x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"ჩემს სიკვდილში დამნაშავე მე არ ვიქნები. მსხვერპლი მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს"-ნათია ფანჯიკიძე
image
ირაკლი ალასანიას მეუღლე და მაია ფანჯიკიძის და, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ცუკერბერგი მატყობინებს, რომ ჩემს ფბ-ში 6 საათის წინ სხვა ხალხი დასეირნობდა. შემაცვლევინა პაროლი. არაფერი მიკვირს, რამდენიმე თვის წინ ფბ-ს ვინ ჩივის, სახლში დამხვდა უცხო პირი შიგნიდან ჩაკეტილი და ფბ-ში აქამდეც ვიცოდი, რომ დაძვრებოდნენ. უბრალოდ მინდა ჩემს მეგობრებს გთხოვოთ, თუ სადმე არაადეკვატური, არაჩემებური რამე შეგვხდეთ, იცოდეთ რა დღეში ვარ. ასევე, თუ სადმე ყალბ პროფილს გადაეყაროთ, არ დაიზაროთ და მომწერეთ.

როგორც ჩანს, ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს. როცა ადამიანის ფიზიკურ თუ მორალურ სიკვდილს გეგმავ, მასთან ერთად იგულისხმება, რომ ანადგურებ ბევრ სხვა მის ახლობელს.

ცოტა ხანში რომ გაიგოთ, რომ დავუშვათ მე მოვკვდი ალერგიით, ან ასთმის შეტევით, წინასწარ ვაცხადებ, არცერთი არ მაწუხებს და საერთოდაც, ჩემს სიკვდილში დამნაშავე მე არ ვიქნები, არანაირად არ მცალია ახლა ამისთვის.

არაუშავს, არ იფიქროთ, რომ სამყარო ბოროტია, სამყარო თქვენ ხართ ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო. სიბნელე და ადამიანის განადგურებისთვის მზადმყოფი დიდი და პატარა ბოროტები ერთი შეხედვით ჩანან საშიშები, სინამდვილეში არაფრის ძალა არა აქვთ სიკეთის და ადამიანობის წინაშე.


მიყვარხართ, ბედნიერი ვარ, რომ სინათლის მატარებლები ხართ და მეც ვიცი რისთვის დავიბადე, მეც ჩემი პაწაწინა შუქუკათი ერთ-ორს მაინც რომ გავუნათო ბუღდაჯანებიანი სიბნელე.

აუცილებლად დადგება მშვიდი და კეთილი ყოფა ამ ქვეყანაში"

image

3
425
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
425
  
2016, 12 მარტი, 19:20
არა არც ამას მივესალმები...
2016, 12 მარტი, 16:56
და ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი კაცი თუ "დაეცა", მაშინ არაუშავს ხო ?
2016, 12 მარტი, 13:00
გავრცელება სამარცხვინოა, მაგრამ ქალი ასე არ უნდა დაეცე, მით უმეტეს როცა ოფიციალურ ქორწინებაშია.
0 1 3