x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ალაზანი"
შენ წვიმის დროს უნდა ნახო როგორია ალაზანი,

მის ზედაპირს ზეწარს უქსოვს წვიმა ციდან მონადენი,

ცა კი ისე იქუფრება წარღვნა არის მონაგონი,

ბროლის მძივად ციდან მოჩქეფს წვიმის წვეთი მზის თვლიანი.


ცაში ღრუბლის ნარნარ ტალღებს პირი ზღვასთან შეუკრიათ,

კარიბის ზღვის მეკობრეებს ზარბაზნები შეუნთიათ,

დალის, ოჩოს, ბუნების მცველთ ყველაფერი შეუტყვიათ.

ალაზანმა გაიღვიძა ზამთრის საბურველიდან,

ის ტალღებით თავს იწონებს ხეთა ლამაზ ყვავილთან,

წყალში თევზნი ალერსობენ მის ნაპირზე შინდები,

მოკვდავი ვარ როცა ვფიქრობ მე ძალიან ვშინდები.

ეხლა ვტირი როცა ლექსს ვწერ ალბათ საცინარია,

მაგრამ როცა ვიყურები ირგვლივ ყვავილნარია,

ცაში კვლავაც მიჩუმათდა ზარბაზნების ქუხილი,

მაგრამ ჩემს გულს კვლავ მოაწვა სინანული წუხილი.

თუნდაც ის რომ მოკვდავი ვარ უსიცოცხლოდ მზიანი,

მე რად მინდა ეს სიცოცხლე მქონდეს თუნდაც წყვდიადი,

მე თუ ხვალე მოვკვდები და მიწა შემჭამს კლდიანი,

მინდა ყველას დაგვეუფლოს უკვდავება დიადი.


ბაკური ბაკაშვილი.

image


0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:გიგა დოლაკიძე
გიგა დოლაკიძე
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0