x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უცნაური ტრავმები ფეხბურთის ისტორიაში
ტრავმა არის ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმის დაზიანება, რომელსაც იწვევს გარე ფაქტორების ზემოქმედება. ტრავმა შეიძლება იყოს მწვავე, ქრონიკული, ყოფითი, საწარმოო, სპორტული, საბრძოლო და სხვა. ტრავმა შეიძლება იყოს ღია და დახურული, გართულებული და გაურთულებელი, იზოლირებული, მრავლობითი და შერწყმული. ტრავმა განსაკუთრებულად აწუხებს სპორტ-ინდუსტრიას. ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ტრავმა არ მიიღონ, მაგრამ ხანდახან არის მომენტები, როდესაც ისინი მოულოდნელად ტრავმირდებიან. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, საფეხბურთო სამყაროს ყველაზე უცნაურ ტრავმების ჩამონათვალს, იმედია მოგეწონებათ...


image


თურქეთის სუპერ ლიგაში, რიზესპორის თავდამსხმელმა კეუკემ გენჩლერის
კარში გოლის გატანასთან ერთად, ტრავმაც მიიღო. მისი ტრავმა განაპირობებულია
გადაჭარბებული გოლის აღნიშვნით. ამ შეხვედრას პირდაპირ ეთერში ვადევნებდი
თვალყურს, მე თვითონაც ამჟამად ტრავმირებული ვარ, 7 მარტს მოვიტეხე
ლატერალური გოჯი, ფეხბურთის თამაშის დროს, და მინიმუმ 2 თვე ვერ ვივლი.
აქედან გამომდინარე მუზა მომივიდა ტრავმირებული ფეხბურთელების განხილვის,
რომლებსაც ამ სტატიაში თქვენთვის განვიხილავ...მოდი დავიწყოთ...


1. სემიჰ ქაია


image



თურქული გალათასარაის წარმატებული მცველი, რომელიც ოჯახთან ერთად,
თურქეთის ქალაქ იზმირში ისვენებდა, მას მოულოდნელად თვალში ნაკვერჩხალი
ჩაუვარდა და ამის გამო ფეხბურთელმა რამოდენიმე შეხვედრა გამოტოვა.



2. მილან რაფაიჩი


image


ფეხბურთელს ელოდა რთული წინასასეზონო ვარჯიშები, აქედან გამომდინარე
3 კვირით ადრე, მან ავიაბილეთით თვალის ამოთხრა სცადა, მიღებული ჭრილობის
გამო მან 3 თვე დაისვენა.




3. ადილ რემი


image
ესპანური ვალენსიის წარმატებული ფეხბურთელი ადილ რემი, კლუბმა ყოფილ
საფეხბურთო გუნდში, ფრანგულ "ლილიში" საქველმოქმედო აქციისთვის
გაანთავისუფლა. ფეხბურთელმა საქველმოქმედო აქციაზე "განგამ სტაილი"
იცეკვა, რის შედეგადაც კოჭი დაუზიანდა და 3 თამაში კიდევ გამოტოვა.




4. დევიდ ბექჰემი


image


სამ ბორბლიანი ველოსიპედით პატარა ბექჰემმა მამას ფეხზე გადაუარა, ამის
შედეგად ვარსკვლავ ფეხბურთელმა ფეხზე ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშა
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ მატჩში.



5. ალესანდრო ნესტა


image


იტალიური მილანის წარმატებული ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა, გატაცებული
იყო PlayStation თამაშებით. ერთხელ მან მიიღო მარცხენა ხელის თითზე ტრავმა,
რის შედეგადაც გაუკეთეს ოპერაცია და ერთი თვის განმავლობაში დაემშვიდობა
"ნისლიან ალბიონებს"




6. იბრაჰიმ უზულმეზი


image


ყოფილი ფეხბურთელი თამაშობდა თურქულ ბეშიქთაშში. მან ყველაზე უცნაური
ტრავმა მიიღო აბანოში. მას ფეხი გაუსრიალდა და გაიჭრა აქილევსის მყესი.




7. ჯანლუიჯი ბუფონი


image


"ევრო - 2000" -ის დაწყებმადე რამოდენიმე დღით ადრე, ბუფონმა აბანოში
ფეხის თითი მოიტეხა, აქედან გამომდინარე ტურნირში იტალიის ნაკრების
კარს ტოლდო იცავდა.




8. ჯენარო გატუზო


image


გატუზო იტალიური მილანის ერთ-ერთი ლეგენდა იყო. გამოირჩეოდა ნერვოზით
და აგრესიულობით. ერთ-ერთ შეხვედრაში ის შეცვალეს, როდესაც გატუზო
ჯდებოდა "ზამენის" სკამზე, ფეხი აუსხლტა და ორ სკამს შორის წაიჩეხა.
გატუზოს მაჯის ძვალი მოსტყდა, რის გამოც რამოდენიმე კვირა მილანის
მაისური ვერ მოირგო.




9. რიო ფერდინანდი


image


მას შემდეგ, რაც რიო ფერდინანდი "ლიდსი" -დან "მანჩესტერ იუნაიტედში"
18 მილიონ ფუნტად გაიყიდა, გახდა პრემიერლიგის ისტორიის ყველაზე
ძვირადღირებული მცველი. უცნაურია, მაგრამ რეალური ფერდინანდმა
ტრავმა მიიღო მაშინ, როდესაც ტელევიზორს უყურებდა.




10. რობი კინი


image


ინგლისური ტოტენჰემის ყოფილი ბომბარდირი რობი კინი სექსის დროს დაშავდა.
მეწყვილესთან ვნება მას ძვირად დაუჯდა და რამოდენიმე კვირის განმავლობაში,
მუხლის ტრავმის გამო მწვაზე მოედანს შორიდან უყურებდა.



მადლობა ყურადღებისთვის!







პ.ს


ძალიან გთხოვთ ზედმეტი კომენტარებისგან თავი შეიკავოთ და მიხედოთ საკუთარ

მასალებს, შეგიძლიათ შემოხვიდეთ, შეაფასოთ მასალა და წაბრძანდეთ.

რათქმა უნდა ეს არ ეხება ჩემს მეგობრებს...










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
780
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
780
  
2016, 13 მარტი, 10:34
ვერ მიხვდი:-D
)))) ანუ გამეღიმა))
2016, 10 მარტი, 17:10
მადლობ ლალი... და მე დაგავიწყდი ხო
2016, 10 მარტი, 17:07
პოსტ სკრიპტუმი მომეწონა)))))) რა თქმა უნდა, სტატიაც, როგორც ყოველთვის!
0 1 4