x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ვინ არის და რას წარმოადგენს თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი კატო კოპალეიშვილი?
image


კატო კოპალეიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის და კოტე კოპალეიშვილის ქალიაშვილია.ის წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და შარშან სტრასბურგში ლიცეუმის მეათე კლასი დაამთავრა. კატო ძალიან განათლებული გოგოა და ბევრ ენას ფლობს. კატოს ძალიან უყვარს მამა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და ამბობს რომ სადაც არ უნდა იყოს მამა სულ კითხულობს მის ამბებს და გულშემატკივრობს "მე არასდროს მინახავს ასეთი კეთილი ყურადღებიანი, მხიარული და მოწესრიგებული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პლანეტიდან ვართ და ბევრ რამეზე განსხვავებული აზრი გვაქვს, ორმაგად უფრო ვაფასებ ხოლმე, როცა ჩემს სამყაროში შემოსვლას და რას ვაკეთებ იმის გარკვევას ცდილობს, ერთად არასდროს გვიცხოვრია, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო თბილისში, სტრასბურგში თუ ლონდონში დღე არ გავიდოდა ისე, რომ არ დაერეკა და არ მოვეკითხე(დღეში 9-ჯერ ალბათ) მიხარია რომ არსებობ და მიხარია, რომ მამაჩემი ხარ მამას რომ ირჩევდე აუცილებლად შენ აგირჩევდი, რადგან არ მგონია, რომ შენზე კარგად ვინმე ამ როლს ასრულებდეს" ასე გამოხატავს სიყვარულს მამის მიმართ კატო.


image



დედაზე კი აღნიშნავს რომ ის სულ დაკავებულია "მაგრამ როცა გჭირდება ის სულ გვერდითაა, არასოდეს უჩხუბია ნიშნებზე, არასდროს შეუდარებივარ ხვას, არასდროს ჩაუყვია ცხვირი ჩემს პირად სივრცეში და რაც მთავარია რაც 18 წლის გავხდი ყველა ჩემს არჩევანს პატივს სცემს რჩევებს კი ბევრ მაძლევს"

როგორც ვიცით თამარ ჩერგოლეიშვილის მეუღლე გიგა ბოკერიაა. კატო დიდი სიყვარულით ახსენებს გიგას აი როგორ მიულოცა მან დაბადების დღე გიგას


"დღეს გიგას დაბადების დღეა!

მიუხედავად იმისა, რომ დილაობით ან წყლით მაღვიძებს ან ყურძნებს მიტენის ყურებში, მიუხედავად იმისა რომ გადრატეხის ასაკის დროს, ყველაზე მეტად ჩემს ცხვირზე და გამონაყარზე იცინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან აგვიანებს და გაგვიანებს შენც, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს არ მაღებინებს ხოლმე და მომიწია ამ საშინელი ფოტოს დადება, მიუხედავად იმისა რომ ტელევიზორს ღამის 5 საათზე ბოლო ხმაზე უყურებს, მაინც ძალიან, ძალიან, მიყვარს და მიხარია რომ არსებობს. სულ კარგ რჩევებს იძლევა. მე და თამუნამ თუ ვიჩხუბეთ, ყოველთვის ცდილობს მოაგვაროს, ყოველთვის მშვიდია და მიუხედევად იმისა, რომ ძალიან, ძალიან დაკავებულია, ყოველთვის მეხმარება"


image



0
2124
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
2124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0