x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
კლავიშების დიდოსტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
imageწუხელ 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი კიტ ემერსონი, ჯგუფ Emerson, Lake & Palmer -ის ერთ-ერთი შემქმნელი.კიტ ემერსონი ჯონ ლორდთან და რიკ უიკმანთან ერთად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლავიშებზე შემსრულებელად როკ-მუსიკის ისტორიაში.


გამოძიების წინასწარი მონაცემებით მუსიკოსმა იარაღის გასროლით დაასრულა სიცოცხლე.თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გასულ ღამეს ლოს-ანჟელესში, სანტა-მონიკაში, საკუთარ საკუთარ სახლში გარდაიცვალა კიტ ემერსონი, "-ნათქვამია განცხადებაში.

image


კიტ ემერსონი დაიბადა იორკშირში(ინგლისი) 1944 წელს.პირველი ზომიერი პოპულარობა 60-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როდესაც უკრავდა არტ როკ-ჯგუფ The Nice-ში.თუმცა მსოფლიო აღიარება სუპერჯგუფ ELP-ის (Emerson, Lake & Palmer )შემდეგ მოვიდა.მასთან ერთად ჯგუფის წევრები გახდნენ Atomic Rooster-ის დრამერი კარლ პალმალი და ბასისტი King Crimson-იდან გრეგორი ლეიკი.


70-იან წლებში ჩაწერილი ოთხი დისკი აღიარებულია არტ-როკის კლასიკად.სადებიუტო ალბომმა "Tarkus", Billboard-ის ჩარტებში №1 ადგილი დაიკავა.ემერსონი არაერთხელ იყო დასახელებული სხვადასხვა მუსიკალური გამოცემებისგან მსოფლიოს საუკეთესო კლავიშებზე შემსრულებლად.


შემდგომ წლებში ELP- არაერთხელ დაიშალა და შეიკრიბა.ემერსონი სოლო ალბომებზეც მუშაობდა.


1
229
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
229
  
2016, 12 მარტი, 12:38
ეს უკვე მერამდენეა წელს, რა ჭირთ?! :(
0 1 1