x
როგორ მკურნალობდნენ ავადმყოფებს "გულაგის" ბანაკებში?
10 მარტი, 21:32

ისტორიკოსები დღესაც კამათობენ იმის შესახებ, თუ რამდენი მილიონი ადამიანი დაიღუპა "გულაგის" ბანაკებში სტალინური რეპრესიების დროს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ცნობილია, რომ ეს მილიონები გაცილებით მეტი იქნებოდა, პატიმრებს შორის ენთუზიასტი-ექიმები რომ არ ყოფილიყვნენ, რომლებიც ცარიელი ხელებით როგორღაც ახერხებდნენ თავიანთი ბარაკის ამხანაგეების განკურნებას ამა ათუ იმ ავადმყოფობის დროს, აკეთებდნენ რა წამალს თითქმის არაფრიდან, თუმცა ამ რეცეპტებიდან ზოგიერთი ისეთი ეფექტური იყო, რომ თავისუფლებაზე დაბრუნებული ყოფილი პატიმრები აფთიაქის მედიკამენტებს გულაგის ექიმების მიერ შეთავაზებულ მეთოდებს ამჯობინებდნენ. ასე რომ, ბევრი ჩვენგანის საოჯახო მედიცინაში დღესაც ფიგურირებს ეგრეთ წოდებული "ციხის რეცეპტები". აი, ზოგიერთი მათგანი:


ლურჯი იოდი- კუჭის ფუნქციის მოშლისას


image


ლურჯი იოდი-უძლიერესი სადეზინფექციო ანტისეპტიკური საშუალებაა. ერთ კოვზ სახამებელს ხსნიდნენ ერთ ჭიქა ცივ წყალში და მასში აწვეთებდნენ იოდის რამოდენიმე წვეთს. ნაყენს ღია ცისფერი შეფერილობა და საზიზღარი გემო აქვს, მაგრამ ის საოცრად კარგად მოქმედებს კუჭის ტკივილის დროს. ამ რეცეპტის გამომგონებელი გახლდათ ბიოლოგიის და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ მოხნაჩი, რომელიც 1937 წელს გაასამართლეს და ათი წლით გაამგზავრეს "გულაგის'' ბანაკში. 40-იან წლებში სწორედ მან შეძლო თავისსავე ბანაკში გავრცელებული დიზენტერიის ეპიდემიის შეჩერება, შეიმუშავა რა ბანაკის ხელმძღვანელობის თხოვნით უმარტივესი რეცეპტი: იოდის წვეთებს დამატებული კარტოფილის ნარჩენები (როგორც ცნობილია, კარტოფილის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით სახამებელი შედის).


ნაცარი კუჭის მომატებული მჟავიანობის (გულძმარვა) წინააღმდეგ


image


დაწვით არყის ხის კანი, კარაქივით წაუსვით ნაცარი შავი პურის ნაჭერს და ეს "ბუტერბროდი" შეჭამეთ - აი გულძმარვის წინააღმდეგ ბრძოლის გულაგისეული რეცეპტი. კამერებში გამომწყვდეული პატიმრები ამ მიზნით ხშირად სიგარეტის ფერფლსაც იყენებდნენ. ამჟამად აქტივირებული ნახშირი მუცლის შებერილობის და გულძმარვის სამკურნალოდ თითქმის ყველა ჩვენგანის საოჯახო აფთიაქის აუცილებელი ელემენტია.


ფიჭვი სურავანდის წინააღმდეგ


image


სურავანდი (ავიტამინოზი) ჩრდილოეთში მდებარე ბანაკების ტყვეების უსაშინლესი ხვედრი იყო. დაცვენილი კბილები, წყლულები ღრძილებზე, საშინელი სისუსტე და ბოლოს სიკვდილი - ეს ამ ვერაგი დაავადების აუცილებელი ეტაპებია. თუ ბანაკში ექიმი ან თუნდაც გამოცდილი პატიმარი იყო, მაშინ თანაბანაკელებს ნამდვილად უმართლებდათ. მათ ზუსტად იცოდნენ ამ დაავადების საწინააღმდეგო ელექსირის დამზადების საიდუმლო: ხის სახერხებზე მომუშავეები აგროვებდნენ ფიჭვის წიწვებს და ხარშავდნენ მას, რის შედეგადაც ღებულობდნენ უსაზიზღრეს, საოცრად მწარე ნახარშს, მაგრამ ეს ნაყენი შეიცავდა სიცოცხლისათვის საჭირო ისეთ ელემენტებს, რომლებსაც პატიმრები მოკლებულნი იყვნენ: მაგალითად. ასკორბინის მჟავას. სხვათა შორის, ამ ნახარშმა ლენინგრადის ბლოკადის დროსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.


