x
ისლამური ქვეყნების სამხედრო აღლუმი საუდის არაბეთში!
14 მარტი, 14:16

საუდის არაბეთში გაიმართა ისლამური ქვეყნების სამხედრო აღლუმი, სადაც

მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის სამხედრო დანაყოფებმა, ასევე ისლამური

ქვეყნების გაერთიანებას მხარს უჭერს კიდევ 14 ქვეყანა, მათ შორის

თურქეთიც, მაგრამ ამ 14 ქვეყანას აღლუმზე მონაწილეობა არ მიუღია.

გაერთიანების მთავარი მიზეზი "ისის" ტერორისტული ორგანიზაციაა.


image


ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ყველაზე დიდი სამხედრო აღლუმი, რომელიც

დასახელებულია "ჩრდილოეთის ჭექა-ქუხილად" გუშინ დასრულდა. საუდის

არაბეთში განხორციელებული სამხედრო აღლუმი რატომ იყო ასეთი ფართო

მასშტაბიანი?


image


ეს კონცეფცია გადაწყდა 2015 წლის 15 დეკემბერს. საუდების განცხადებით,

მათ თაოსნობით 34 ქვეყანა მიიღებდა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას, რომელიც

განხორციელდებოდა საუდის არაბეთში. აღლუმის მიზანია საერთაშორისო

ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანება.


image


საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის, მუჰამედ ბინ სელმანის განცხადებით,

34 ისლამურ ქვეყანას შორის თურქეთიც მიიღებს მონაწილეობას, მოგვიანებით

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და

მხარდაჭერა გამოუცხადა საუდის არაბეთს და დანარჩენ ისლამურ ქვეყნებსაც,

რომლებიც მონაწილეობას მიიღებედნენ ახლო აღმოსავლეთის სამხედრო აღლუმში.


image


რომელმა ისლამურ ქვეყნებმა არ მიიღეს მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთის

სამხედრო აღლუმში?


ახლო აღმოსავლეთის სამხედრო აღლუმში მონაწილეობა არ მიუღიათ ირანს,

ერაყს და სირიას. ამ ქვეყნების პოლიტიკური თვალსაზრით არ არის საჭირო

ამ გაერთიანებაში მონაწილეობის მიღება.


image


საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება:


"დღეს სიარიაში ნამდვილი ჯოჯოხეთია, ქვეყანა დაქცეულია, ტერორი მეფობს.

ჩვენი მიზანია შევცვალოთ ჩვენი რელიგიის ბოროტი სლოგანი, ტერორისტულ

ორგანიაზაციას მთელი მსოფლიო იცნობს როგორც "ისლამური სახელმწიფო"...

ახლა ჩვენი აქტიურობის დროა და მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენც

ტერორისტების წინააღმდეგები ვართ, ჩამოყალიბდა ახალი "ისლამური სახელმწიფოები", რომლის მიზანია ტერორის განადგურება და

არა ტერორის გავრცელება".


image


საუდის არაბეთის მეფის განცხადება:


" არ მივცემთ არავის უფლებას, რომ ჩვენი რელიგია - ისლამი შეურაცხყოს.

ჩვენს ისლამის მიმდევრები ვართ და მთელ მსოფლიოს ვპირდებით, რომ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განადგურდეს მსოფლიოში ტერორი."


image


გაერთიანებული ქვეყნების ლიდერები ასევე წინააღმდეგები არიან აშშ-ს და რუსეთის.

მათ აზრით, ზე-სახელმწიფოების სამხედრობმა ტერორისტებთან ერთად მუსულმანი

მოქალაქეების დახოცვა უნდა შეწყვიტონ და საქმეს უფრო ყურადღებით უნდა

შეუდგნენ. მოგახსენებთ, რომ სირიის და ერაყის ტერიტორიაზე ყოველდღიურად

უფრო მეტი მოქალაქე იღუპება ვიდრე ტერორისტი.


image


აღლუმთან დაკავშირებით განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოხატა ირანმა.

მათ სასტიკი უარი განუცხადეს ისლამური ქვეყნების სამხედრო გაერთიანებას,

რომლის აღლუმის საუდის არაბეთში განხორციელდა. როგორც ცნობილია, არაბეთის

მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, რატომღაც ირანს ძალიან აღიზიანებს.


image




წარმოგიდგენთ საუდის არაბეთში განხორციელებულ სამხედრო აღლუმის

ფოტო-კოლაჟს, რომელშიც საუდის არაბეთის თაოსნობით 20 ისლამური

ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


























415
10-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
ტერორიზმთან ბრძოლა ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს, მით უმეტეს, ისლამური ქვეყნები ნამდვილად არ ჰგვანან შუა საუკუნეების რაინდებს...
0 1 1
7 ყველაზე საშიში მომავლის იარაღი, რომელიც რუსეთში მუშავდება7 ყველაზე საშიში მომავლის იარაღი, რომელიც რუსეთში მუშავდება
ამერიკულმა რესურსმა We are the Mighty, რომელიც სამ...
აკრძალული ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან!აკრძალული ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან!
ჩრდილოეთ კორეა არის მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა, რაც ამ აზიურ ქვე...
მსოფლიოს ყველაზე საშიში 30 ბრიგადა!მსოფლიოს ყველაზე საშიში 30 ბრიგადა!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე საშიშ 30 ბრიგადას. მათ ჩაცმულობაზ...
ომი რომ დაიწყოს, რომელი ქვეყანა რამდენ ჯარისკაცს გამოიძახებს?ომი რომ დაიწყოს, რომელი ქვეყანა რამდენ ჯარისკაცს გამოიძახებს?
გაინტერესებთ ომი რომ დაიწყოს რომელ ქვეყანას, რამ...
უძლიერესი 50 არმია მსოფლიოშიუძლიერესი 50 არმია მსოფლიოში
Global Firepower -მა გამოაცხადა მსოფლიოს უძლიერესი 50 არმია. Global Firepower ყო...