x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ღამით სიჩუმე ბარდნის"
რა ლამაზია, რა ნაზი,

ღამით სიჩუმე ბარდნის,

მარტო ვზივარ და ზეცით,

ფიქრთა წვეთები მაწვიმს.



ღამის სიჩუმეს კვლავაც,

ლაღი ხევის ხმა აკრთობს,

ცხელი ფიქრების ალი,

კვლავ შეციებულს მათბობს.


ზეცით ღრუბლები მძვინვარებს,

მუზა თავისთან მიბარებს,

ვარსკვლავთ გუნდებს და მთვარეს,

ღრუბელი უკეტავს კარებს.


რა ლამაზია, რა ნაზი,

ღამით სიჩუმე ბარდნის,

მდედრსაც სძინავს და კვლავაც,

ხმა აღარ ისმის მამრის.


ბაკურ ბაკაშვილი.

image

0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:გიგა დოლაკიძე
გიგა დოლაკიძე
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0