იარაღი და ტექნიკა ისლამური ქვეყნების სამხედრო აღლუმი საუდის არაბეთში! 2016, 14 მარტი, 14:16 საუდის არაბეთში გაიმართა ისლამური ქვეყნების სამხედრო აღლუმი, სადაც
მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის სამხედრო დანაყოფებმა, ასევე ისლამური
ქვეყნების გაერთიანებას მხარს უჭერს კიდევ 14 ქვეყანა, მათ შორის
თურქეთიც, მაგრამ ამ 14 ქვეყანას აღლუმზე მონაწილეობა არ მიუღია.
გაერთიანების მთავარი მიზეზი "ისის" ტერორისტული ორგანიზაციაა. ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ყველაზე დიდი სამხედრო აღლუმი, რომელიც დასახელებულია "ჩრდილოეთის ჭექა-ქუხილად" გუშინ დასრულდა. საუდის არაბეთში განხორციელებული სამხედრო აღლუმი რატომ იყო ასეთი ფართო მასშტაბიანი? ეს კონცეფცია გადაწყდა 2015 წლის 15 დეკემბერს. საუდების განცხადებით, მათ თაოსნობით 34 ქვეყანა მიიღებდა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას, რომელიც განხორციელდებოდა საუდის არაბეთში. აღლუმის მიზანია საერთაშორისო ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანება. საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის, მუჰამედ ბინ სელმანის განცხადებით, 34 ისლამურ ქვეყანას შორის თურქეთიც მიიღებს მონაწილეობას, მოგვიანებით თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და მხარდაჭერა გამოუცხადა საუდის არაბეთს და დანარჩენ ისლამურ ქვეყნებსაც, რომლებიც მონაწილეობას მიიღებედნენ ახლო აღმოსავლეთის სამხედრო აღლუმში. რომელმა ისლამურ ქვეყნებმა არ მიიღეს მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთის სამხედრო აღლუმში? ახლო აღმოსავლეთის სამხედრო აღლუმში მონაწილეობა არ მიუღიათ ირანს, ერაყს და სირიას. ამ ქვეყნების პოლიტიკური თვალსაზრით არ არის საჭირო ამ გაერთიანებაში მონაწილეობის მიღება. საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება: "დღეს სიარიაში ნამდვილი ჯოჯოხეთია, ქვეყანა დაქცეულია, ტერორი მეფობს. ჩვენი მიზანია შევცვალოთ ჩვენი რელიგიის ბოროტი სლოგანი, ტერორისტულ ორგანიაზაციას მთელი მსოფლიო იცნობს როგორც "ისლამური სახელმწიფო"... ახლა ჩვენი აქტიურობის დროა და მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ტერორისტების წინააღმდეგები ვართ, ჩამოყალიბდა ახალი "ისლამური სახელმწიფოები", რომლის მიზანია ტერორის განადგურება და არა ტერორის გავრცელება". საუდის არაბეთის მეფის განცხადება: " არ მივცემთ არავის უფლებას, რომ ჩვენი რელიგია - ისლამი შეურაცხყოს. ჩვენს ისლამის მიმდევრები ვართ და მთელ მსოფლიოს ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განადგურდეს მსოფლიოში ტერორი." გაერთიანებული ქვეყნების ლიდერები ასევე წინააღმდეგები არიან აშშ-ს და რუსეთის. მათ აზრით, ზე-სახელმწიფოების სამხედრობმა ტერორისტებთან ერთად მუსულმანი მოქალაქეების დახოცვა უნდა შეწყვიტონ და საქმეს უფრო ყურადღებით უნდა შეუდგნენ. მოგახსენებთ, რომ სირიის და ერაყის ტერიტორიაზე ყოველდღიურად უფრო მეტი მოქალაქე იღუპება ვიდრე ტერორისტი. აღლუმთან დაკავშირებით განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოხატა ირანმა. მათ სასტიკი უარი განუცხადეს ისლამური ქვეყნების სამხედრო გაერთიანებას, რომლის აღლუმის საუდის არაბეთში განხორციელდა. როგორც ცნობილია, არაბეთის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, რატომღაც ირანს ძალიან აღიზიანებს. წარმოგიდგენთ საუდის არაბეთში განხორციელებულ სამხედრო აღლუმის ფოტო-კოლაჟს, რომელშიც საუდის არაბეთის თაოსნობით 20 ისლამური ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 425 10-ს მოსწონს
|