x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
უჩვეულო და საინტერესო ფაქტები ყველის შესახებ

ყველი - ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია. ყველა სახეობის ყველს თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს: არიან ობიანი ყველის მოყვარულები, არიან ისეთებიც, მხოლოდ მდნარ ყველს რომ მიირთმევენ. ზოგს უყვარს ყველი, ზოგს არა. მაგრამ, ყველთან დაკავშირებული ფაქტები, ალბათ, ყველას აინტერესებს. ასეთი ფაქტი კი ბევრია!


უძველესი პროდუქტი დედამიწაზე

image

ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, ახალ-ახალი ყველის სახეობები ჩნდება. რაც შეეხება ძველ სახეობებს, მათი დაგემოვნების საშუალება, ჰომეროსს (ძვ.წ. აღრ. VIII ს.) და ეგვიპტის ფარაონებსაც ჰქონდათ ანუ ყველი რამდენიმე ათასი წლის წინ, უკვე არსებობდა. როგორც მკვლევარები ამბობენ, ყველის დამზადება, ჯერ კიდევ 9000 წლის წინ დაიწყეს. მათივე მტკიცებით, პირველად ყველი ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდა. მომთაბარეები, ცხენის რძე, რომ შეენახათ, მას ჭრიდნენ და მზეზე აშრობდნენ.

image

მრავალფეროვნება

imageრამდენი სახეობის ყველი არსებობს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ყველის რამდენიმე ათასი სახეობა არის. თუმცა, ეს მრავალფეროვნება, 5 ძირითად სახეობამდე შეიძლება დავიყვანოთ:
- რბილი;
- მაგარი;
- ნახევრად მაგარი;
- შებოლილი;
- მდნარი.

image

ყველი რძისგან და არა მარტო

imageყველს რძის გარდა, სოიოსგანაც ამზადებენ. 1 კგ. ყველის მოსამზადებლად: 10 ლ. რძე ან 600 გრამი სოიო არის საჭირო. ამიტომ, სოიოს ყველი ბევრად უფრო იაფი ღირს, ვიდრე რძის.
image

ყველი და ბიზნესი

image

პირველად, კომერციული ყვველის დამზადება, XIV საუკუნეში, ჰოლანდიაში დაიწყეს.

image

ყველი ყველასთვის არ არის

image

ყველის მწარმოებლები, მისი გასაღების მიზნით, რეკლამებში ამბობენ, რომ ყველი ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი პროდუქტია, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა. თუმცა, ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, ყველი არ შელძლება მათთვის, ვისაც ლაქტოზაზე აქვს ალერგია, გარდა ამისა, ყველი საკმაოდ ცხიმიანი და რთულად მოსანელებელი პროდუქტია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.


image

ყველი აფროდიზიაკი

image

ყველის ზოგიერთი სახეობა, მათ შორის კავკასიურიც (გუდის) მიეკუთვნება აფროდიზიაკებს (ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს და აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას). 2007 წელს, იტალიაში, გამოკითხვა ჩაატარეს ამ თემასთან დაკავშირებით და გამოკითხულთა 21% სწორედ ყველი დაასახელა საუკეთესო აფროდიზიაკად.

imageმაჭიკი

image

ყველის მწარმოებელთა უმრავლესობ, ყველის დამზადებისას რენინს იყენებს – ფერმენტს, რომელიც პეპტიდებს შლის. რენინს მაჭიკი გამოიმუშავებს, რომელიც მცოხნელი ცხოველების კუჭის ნაწილი არი. ამიტომ, ვეგეტარიანელების ერთი ნაწილი, ხორცთან ერთად, ყველზეც უარს ამბობს.

image

კოლექციონერები

image

ადამიანს, რომელიც ყველის ეტიკეტებს აგროვებს, ტიროსემიოფილისტი (ბერძ. ყველის ნიშნების შემგროვებელი) ჰქვია.

image

თვალებიანი ყველი

image

ზოგიერთი ყველის სახეობისთვის, ნახვრეტები არის დამახასიათებელი, რომლებიც გაზების ზემოქმედებით, ბაქტერიების მოძრაობის შედეგად ჩნდება. გაზის ამ ბუშტებს სპეციალისტები «თვალებს» ეძახიან.

image

ყველი და ცერემონიალი

image

საფრანგეთში ყველის ნამდვილი კულტი არის. ყველის ზოგიერთი სახეობა, სახელმწიფო ცერემონიალის აუცილებელი ატრიბუტია. ამის გამო, შარლ დე გოლმა დაიჩივლა კიდეც: «რთულია მართო ქვეყანა, რომელშიც 246 სახეობის ყველია!».