ჩეფირი ჭრილობების სამკურნალოდ


image


ჩაის მაგარი ნახარში არამარტო ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს: პატიმრების საყვარელი სასმელი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც მადეზინფიცირებელი და ჭრილობების შესახორცებელი უებარი საშუალება. ამის შემოწმება თქვენ თავადაც შეგიძლიათ-თუ შემთხვევით თითს გაიჭრით, ჩაყავით ის ჩაის მაგარ ნაყენში (არა სუსტში) და ნახავთ, რომ ჭრილობა პირდაპირ თქვენს თვალწინ დაიწყებს შეხორცებას.


ნიორი კბილის ტკივილის წინააღმდეგ


image


''გულაგის'' ბანაკების რეფორმაციის შემდეგაც კი ზონაში ყოველთვის იყო გაუტკივარების საშუალებების დეფიციტი, ხოლო კბილის ექიმი იქ დიდი იშვიათობას წარმოადგენდა. კბილის აუტანელი ტკივილის დროს პატიმრებს ძალიან შველოდა ნიორი, რომლის გაგზავნაც ამანათით ნებადართული იყო (ანალგინისაგან განსხვავებით). ფაფადქცეული ნიორის მასას ადამიანს ადებდნენ მაჯაზე და ამაგრებდნენ სახვევით. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მაჯაზე ნიორის მასით გამოწვეული წვა კბილის ტკივილს ანეიტრალებდა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კბილის ექიმთან არ უნდა წახვიდეთ, მით უმეტეს, რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იძლევა შვებას, გარდა ამისა, ნიორმა სავსებით შესაძლებელია კანის დამწვრობა გამოიწვიოს, მაგრამ "გულაგის'' პირობებში ის საკმაოდ პოპულარული და ეფექტური საშუალება იყო.

118
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
10 მარტი, 21:36
ისეთი ფოტოები მაქვს ნანახი ამ ბანაკებზე, ცუდად გავხდი :( ადრე სტატია დავწერე ბანაკებზე
10 მარტი, 21:33
საწყლები
0 1 2
5 ფაქტი,რომელიც საინტერესოა5 ფაქტი,რომელიც საინტერესოა
1)შეგიძლიათ დაიძინოთ ოთხი საათი ერთი დღე-ღამის განმავლობაში? ადამიანის ნორმალურ...
შეგაწუხათ შეკრულობამ? მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა ნახოთ!შეგაწუხათ შეკრულობამ? მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა ნახოთ!
შეკრულობა ძალიან ბევრ ჩვენთაგანს ხშირად გვაწუხებს,...
რატომ გვერევა გული ტრანსპორტში?რატომ გვერევა გული ტრანსპორტში?
ტვინში მიწოდებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გამო! მგზავრობის დროს ვესტიბ...
აბები,რომელიც ათასები  ღირს ანუ 5 ყველაზე ძვირი წამალი მსოფლიოშიაბები,რომელიც ათასები ღირს ანუ 5 ყველაზე ძვირი წამალი მსოფლიოში
ზოგიერთი ფარმავცეტული კომპანიების შემოსავალი მ...
7 საკვები, რაც არ უნდა შევჭამოთ ძილის წინ!7 საკვები, რაც არ უნდა შევჭამოთ ძილის წინ!
1. მაკარონი. ის ადამიანს ძალიან ასუქებს და ექიმები არ გვირჩევენ ძილი...
სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზები ერთ სურათში...სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზები ერთ სურათში...
ითვლება, რომ ადამიანები _ ინტელექტუალური არსებები არიან, შეუძ...
მხოლოდ 5 პროცედურა და მინუს  რამდენიმე სანტიმეტრი!მხოლოდ 5 პროცედურა და მინუს რამდენიმე სანტიმეტრი!
ქალებისთვი განკუთვნილ ერთ-ერთ ფორუმზე, ამჟამად, აქტიურად გ...
ყოველდღიური  ჩვევები, რომლებიც თქვენ მძიმე  წონით "გასაჩუქრებენ"ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც თქვენ მძიმე წონით "გასაჩუქრებენ"
თქვენ დადიხართ სავარჯიშოდ სპორტულ დარბაზში, ყ...
ობიექტოფილია და მისი რამდენიმე მაგალითიობიექტოფილია და მისი რამდენიმე მაგალითი
ობიექტოფილია- მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის ემოციურ, რ...