x
ჩემი ქმარი ანუ არავინ
12 მარტი, 17:45

image

ჩვეულებრივი დღეა, ყოველდღიურმა ერთფეროვნებამ გამაზარმაცა.

სიახლის სურვილი აღარ მაქვს, რობოტივით ერთიდაიგივე "პროგრამით" ვმუშაობ,

"დასვენების რეჟიმი"-ც ერთფეროვანია.

დილიდან დაღამებამდე, ერთსადაიმავე საქმეს ვაკეთებ, ჩაის დალევა, ბავშვის ბაღში

წაყვანა, სახლის დალაგება (თუკი დასალაგებელია), ჭურჭლის დარეცხვა, საჭმლის გაკეთება, კომპიტერთან დაჯდომა და ათასი სისულელის კითხვა და ყურება...

საღამოს "ქანცგაწყვეტილი" ქმარი მოდის სამსამხურუდან, სადაც მთელი დღე ჯდომისა და

ყავის დალევის მეტი არაფერი უკეთებია( ასეთი სამსახური აქვს და მაინც საშინლად "იღლება").

შემომხედავს და საყვედურ ნარევი ხმით მეტყვის :

–შენ ისევ კომპიუტერთან ზიხარ?

–ხო, აბა რა გავაკეთო?

მეც ჩვეული და უკვე მობეზრებული ტონით ვცემ პასუხს.

-მშია...

–ჭამე.

–რა ვჭამო?

–საჭმელი.

–ნუთუ?

მე მძიმედ ვდგები სკამიდან, თან თვალს ვერ ვაშორებ კომპიუტერის ეკრანიდან

გამომწვევად მომზირალ მოდელს, რომლესაც საოცრად მდიდრული და მოელვარე კაბა

აცვია.

სამზარეულოში მივდივარ, იმიტომ რომ "დაღლილი" ქმარი მაცივარში საჭმელს უჩემოდ

ვერ პოულობს.


–ბავშვი სად არის?

–ლიამ გაიყვანა ცოტა ხნით.

-რატომ?

–ბავშვებთან გაერთობა


ჩემი ქმარი ჭამის დროს არც თუ ისე სასიამოვნო საყურებულია, ამიტომ ისევ კომპიუტერს ვუბრუნდები.

ცოტა ხანში, ისიც გამოვა, ტელევიზორს სპორტულ არხზე ჩართავს, რაც შეიძლება ხმამაღლა.

გახარებული ბავშვი, სამსახურიდან დაბრუნებულ მამას მივარდება

–მამიკო, რა მომიტანე?

-არაფერი შვილო...

–მულტფილმებზე გადამირთე რა

–შემეშვი ეხლა, მიდი დედიკო კომპიტერში ჩაგირთავს

–ვაკანსიებს ვათვალიერებ, ეხალ ვერ ჩავურთავ, ცოტა ხანს გადაურთე

–ხომ იცი, რომ ტყუილად ათვალიერებ...

–რატომ?

–ვერ იმუშავებ და იმიტომ.

–რატომ ვერ ვიმუშავებ?

–ბავშვს და ოჯახს მე მივხედავ?

–...




109
3-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
   ქართული კლავიატურა
12 მარტი, 18:19
პირველ პირში რახან ვწერ არ ნიშნავს, რომ ეგეთი ცოლი ვიქნები :D დღევანდელი ქართული ოჯახების უმეტესობის აღწერაა ერთგვარი :)
12 მარტი, 18:18
არც ეგეთი ცოლი მინდა, არც მასეთი ქმარი ვიქნები
12 მარტი, 18:16
ბანძია მაგრამ, ტიპიური ქართული ოჯახია დღევანდელობაში :D
12 მარტი, 17:53
ჰმმ...ძალიან ბანძი ოჯახი
0 1 5
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება) რეჟიმის ბოლო დღეებიგლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება) რეჟიმის ბოლო დღეები
დღეს ჩვენს დაწესებულებაში ლალი მოროშკინა მოვიდა, პატი...
გაშმაგებული მომხმარებლები გაცნობის საიტებიდან- სიცილი არ გაბედოთგაშმაგებული მომხმარებლები გაცნობის საიტებიდან- სიცილი არ გაბედოთ
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რ...
ყველაზე მოკლე მოთხრობები. ნაწილი IIIყველაზე მოკლე მოთხრობები. ნაწილი III
ნისლიდან ნისლით გახვეული გზის პირას ფეხის ხმა გაისმა და ლინმა ჩანთა...
ასე გამოიყურებოდნენ ცნობილი ვარსკვლავები ბავშვობაში.ასე გამოიყურებოდნენ ცნობილი ვარსკვლავები ბავშვობაში.
ასე გამოიყურებიან ჩვენი საყვარელი მსახიობები და მომღერლები...
შემთხვევა  მკვდარ სახესთანშემთხვევა მკვდარ სახესთან
- წარმომიდგენია, როგორ გეჩქარებოდათ ამ საბრალოს ნახვა, - წარმოთქვა სიდედრმა, ჩქარ...
ჩანაწერები : ჩემი დღიურებიდანჩანაწერები : ჩემი დღიურებიდან
ადგა და ასე უცერემონიოდ მითხრა , უკან აღარ დავბრუნდებიო . განა რა ეგონა ? როგორ ...
ინდოელი  პორნოვარსკვლავი მწერალი გახდაინდოელი პორნოვარსკვლავი მწერალი გახდა
"ინდოეთში ყველაზე სასურველი ქალის ვნებიანი მოთხრობები"-ასეთია სარეკლამო ...
ამერიკაში ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნიამერიკაში ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნი
აინ რენდი ამერიკაში ძალიან ცნობილი მწერალი ქალია. პოპულარობა რ...
6 სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ6 სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ
ერთხელ, ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა ძალიან ...
ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი"ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი"
"ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარ...
დამივიწყე, თუ შეძლებ 4 ....დამივიწყე, თუ შეძლებ 4 ....
"დღეს ექვსზე ვრჩებით და პირდაპირ მაღაზიებში მივდივართ იცოდეთ უარი არ მიიღება" ერთ...