image

პანირი

image

ინდოეთში ყველაზე პოპულარული ყველი – პანირი არის. მისი მომზადების დროს მაჭიკი არ გამოიყენება. ამ სახეობის ყველს, მხოლოდ რძით და ლიმონის წვენით აკეთებენ. მომზადების ტექნოლოგია მარტივია: რძეს აცხელებენ 90 გრადუსამდე და 1 ლიმონის წვენს ამატებენ. ყველი იჭრება და ქვაბში ღრუბლისებური ხაჭო ჩნდება, რომელსაც თუშფალანგში ათავსებენ და პრესავენ (მძიმე ნივთს ადებენ ზემოდან). ცოტა ხნის შემდეგ, ყველი თასში გადააქვთ და მარილს აფიფქებენ.

image

ყველი ბრი

image

ყველის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოყვარული კარლოს დიდი იყო. მისი საყვარელი ყველის სახეობა იყო «ბრი». ყველის ეს სახეობა მეტისმეტად «ჭირვეულია»: ის მხოლოდ 84 დღე, 4 საათი და 23 წუთი «ცხოვრობს». ამის შემდეგ, ამ ყველის გამოყენება არ შეიძლება – ადამიანი, შეიძლება, მოიწამლოს. მაგრამ, ამდენი ხანს, ყველს არავინ ინახავს, რადგან ძალიან გემრიელია.

imageყველის გორაობა

image

ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში, გლოსტერის გარეუბანში, ტარდება «ეროვნული ჩემპიონატი ყველის გორაობაში». შეჯიბრის არსი იმაში არის, რომ ბორცვიდან ყველს აგორებენ და ვინც პირველი დაეწევა, გამარჯვებულიც ის არის. გამარჯვებულის ჯილდოც, სწორედ ეს ყველია.

image

სამეფო საჩუქარი

image

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ (1837-1901 წწ.), ქორწილში, საჩუქრქდ 500 კილოგრამიანი, ჩედერის სახეობის, ყველი მიიღო.

image

ყველის ფერი

image

ყველი ერთმანეთისგან მხოლოდ სახეობით კი არა, ფერითაც განსხვავდება. ყველის ფერი რძის შემადგენლობაზე არის დამოკიდებული, ხოლო რძის შემადგენლობას განსაზღვრავს საკვები, რომელსაც ცხოველი (ძროხა, ცხვარი, თხა..) ჭამს. რძეში, რაც უფრო დიდია B-კაროტინის რაოდენობა, მით უფრო ინტენსიური ფერი აქვს ყველს. გარდა, ამისა ყველის ზოგიერთ სახეობას ღებავენ. მაგ., ჩედერს ანატოს თესლს უმატებენ, ხოლო უფრო იაფიანი სახეობების ყველი, კალენდულის ყვავილით და სტაფილოს წვენით იღებება.

image

image

ღვინო და ყველი

image

ყველის უარყოფით თვისებები (მაგ., მაღლა სწევს არტერიული წნევას, იწვევს წონისა და ქოლისტერინის მატებას) ღვინით ნეიტრალდება. ამიტომ, ყველის დაგემოვნების დროს, თანმხლები ყოველთვის ღვინო არის. სხვადასხვა სახის ყველს, განსხვავებული სახეობის ღვინო უხდება.

ყველისა და ღვინოს ერთად მოხმარების ტრადიცია, შეიძლება, იქიდან მოდის, რომ ადრე, ვიდრე მაცივრებს გამოიგონებდნენ, ყველის შესანახად, ღვინოს იყენებდნენ. იმ დროს, ყველი მხოლოდ თავებით იყიდებოდა და ერთი თავი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ყოფნიდათ. მაგრამ, პრობლემა ის იყო, რომ ყველი ხმებოდა და გემოს კარგავდა. ყველი რომ არ გაფუჭებულიყო, ყველის თავის შუაგულში, ღვინის გადმობრუნებულ ბოთლს ათავსებდნენ. ასე ყველი უფრო დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა.

image

ყველის ბირთვები

image

1841 წელს, ურუგვაის და არგენტინის ფლოტებს შორის ბრძოლის დროს, ურუგვაის ფლოტს ზარბაზნის ბირთვები გაუთავდა. მაშინ მათ ადმირალს გაახსენდა, რომ ტრიუმში გამხმარი ყველის თავები ჰქონდათ, რომლის ზომა ზარბაზნის ბირთვის ზომას ემთხვეოდა და მან ამ ყველის ჩატვირთვა ბრძანა ზარბაზნებში. არგენტინელებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ახალი იარაღი იყო და ბრძოლა შეწყვიტეს.

image

ყველი გირაოდ

image

ყველი საბანკო საქმეშიც გამოიყენება. გასული საუკუნის შუა პერიოდიდან, ჩრდილოეთი იტალიის ზოგიერთმა ბანკმა, კრედიტების გაცემა დაიწყეს, ყველის მწარმოებლებზე, პარმეზანის ყველის უზრუნველყოფით. ამ სახეობის ყველის თავების მომწიფებას 2-3 წელი ესაჭიროება. ბანკი ყველს სპეციალურ საცავში ათავსებს და თუ კრედიტის დაფარვა არ მოხდება, ბანკს შეუძლია გაყიდოს ეს ყველი. მაგ., ერთმა ბანკმა, კლიენტისგან, გირაოს სახით, 400 000 თავი პარმეზანი ჩაიბარა.

