x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61746
  • ვიდეო:311215
  • სურათი:412166
მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერები ამჯერად ჟურნალისტ ლაშა ბერულავას გამოუგზავნეს

imageამჯერად მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერის ადრესატი მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ლაშა ბერულავას "ფეისბუქის" კედელი გახდა.


როგორც თვითონ ბერულავამ აღნიშნა ლინკები დილით ადრე აღმოაჩინა საკუთარ გვერდზე, ვიდეოები ნახა, შემდეგ წაშალა, ხოლო სქრინ-ფოტოები შეინახა, იმის იმედით, რომ ფოტოები სამართლადამცავებს გამოადგებოდა.


"ძალიან გვიან გამოვრთე კომპიუტერი, დაახლოებით დილის 05:00 იქნებოდა.
გასვლის წინ კედელს ვამოწმებ ხოლმე - ხომ არ დაუსვამს რაიმე შეკითხვა
ვინმეს, სპამი ხომ არ არის და ა.შ. ასევე ვიქცევი დილით, როცა ლეპტოპს
ვრთავ. გამორთვის დროს მსგავსი არაფერი ყოფილა, ხოლო დილით, როცა
დაახლოებით 08:15-ზე "ფეისბუქზე" შევედი და კედელს ჩავუყევი, აღმოვაჩინე,
რომ ყველაზე გვიან დადებულ ჩემს სტატუსზე, რომელიც ანკარაში ტერაქტს
ეხებოდა, უცნაური ლინკი იყო მოწოდებით: "გაავრცელეთ!". ფეისბუქის
ქრონოლიგია მიჩვენებდა, რომ ერთი საათის წინ იყო დადებული. სქრინები
გადავიღე და ცხადია, ლინკი წავშალე, თუმცა, მანამდე ვნახე, რა იყო. როგორც
კი ფარული კადრები დაიწყო, გადავახვიე და აღმოვაჩინე, რომ ბოლოში იყო
მოწოდება, ანონსი და ულტიმატუმიც კი, რომელთა შინაარსის ტირაჟირებას არ
მოვახდენ. არ ვიცი, შესაძლოა, სხვა ჟურნალისტების კედლებზეც გამოაქვეყნეს,
ვეცდები, ვნახო", - ამბობს ლაშა ბერულავა.



"მივდივარ პროკურატურაში, ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ.."-წერს ლაშა ბერულავა "ფეისბუქზე".

image


3
1362
8-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
14 მარტი, 13:59
ბევრი დასტური, ამიტომაცაა მაესტროს გამო გადი-გამოდი, პრესის და მით უფრო მედიის კონტროლი საარჩევნოს სჭირდება ყველას.
14 მარტი, 13:56
ჯერ სად არის ..ცირკები აწი იწყება..არჩევნები ახლოვდება ჩვენ ვართ ხალხი ბრბო.....ამათ თამაშებს რომ ვყვებით.
14 მარტი, 13:52
საუზმეა ამის ღმერთი არ იყოს, ასე ადრე კომპიუტერთან რამ დასვა? :)
დამდებთან ერთად გადამღებიც უნდა დაისაჯოს, ორივე გარეწარია.
0 1 3