x
image
K.P.
რომელმა "დიდმა არტისტმა" დაჭრა ნანკა კალატოზიშვილის ძმა?! "გარედან იგინებოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ"
image
გოგი გვახარია სოციალუქ ქსელში რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს. როგორც ირკვევა, ნანკა კალატოზიშვილის ძმა, გიორგი კალატოზიშვილი დაჭრეს, რადგან ბატონი გოგის ლექციას ესწრებოდა. "დიდი ხნის წინ, თეატრალურ უნივერსიტეტში ლექციას როცა ვკითხულობდი, ერთი ცუდი ამბავი მოხდა. ლექციაზე ცხელოდა და ჩემს სტუდენტს, გიორგი კალატოზიშვილს, რომელიც შესასვლელთან იჯდა, კარის გაღება ვთხოვე. ლექციის დროს აუდიტორიასთან, გარეთ, რამდენიმე ბიჭი მოგროვდა და ხმაურით ხმამაღალი რეპლიკებით შეეცადა ლექციის ჩაშლას. გიორგის ვთხოვე ამჯერად კარი დაეკეტა.

მერე დღეს გაირკვა რომ ეს ყმაწვილები გარეთ დახვდნენ და საქმე გაურჩიეს, გვახარიას ლექციაზე რატომ ზიხარო. გიორგის უკან არ დაუხევია, რაც იმით დასრულდა რომ დაჭრეს.

გამოგვიძახა მაშინდელმა რექტორმა, გიგა ლორთქიფანიძემ მე და ნათია ამირეჯიბი (გიორგი ნათიას სახელსნოში სწავლობდა), იმ სტუდენტების პედაგოგი მანანა ბერიკაშვილი და გვაცნობა, ყველას ვრიცხავთ უნივერსიტეტიდანო. გიორგი რა თქმა უნდა გადავარჩინეთ, ვუთხარით რომ ჩვენც გავყვებოდით უნივერსიტეტიდან. მაგრამ ეს არაა საინტერესო. გიგა ლორთქიფანიძემ მკითხა, რა მოხდაო, ვუთხარი, გარედან იგინებოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მე კი მიჩვეული ვარ ამას, მაგრამ გიორგი ეტყობა გაბრაზდა მეთქი.. რას ნიშნავს მიჩვეული ვარო, გაუკვირდა გიგას.. და ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა გიგა ლორთქიფანიძემ სიმართლე თქვა - ჩვენ არ უნდა მივეჩვიოთ შეურაცხყოფას.. ერთ-ერთი თავდამსხმელი მერე ”დიდი არტისტი” გამოვიდა სტურუასთან. დღესაც ხშირად იგინება. ამჯერად ფეისბუკზე იცავს ქართველობას. გიორგის კი არასდროს დავუვიწყებ ვაჟკაცურ საქციელს და ყოველთვის მისი მადლობელი ვიქნები"-წერს გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.

ამ ყველაფერს გიორგი კალატოზიშვილი ასე ეხმაურება: "მანდ არავინ დაჭრილა, გოგი. რამდენიმე გავლახე, რეანიმაციაშიც ისინი აღმოჩნდნენ. მერე ტყუილი თქვეს მშობლებთანაც და პედაგოგებთანაც, თავის მეგობრებთან ერთად იყო და გაგვლახაო. მერე მომიბოდიშა ყველამ. დანარჩენი როგორც მოყევი, ისე იყო. და შენ ჩემი დასაცავი არაფერი გჭირს, პირიქით, შენ და ნათია რომ არ ყოფილიყავით, მე თეატრალურს ვერ დავამთავრებდი. თქვენ რომ გვერდში დგომა იცოდით ყოველთვის, ისეთს ვუსურვებ ნებისმიერ ლექტორს და სტუდენტს."


image

0
993
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
993
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0