x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ისლამური ქვეყნების სამხედრო აღლუმი საუდის არაბეთში!
საუდის არაბეთში გაიმართა ისლამური ქვეყნების სამხედრო აღლუმი, სადაც

მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის სამხედრო დანაყოფებმა, ასევე ისლამური

ქვეყნების გაერთიანებას მხარს უჭერს კიდევ 14 ქვეყანა, მათ შორის

თურქეთიც, მაგრამ ამ 14 ქვეყანას აღლუმზე მონაწილეობა არ მიუღია.


გაერთიანების მთავარი მიზეზი "ისის" ტერორისტული ორგანიზაციაა.


image


ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ყველაზე დიდი სამხედრო აღლუმი, რომელიც

დასახელებულია "ჩრდილოეთის ჭექა-ქუხილად" გუშინ დასრულდა. საუდის

არაბეთში განხორციელებული სამხედრო აღლუმი რატომ იყო ასეთი ფართო

მასშტაბიანი?


image


ეს კონცეფცია გადაწყდა 2015 წლის 15 დეკემბერს. საუდების განცხადებით,

მათ თაოსნობით 34 ქვეყანა მიიღებდა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას, რომელიც

განხორციელდებოდა საუდის არაბეთში. აღლუმის მიზანია საერთაშორისო

ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანება.


image


საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის, მუჰამედ ბინ სელმანის განცხადებით,

34 ისლამურ ქვეყანას შორის თურქეთიც მიიღებს მონაწილეობას, მოგვიანებით

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და

მხარდაჭერა გამოუცხადა საუდის არაბეთს და დანარჩენ ისლამურ ქვეყნებსაც,

რომლებიც მონაწილეობას მიიღებედნენ ახლო აღმოსავლეთის სამხედრო აღლუმში.


image


რომელმა ისლამურ ქვეყნებმა არ მიიღეს მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთის

სამხედრო აღლუმში?


ახლო აღმოსავლეთის სამხედრო აღლუმში მონაწილეობა არ მიუღიათ ირანს,

ერაყს და სირიას. ამ ქვეყნების პოლიტიკური თვალსაზრით არ არის საჭირო

ამ გაერთიანებაში მონაწილეობის მიღება.


image


საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება:


"დღეს სიარიაში ნამდვილი ჯოჯოხეთია, ქვეყანა დაქცეულია, ტერორი მეფობს.

ჩვენი მიზანია შევცვალოთ ჩვენი რელიგიის ბოროტი სლოგანი, ტერორისტულ

ორგანიაზაციას მთელი მსოფლიო იცნობს როგორც "ისლამური სახელმწიფო"...

ახლა ჩვენი აქტიურობის დროა და მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენც

ტერორისტების წინააღმდეგები ვართ, ჩამოყალიბდა ახალი "ისლამური სახელმწიფოები", რომლის მიზანია ტერორის განადგურება და

არა ტერორის გავრცელება".


image


საუდის არაბეთის მეფის განცხადება:


" არ მივცემთ არავის უფლებას, რომ ჩვენი რელიგია - ისლამი შეურაცხყოს.

ჩვენს ისლამის მიმდევრები ვართ და მთელ მსოფლიოს ვპირდებით, რომ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განადგურდეს მსოფლიოში ტერორი."


image


გაერთიანებული ქვეყნების ლიდერები ასევე წინააღმდეგები არიან აშშ-ს და რუსეთის.

მათ აზრით, ზე-სახელმწიფოების სამხედრობმა ტერორისტებთან ერთად მუსულმანი

მოქალაქეების დახოცვა უნდა შეწყვიტონ და საქმეს უფრო ყურადღებით უნდა

შეუდგნენ. მოგახსენებთ, რომ სირიის და ერაყის ტერიტორიაზე ყოველდღიურად

უფრო მეტი მოქალაქე იღუპება ვიდრე ტერორისტი.


image


აღლუმთან დაკავშირებით განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოხატა ირანმა.

მათ სასტიკი უარი განუცხადეს ისლამური ქვეყნების სამხედრო გაერთიანებას,

რომლის აღლუმის საუდის არაბეთში განხორციელდა. როგორც ცნობილია, არაბეთის

მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, რატომღაც ირანს ძალიან აღიზიანებს.


image




წარმოგიდგენთ საუდის არაბეთში განხორციელებულ სამხედრო აღლუმის

ფოტო-კოლაჟს, რომელშიც საუდის არაბეთის თაოსნობით 20 ისლამური

ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


























1
425
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
425
  
2016, 14 მარტი, 20:32
ტერორიზმთან ბრძოლა ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს, მით უმეტეს, ისლამური ქვეყნები ნამდვილად არ ჰგვანან შუა საუკუნეების რაინდებს...
0 1 1