ცნობისთვის: იტალიაში, 1 კგ. პარმიზანი 15-40 ევრო ღირს (დაძველების მიხედვით).

1 თავი ყველი – 35-40 კგ-ს შეიძლება იწონიდეს.

image

ყველი და მკითხაობა

image

ძველ დროში და შუა საუკუნეებში, ყველი მხოლოდ საკვები არ იყო. მას მკითხაობისთვის იყენებდნენ, ისევე როგორც ყავის ნალექს ჩვენს დროში.

image

ყველის ტრაქტატი

image

ყველაზე ცნობილი წიგნი ყველის შესახებ, ფრანგი ყველის მწარმოებლის, ანდრე სიმონის მიერ არის დაწერილი. ის თავის ტრაქტატს «ყველის საქმის შესახებ» 17 წელი წერდა. მასში ყველის 839 სახეობის ყველის რეცეპტი არის მოცემული.

image

ყველის მატარებელი

image

მატარებელი ქ. მონტრედან გადის და 4 საათის მანძილზე, ფაქტიურად მთელ ქვეყანას კვეთს. ის დიდ გაჩერებას გრიუერში აკეთებს, რომელშიც ამავე სახეობის ყველს ამზადებენ. შემდეგ მატარებელი ნესტლეს ქარხნისკე მიდის. ასე რომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მატარებელი არა მარტო ყველის, შოკოლადისაც არის.

შვეიცარიაში, ოფიციალურად, ყველის 2400 სახეობა არის დარეგისტრირებული.

imageსალვადორ დალის ყველი

imageლეგენდის თანახმად, სალვადორ დალიმ, თავისი ერთ-ერთი შედევრი - «რბილი საათები», რბილი ყველის სახეობის, კამამბერეს დაგემოვნების შემდეგ, ამ ყველის გემოთი შთაგონებულმა შექმნა.

imageყველის ძეგლი

imageლატვიაში, ქ. პრეილში, იქ სადაც ადრე ლენინის ძეგლი იყო, 2003 წ. ყველის ძეგლი დადგეს, ხოლო ძეგლი თავად ლატვიის პრეზიდენტმა ვაირა ვიკე-ფრეიბერგმა გახსნა.

ყველის ძეგლები ასევე არის ქ. პერტაში (კანადა) და რუსეთის რამდენიმე ქალაქში.

image

ყველის ქანდაკება

image2010 წლამდე ყველის ყველაზე დიდი ქანდაკება «დამოუკიდებლობის დეკლარაცია» იყო, რომელიც ამერიკაში შეიქმნა 600 კგ. ყველით. 2010 წელს პირველობა ბელგიელ მოქანდაკეს გადაეცა, რომელმაც «ცნობილი თაგუნიების» შესაქმნელად, 1059 კგ. ყველი გამოიყენა.

imageimageმხოლოდ ყველი, არსებობისთვის

imageყველი იმდენად ღირებული პროდუქტია, რომ მას შეუძლია დაფაროს ადამიანის მოთხოვნილება ცხიმებზე, ცილებზე და მინერალებზე, თუ ის დღის მანძილზე, 200 გრამ ყველს ან ყველის ნაწარმს (მაგ., ჩიზკეიკი) შეჭამს.

ლეგენდის მიხედვით, ზარატუსტრა (ზოროასტრიზმის დამფუძნებელი), რომელიც 20 წლის მანძილზე, საზოგადოებისგან მოშორებით, უდაბნოში ცხოვრობდა, მხოლოდ ყველით იკვებებოდა.

image

ყველას თავისი ერგება

imageყველაზე მეტ ყველს ამერიკაშ აწარმოებენ.
ყველს, ყველაზე მეტად, შვეიცარიას უკავშირებენ.
ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ყველაზე მეტ ყველს საბერძნეთში მოიხმქრენ.
ყველის სახეობებში, ყველაზე უკეთესად, ფრანგები ერკვევიან.
ყველაზე დიეტურ ყველს რუსეთში აწარმოებენ.

imageყველი და მღრღნელები

image

ბევრი თვლის, რომ თაგვებს ყველი უყვართ. სინამდვილეში, მღრღნელებს არ მოსწონთ მძაფრი სუნის მქონე პროდუქტები. ისინი მარცვლეულს და ხილს ანიჭებენ უპირატესობას.

2
1812
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1812
  
2016, 11 მარტი, 12:42
მადლობა, შეფასებისთვის
2016, 11 მარტი, 10:56
კარგია და ამომწურავი
0 1 2