x
image
K.P.
"ჯაჯანიძის შოუს" გმირს პატიმრობა ემუქრება! "ქალი შინაური ცხოველი არ არის"-ბაია პატარაია
image
გია ჯაჯანიძემ სოცილურ ქსელში საინტერესო სიყვარულის ისტორია გვიამბო. წყვილმა ერთმანეთი ტელეფონის საშუალებით გაიცნო. ცისკარა საგარეჯოში მარიამი კი მცხათაში ცხოვრობდა. გოგონა მხოლოდ 15 წლისაა. "არანაირი რეაქცია არ მქონდა. ვთქვი ჩემით გავზრდითქო. ჩემ ხელში რომ გაიზრდება უკეთესი იქნება, ისე გავზრდი, როგორც მე მესიამოვნება. ვატყუებდი წლოვანებას, რომ გავიგე პატარა იყო, მეც წლოვანება დავიპატარავე"

"მისი წლოვანება არავინ იცოდა, თუმცა იცოდნენ, რომ შეყვარებული მყავდა. როცა გაიგეს ძალიან ნაჩხუბრები იყვნენ, მაგრამ მერე შემირიგდნენ".

საზოგადოებამ ხსენებული ინტერვიუ და სიყვარულის ისტორია აიტაცა. თუმცა ყველაფერი სასიკეთოდ არ დასრულდა. 15 წლის მარიამი ფეხმძიმედაა, მის მეუღლეს კი ბრალად არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება ედება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 140-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ ყველაფერს ეხმაურება პაია პატარაია: "რა საკვირველია გამოძიება დაიწყო პედოფილიის ფაქტზე: 15 წლის გოგონასთან სრულწლოვანი კაცის (გნებავთ ქმრის) სქესობრივი კავშირი პედოფილიაა და მშობლების თანხმობა და ქორწილში დამთვრალი მეზობლების სიხარული ამ ფაქტს ვერ ცვლის.


პ.ს. რაც შეეხება "ჩემ ჭკუაზე გავზრდი, როგორც მე მესიამოვნება" - შეგახსენებთ, ქალი შინაური ცხოველი არ არის, ადამიანია. თუ პატარა და საყვარელი არსების თქვენ ნებაზე აღზრდის ჟინი გაქვთ, გაზარდეთ ლეკვი.

გაკვეთილი: გასაზრდელ ბავშვებთან სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია."

image

4
1021
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1021
  
2016, 14 მარტი, 15:39
კი და მაგის გამო პასუხი უნდა აგონ, ისევე როგორც ამ ბიჭმა
2016, 13 მარტი, 21:26
გოგოს მშობლებია შუა საუკუნეში ჩარჩენილი...
2016, 13 მარტი, 20:33
ალალია ამაზე ციხე :) და მე თუ მკითხავს კაცი, ამ გოგოს მშობლებს მშობლობის უფლება უნდა ჩამოერთვათ ეს "რომეო" კიდე აყრყუტო. მართლა განუვითარებლობაა.
2016, 11 მარტი, 11:32
ბაია პატარაია ეტყობა გრანტს მიიღებს ამ ამბის გახმაურებით...
0 1 4