x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჩემი ქმარი ანუ არავინ
image

ჩვეულებრივი დღეა, ყოველდღიურმა ერთფეროვნებამ გამაზარმაცა.

სიახლის სურვილი აღარ მაქვს, რობოტივით ერთიდაიგივე "პროგრამით" ვმუშაობ,

"დასვენების რეჟიმი"-ც ერთფეროვანია.


დილიდან დაღამებამდე, ერთსადაიმავე საქმეს ვაკეთებ, ჩაის დალევა, ბავშვის ბაღში

წაყვანა, სახლის დალაგება (თუკი დასალაგებელია), ჭურჭლის დარეცხვა, საჭმლის გაკეთება, კომპიტერთან დაჯდომა და ათასი სისულელის კითხვა და ყურება...

საღამოს "ქანცგაწყვეტილი" ქმარი მოდის სამსამხურუდან, სადაც მთელი დღე ჯდომისა და

ყავის დალევის მეტი არაფერი უკეთებია( ასეთი სამსახური აქვს და მაინც საშინლად "იღლება").

შემომხედავს და საყვედურ ნარევი ხმით მეტყვის :

–შენ ისევ კომპიუტერთან ზიხარ?

–ხო, აბა რა გავაკეთო?

მეც ჩვეული და უკვე მობეზრებული ტონით ვცემ პასუხს.

-მშია...

–ჭამე.

–რა ვჭამო?

–საჭმელი.

–ნუთუ?

მე მძიმედ ვდგები სკამიდან, თან თვალს ვერ ვაშორებ კომპიუტერის ეკრანიდან

გამომწვევად მომზირალ მოდელს, რომლესაც საოცრად მდიდრული და მოელვარე კაბა

აცვია.

სამზარეულოში მივდივარ, იმიტომ რომ "დაღლილი" ქმარი მაცივარში საჭმელს უჩემოდ

ვერ პოულობს.


–ბავშვი სად არის?

–ლიამ გაიყვანა ცოტა ხნით.

-რატომ?

–ბავშვებთან გაერთობა


ჩემი ქმარი ჭამის დროს არც თუ ისე სასიამოვნო საყურებულია, ამიტომ ისევ კომპიუტერს ვუბრუნდები.

ცოტა ხანში, ისიც გამოვა, ტელევიზორს სპორტულ არხზე ჩართავს, რაც შეიძლება ხმამაღლა.

გახარებული ბავშვი, სამსახურიდან დაბრუნებულ მამას მივარდება

–მამიკო, რა მომიტანე?

-არაფერი შვილო...

–მულტფილმებზე გადამირთე რა

–შემეშვი ეხლა, მიდი დედიკო კომპიტერში ჩაგირთავს

–ვაკანსიებს ვათვალიერებ, ეხალ ვერ ჩავურთავ, ცოტა ხანს გადაურთე

–ხომ იცი, რომ ტყუილად ათვალიერებ...

–რატომ?

–ვერ იმუშავებ და იმიტომ.

–რატომ ვერ ვიმუშავებ?

–ბავშვს და ოჯახს მე მივხედავ?

–...




5
254
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
254
  
2016, 12 მარტი, 18:19
პირველ პირში რახან ვწერ არ ნიშნავს, რომ ეგეთი ცოლი ვიქნები :D დღევანდელი ქართული ოჯახების უმეტესობის აღწერაა ერთგვარი :)
2016, 12 მარტი, 18:18
არც ეგეთი ცოლი მინდა, არც მასეთი ქმარი ვიქნები
2016, 12 მარტი, 18:16
ბანძია მაგრამ, ტიპიური ქართული ოჯახია დღევანდელობაში :D
2016, 12 მარტი, 17:53
ჰმმ...ძალიან ბანძი ოჯახი
0 1 5