x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
პინგვინის და ადამიანის უჩვეულო სიყვარული – ის ყოველ წელს 8 000 კმ. ცურავს მეგობრის მოსანახულებლად

ბრაზილიაში გარეული ცხოველის ყოლა სახლში კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს კანონი, დინდიმი ყოველ წელს თავის საკუთარ მეგობართან მოდის საცხოვრებლად, რომელსაც ის 2011 წელს ბრაზილიის ერთ-ერთ სანაპიროზე შეხვდა.

71 წლის პენსიონერმა მეთევზემ, წარსულში კალატოზმა, ჯოაო პერეირა დე სოუზამ დინდიმი იპოვა, სამხრეთ ამერიკის მაგელანური პინგვინი, რომელიც ნავთობში იყო ამოსვრილი და კვდებოდა. როდესაც დე სოუზამ იზრუნა მასზე და გამოაჯანმრთელა, მის და გასაკვირად ფრინველმა მასთან დარჩენა გადაწყვიტა. როდესაც პინგვინი ბოლოს და ბოლოს წავიდა, კაცი გაოცებული დარჩა მეორე წელს დინდიმი მის მოსანახულებლად რომ ჩამოვიდა.


"მე მიყვარს ეს პინგვინი, თითქოს ჩემი საკუთარი შვილი ყოფილიყოს და მჯერა რომ პინგვინსაც ვუყვარვარ, " უთხრა ჯოაომ Globo TV-ის. "სხვას არავის შეუძლია მას შეეხოს, რადგან ნისკარტით სცემს ყველას, ვინც კი ამას გაბედავს. დინდიმი ჩემს კალთაში წევს, ნებას მაძლევს რომ დავბანო, სარდინებით გამოვკვებო და ხელში ავიყვანო."

image
"ყველა ამბობდა, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე პინგვინი ჩემს მოსანახულებლად მოდის."



71 წლის ჯოაომ ნავთობში ამოსვრილი მომაკვდავი პინგვინი 2011 წელს იპოვა

image


"ის ჩემთან 11 თვის მანძილზე დარჩა და შემდეგ... გაუჩინარდა."




თუმცა დინდიმი ყოველ წელს 8 000 კმ. ცურვს თავისი მხსნელის მოსანახულებლად


image


"მე მიყვარს პინგვინი ისე, როგორც საკუთარი შვილი და მჯერა რომ მასაც ვუყვარვარ. როდესაც მხედავს, კუდს იქნევს ძაღლივით და სიამოვნების ნიშნად ხმებს გამოსცემს."


image


"არავის შეუძლია მასთან მიახლოვება, რადგან დინდიმი სხვებს აგრესიულად ხვდება."


image


"მე არასდროს მინახავს ადრე მსგავსი რამ. ვფიქრობ რომ დინდიმი ჯოაოს თავისი ოჯახის ნაწილად მიიჩნევს და ჯოაოსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ" –თქვა ბიოლოგმა პროფესორმა კრაჟევსკიმ.


1
215
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
215
  
2016, 15 მარტი, 12:43
რა საყვარლობააა...როგორ არ გამეზიარა ეს სტატია
0 1 1