x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61788
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
რეალური "პინოქიო" ოლლი ტრეზისი, ბავშვი რომელიც ურთულესი ოპერაციების წყალობით სრულიად გამოჯანმრთელდა

image
რეალური "პინოქიო": ბიჭუნა რომელიც ცხვირის ბოლოში ტვინის ნაწილით დაიბადა.
პატარა ოლლი ტრეზისი დაიბადა იშვიათი გადახრით, რის გამოც მისი თავის ტვინის ნაწილმა თავის ქალის ნაპრალის გამო ცხვირში მოახდინა ფორმირება.
პატარას დედამ ბავშვს მეტსახელად "პინოქიო" შეარქვა, რადგან ბავშვი გადახრების გამო რეალურად დაემსგავსა დისნეის მულტფილმის პერსონაჟ "პინოქიოს".
გაზრდასთან ერთად პატარასათვის აუცილებელი გახდა გაეკეთებინათ რამდენიმე ოპერაცია, რათა ოლლის შეძლებოდა ცხვირით სუნთქვა.
ოლლის დედას ექოსკოპიური გამოკვლევისას ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვის ცხვირზე აღინიშნებოდა რბილი ქსოვილის უჩვეულო ზრდა, თუმცა ოლლის დედამ არ მოისურვა პატარას მოშორება.
მიუხედავად ექიმების მიერ მისი გაფრთხილებისა, ბავშვის დედა ემი პული ლამის შოკში ჩავარდა ახალშობილის დანახვაზე.
"როცა მე მომიყვანეს ოლლი, ისეთ შოკში ჩავვარდი, საუბრის თავიც კი არ მქონდა"–განაცხადა ემიმ.
"მსგავსი შემთხვევები ძალზე იშვიათია. მე ასეთი გადახრების მქონე ბავშვებთან ურთიერთობა წელიწადში ერთხელ თუ მიხდება"–განაცხადა ბირმინგემის ცენტრალური კლინიკის ქალა–სახის ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ქირურგმა მარტინ ევანსმა.
მაგნიტურ–რეზონანსული გამოკვლევის შედეგად პატარას დაუდგინდა ენცეფალოცელე ანუ დეფექტი, რომელიც წარმოიშობა თავის ქალის დეფექტისას ქალის ნაპრალებიდან გასული ტვინის მცირე ნაწილი ფორმირდება მრგვალი ფორმით რბილ ქსოვილებში.
ოლლის შემთხვევაში კი ფორმირება მოხდა მის ცხვირში. 9 თვის განმავლობაში ოლლის ცხვირი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და სულ უფრო ემსგავსებოდა "პინოქიოს". ბავშვის შეშინებულ დედას ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი საჭიროებდა ოპერაციებს, რომლებიც ბავშვს ცხვირით სუნთქვის საშუალებას მისცემდა.
"მე ისე ვიყავი შეშინებული ბავშვის მდგომარეობით, რომ დიდხანს ვერ მივიღე გადაწყვეტილება მიმეცა ექიმებისათვის ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა"–განაცხადა ოლლის დედამ. "ექიმებმა დამარწმუნეს ოპერაციის აუცილებლობაში, მაგრამ არ დაუმალავთ რომ რისკი დიდი იყო ოპერაციის მსვლელობისას შესაძლებელი იყო განვითარებულიყო მენინგიტი ან ინფექციის შეჭრის გამო დაღუპულიყო პატარა ოლლი, მიუხედავად ამისა მე დავთანხმდი ოპერაციის ჩატარებას"–განაცხადა ემიმ.
2014 წლის ნოემბერში ბავშვს ჩაუტარდა წარმატებული 2 საათიანი ოპერაცია, რომლის წყალობითაც პატარას აღუდგინეს ცხვირი, გახსნეს თავის ქალა და მოაშორეს ცხვირის რბილ ქსოვილებში გადასული "ტომარა ტვინის სითხესთან" ერთად, რამაც მას ცხვირით თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცა.
"ოპერაციის შემდეგ ოლლის თავზე დარჩა ძალზე დიდი ზომის, ოპერაციის საჭიროებით გამოწვეული ნაიარევი, თუმცა ამის მიუხედავად ბავშვი მუდამ კარგ განწყობაზე იყო და არ ჭირვეულობდა, რამაც დამატებითი სტიმული მომცა მის მოვლაში"–ასე განუცხადა ემიმ მასთან ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტებს.
"ჩემთვის ოლლი სრულფასოვანი ბავშვია. ის ჩემი, პატარა რეალური "პინოქიოა" და მე არა მაქვს უფლება ის არ მიყვარდეს"–განაცხადა ოლლის 22 წლის დედამ.
ჩატარებული ოპერაციების წყალობით ოლლი სრულიად გამოჯანმრთელდა და ცხოვრობს ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრებით, ძალიან უყვარს თამაში და წყალში "ჭყუმპალაობა" 4 წლის დასთან ანაბელთან ერთად.
"ოლლის ისეთი ხასიათი აქვს, მასთან ნამდვილად არ მოიწყენთ, მით უფრო რომ დასთან ერთად ხშირად გვიწყობს სახალისო სცენებს"–ასე დაამთავრა ინტერვიუ ოლლის დედამ.

imageimageimageimageimage















0
767
16-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0