x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პირველი 6 წელი ჯოჯოხეთში! შემთხვევით გადარჩენილი ბავშვი.
2015 წლის 13 ივლისს აშშ-ს პოლიციაში უცნაური ზარი შევიდა იმის თაობაზე, რომ მიტოვებულ სახლში პატარა გოგონას სახე შეამჩნიეს. გამოძახებაზე მივიდა მაიკლ ჰოლსტი. სახლი იყო ძალიან ძველი და მიტოვებული. სიგიჟეს გავდა ის აზრი, რომ იქ ვინმე ცოცხალის პოვნა შეიძლებოდა.



image

შეამტვრია რა კარები, მაიკლმა საშინელი სურათი დაინახა –ნაგვის გროვები, რომელსაც ვირთხა, ტარაკანა და ობობობები ეხვია და ოთახები, საუკუნოვანი მტვერით.ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ამ კოშმარში ეძინა პატარა გოგონას!


image




ძალიან გაფითრებული, ძველ პერანგში და ჭუჭყიან პამპერსში იწვა 6 წლის პატარა! პოლიციელის დანახვაზე ბავშვმა თვალები დაჭყიტა და კუთხეში გახოხდა.


მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონას ქვია დანიელი. მას არ შეეძლო არც სიარული, არც ლაპარაკი და 6 წლის ასაკში განვითარების დონით 6 თვისას გავდა.

საბინაო წიგნის ჩანაწერებიდან გაარკვიეს ვინ იყო დედა, დააპატიმრეს და დედობის უფლება ჩამოართვეს.



image


გოგონას ძალიან მალე გაუმართლა. ის იშვილა ბერნი და დიანა ლიროუსებმა. დანიელი, რომელმაც არ იცოდა რა იყო მშობლების სიყვარული და სითბო, ძალიან მალე მიეჩვია ახალ ოჯახს და თავის ძმებს.



image




მაგრამ მას ახლაც უწევს თავის ფსიქოლოგიურ ტრამვასთან გამკლავება. დღეში რამოდენიმეჯერ პანიკის შეტევები ემართება. ის მუდამ ჭამს მანამდე, სანამ გული არ აერევა. ამიტომ მაცივარი ბოქლომით ჩაკეტეს.





image

ახლა გოგონა 15 წლისაა. ის დადის სპეციალურ სკოლაში და უყვარს ახალი მშობლები. მაგრამ ახლაც, თუ დაინახა ქალი, ვინც მის ბიოლოგიურ დედას გავს, ემართება პანიკური შიშის შემოტევა.


image


ახალ მშობლებს ჯერათ, რომ ერთხელაც დენიელი შეძლებს ადაპტაციას და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს!


2
848
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
848
  
2016, 12 მარტი, 12:52
გული დამეწვა ბავსვის საცოდაობით. ამ მასალას ვიდეოც ახლდა მარა არ ვიცი როგორ ჩავსვა სტატიაში.იქ კარგად ჩანს, ახლც კი გოგონა ველურივით ამოძრავებს ხელებს და უცნაურად დადის.
2016, 12 მარტი, 12:42
დედა არ ჰქვია ასეთ ქალს...
0 1 2