x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყვარელში აღმოაჩინეს 1300 წლის გაუხრწნელი ნაკურთხი წყალი

13 საუკუნის განმავლობაში ქვევრში ინახებოდა სრულიად ანკარა, დასალევად ვარგისი ნაკურთხი წყალი.ქვევრის ტევადობა 1 ტონაა.

image


ქვევრი ყვარელში, მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე დოლოჭოპის
ნასახლარზე აღმოაჩინეს არქეოლოგებმა.ჭურჭელში მოთავსებული წყალი ჯერ კიდევ
VIII საუკუნეში ან უფრო ადრე უნდა ეკურთხებინათ.

თვითონ ქვევრი V-VIII საუკუნეებით თარიღდება, რომელიც V საუკუნის
ბაზილიკური ტაძრის ცენტრალურ ნაწილში მშრალ ადგილზე იყო განთავსებული.VIII
საუკუნეში არაბთა შემოსევის შემდეგ ეკლესია დანგრეულა და კედლები
ჩამოშლილა, ნაშალში მოყოლილი ქვევრი ბუნებრივად დაკონსერვებული სახით
შემორჩა.

ნაკურთხი წყალი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი აღმოჩნდეს, რომელიც ამდენი საუკუნეების განმავლობაში გაუხრწნელად ინახებოდა.
image

როგორც ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ განაცხადა:
"13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში სრულიად ანკარა, მარგებელი თვისებებით
გაჯერებული წყაროს წყალი აღმოჩნდა, რაც ლაბორატორიულმა კვლევამაც
დაადასტურა. ახლა ვიცით, რომ ქვევრში მოთავსებულიწყალი ჯერ კიდევ VIII
საუკუნეში ან უფრო ადრე უნდა ეკურთხებინათ, რაც ბუნებამ ამ დრომდე
შემოგვინახა. აქ ისეთი ქანებია, დიდიძალისხმევის შედეგად ვთხრით ნიადაგს.
ქვევრის ირგვლით საერთოდ არ ყოფილა ნესტი, არც თიხის მთლიანობა ყოფილა
დარღვეული. დღემდე მოდიან სხვადასხვა ტაძრიდან სასულიერო პირები, მრევლი
და წყალი მიაქვთ."

არქოლოგიური გათხრების დროს ნელ-ნელა ჩნდებოდა VIII საუკუნისთვის დამახასიათებელი სხვა ნივთებიც.

1
221
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
221
  
2016, 12 მარტი, 13:59
საოცრებაა
0 1 1