x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
1 საათი ფრენა – 200 000 დოლარი: აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს ყველაზე ძვირი თვითმფრინავების ათეული

image

აშშს სამხედრო-საჰაერო ძალების ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი — მძიმე სტრატეგიული სტალს-ბომბდამშენი В-2А Spirit. თუკი დავიანგარიშებთ 1998 წლის ფასებით, მისი ღირებულება შეადგენდა — 1, 16 მილიარდ დოლარს, სამაგიეროდ ამ ბომბდამშენით ერთი საათის ფრენა ჯდება 128 805 დოლარი, და ეს არ არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

VC-25-ბორტი ნომერი ერთი (Air Force One)ღირებულება — 300 მილიონი დოლარი, 1 საათი ფრენა — 206 337 დოლარი.
VC-25 -ეს არის Boeing 747-ის სპეციალური მოდიფიკაცია და ის ცნობილია როგორც «ბორტი ნომერი ერთი» (Air Force One). სულ აიგო 2 ერთეული (საბორტე ნომრებით 28 000 და 29 000). ეს თვითმფრინავები არის Boeing 747−200B-ს ადრეული მოდიფიკაცია, ხოლო მათ Boeing 747−400ER-სგან მიიღეს საპილოტაჟე მოწყობილობები და ძრავები.
image
VC-25-ს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს სამეთაურო ცენტრის ფუნქციები.მაგალითად ბირთვული შეტევის შემთხვევისათვის თვითმფრინავის ელექტრონიკა დაცულია ელექტრომაგნიტური იმპულსებისაგან. თვითმფრინავი ასევე დაცულია საზენიტო რაკეტებისაგან თაბდასაცავი სისტემებით.


სპეციალური ოპერაციების თვითმფრინავიAC-130Hღირებულება — 210 მილიონი დოლარი, 1 საათი ფრენა — 173 000 დოლარი.
image
შეიძლება ითქვას რომ ეს მფრინავი საარტილერიო ბატარეაა — რომელიც ახორციელებს ბრძოლის ველზე სახმელეთი ჯარების ქვედანაყოფების მხარდაჭერას.მას შეიარაღებაში გააჩნია- 2 ერთეული 20-მმ სწრაფმსროლელი ავიაქვემეხი M61 Vulcan, 40-მმ L-60 და 105-მმ ქვემეხები М102. თვითმფრინავის ეკიპაჟი — 13 ადამიანი.
თვითმფრინავი — საჰაერო სამეთაურო პუნქტი E-4Bღირებულება — 223 მილიონი დოლარი, 1 საათი ფრენა — 149 000 დოლარი.
image
E-4B «Nightwatch» -განკითხვის დღის თვითმფრინავი. საწვავის მიწოდების შემთხვევაში ამ თვითმფრინავებს ერთი კვირის განმავლობაში შეუძლიათ იფრინონ.თვითმფრინავის ყველა მოწყობილობა დაცულია ვირთვული აფეთქებისაგან გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორებისაგან. ყოველი E-4B -ის ბორტზე შესაძლებელია ასამდე სამხედრო სპეციალისტის განთავსება.
სტრატეგიული ბომბდამშენი B-2Aღირებულება — 1, 16 მილიარდი დოლარი(1998 წლის ფასებით)., 1 საათი ფრენა — 129000 დოლარი.
image
B-2 Spirit — ერთადერთი შორი მოქმედების სტრატეგიული სტელს-ბომბდამშენი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია დედამიწის ნებისმიერ წერტილში მიიტანის ბირთვული შეიარაღება და ამავე დროს დარჩეს მოწინააღმდეგის რადარებისათვის უჩინარი.ბომბდამშენის კრეისერული სიჩქარეა — 800 კმ/ს, ფრენის სიშორე — 11 000 კმ. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე — 15 000 მეტრი.
რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი E-8C JSTARSღირებულება — 244 მილიონი დოლარი, 1 საათი ფრენა — 73 000 დოლარი.
image
Northrop Grumman/Boeing E-8 Joint STARS აგებულია სამგზავრო თვითმფრინავის Boeing 707−300-ის ბაზაზე.თვითმფრინავს შეუძლია არმოაჩინოს, ამოიცნოს და დააგინოს მათი გადაადგილების მარშრუტი ნებისმიერ მეტეო პირობებში. დამატებითი საწვავის მიწოდების გარეშე მას შეუძლია იფრინოს 11 საათის განმავლობაში.
შორი მანძილის რადიუსის სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდი B-52ღირებულება — 84 მილიონი დოლარი (2012 წლის ფასები)., 1 საათი ფრენა — 67 000 დოლარი.
image
ეს თვითმფრინავი შორ მანძილზე ფრენაში რეკორდსმენია — 16 700 კმ. B-52-ს შეუძლია 31, 5 ტონა საბრძოლო ტვირთის დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადატანა(ბირთვული და ჩვეულებრივი ბომბები და რაკეტები). ბომბდამშენის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს — 16 000 მეტრს, ხოლო სიჩქარე — 960 კმ/ს.
კონვერტოპლანი CV-22Bღირებულება — 90 მილიონი დოლარი, 1 საათი ფრენა — 65 684 დოლარი.
image
CV-22B -ს შესაქმნელად კომპანიებს Boeing და Bell -ს დასჭირდათ დაახლოებით 30 წელი.დღეისათვის ეს არის ერთადერთი კონვერტოპლანი მსოფლიოში რომელიც სერიულად იწარმოება. CV-22B შეიარაღებაში გააჩნიათ აშშ-ს სამხედრო-საზღბაო ძალების საზღვაო ქვეითთა კორპუსს.
გამანადგურებელი F-22A Raptorღირებულება — 143 მილიონი დოლარი, 1 საათი ფრენა — 59 000 დოლარი.
image
F-22A Raptor -მას ფორსაჟის ამუშავების გარეშე შეუძლია იფრინოს ზებგერითი სიჩქარით, მას გააჩნია სრულყოფილი საბორტე რადიოელექტრონული მოწყობილობები, და გამოირჩევა ნაკლებშემჩნებადობით. სულ აშშ-ს არმიაში ირიცხება 180 გამანადგურებელი Lockheed Martin F-22, ამათგან 150 ერთეული საბრძოლო მორიგეობაზე დგას.
სტრატეგიული ბომბდამშენი B-1B Lancerღირებულება — 317 მილიონი დოლარი, 1 საათი ფრენა — 58, 500 დოლარი.
imageRockwell B-1B Lancer — აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებში ერთადერთი თვითმფრინავია გეომეტრიულად ცვალებადი ისრისებური ფრთებით.მის კონსტრუქციაში ფართოდ არის გამოყენებული კომპოზიტიური მასალები.
გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35Aღირებულება — 108 მილიონი დოლარი, 1 საათი ფრენა — 42 000 დოლარი.
image
თანამედროვე ავიონიკა, კერძოდ, საბორტე რადიოლოკაციური სადგური AN/APG-77 რომელსაც შეუძლია ერთდროულად ორ რეჟიმში იმუშაოს «ჰაერი-ჰაერი» და «ჰაერი-ხმელეთი».
გამოსხივების ფოკუსირება -«სიკვდილის სხივების»ვიწრო ხაზებით, ამდაგვარ რადარს შეუძლია მასთან მოახლოებული მოწინააღმდეგის რაკეტების ელექტრონიკის განადგურება.


წყარო armada.ge

0
367
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯანჯუხა
ჯანჯუხა
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0