს საკუთარი ჰობი, თუნდაც ძალიან უცნაური. მექანიკოსს ...
გასაოცარი სახეცვლილება: ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლაგასაოცარი სახეცვლილება: ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლა
დრო გადის, წლების მანძილზე იცვლება სტილი, მოდა ...
ფოტოები, სადაც რა ჯანდაბა ხდება ვერავინ გაიგებს - 2 - მეტი პოზიტივიფოტოები, სადაც რა ჯანდაბა ხდება ვერავინ გაიგებს - 2 - მეტი პოზიტივი
ფოტოები, სადაც რა ჯანდაბა ხდება ვერავინ გა...
როგორ კეთდება 10 პროდუქცია, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ!როგორ კეთდება 10 პროდუქცია, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ!
სტატიაში წარმოგიდგენთ 10 პროდუქციას, რომლებიც ყოვ...
მკაცრი აფრიკული ფეხბურთი!მკაცრი აფრიკული ფეხბურთი!
ჯესიკა ჰილტაუტმა აფრიკის კონტინენტზე მოგზაურობისას გადაიღო იმ ბავშვების სურათები, რო...