x
იცოდით ქართველი მხატვრის ალექსანდრე ბერიძის შემოქმედება ?
10 მარტი, 12:37

image


სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და თბილისის "ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან" არსებულ სამხატვრო სკოლაში (1971-1877); იყო ლენინგრადის სამხატვრო აკადემიის (1877-1878, 1881-1882) თავისუფალი მსმენელი. 1879-1880 და 1883-1885 ცხოვრობდა იტალიაში, მუშაობდა . ნეაპოლის სამეფო სამხატვრო სასწავლებელში. იტალიაში დაეუფლა გრაფიკის ხელოვნებას. საქართველოში აგზავნიდა ილუსტრირებულ ფურცლებს "ხმა იტალიიდან", რომლებსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდი ტირაჟით ბეჭდავდა. ფურცლებზე გამოსახული იყო იტალიის ხედები, იტალიელთა, . . ჯიზეპე გარიბალდის, პორტრეტები. 1885 წელს დაბრუნდა სამშობლოში. თანამშრომლობდა ჟურნალებში "კვალი" და "თეატრი". ჟურნალ "თეატრში" აქვეყნებდა გამოჩენილი ქართველ მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტებს. 1886 წელს დახატა ფარდა "არტისტული წრის" თეატრისათვის, შექმნა ესკიზები თეატრალური დადგმებისათვის, 900-იანი წლების დასაწყისში შემოქმედებით-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმში. 1906 წელს გადასახლდა ვლადიკავკაზში, სადაც გარდაცვალებამდე კადეტთა კორპუსში ასწავლიდა ხატვას. ბერიძის შემოქმედებაში აღსანიშნავია ორი პერიოდი. პირველი პერიოდის (1881-1885) ნამუშევრებია ". გველესიანის პორტრეტი" (1881), "მოღიმარი მოხუცი" (1881), "ქალის პორტრეტი", "უცნობი მოხუცის პორტრეტი" (1882). ეს ტილოები შესრულებულია თავისუფალი ფერწერული მანერით და ფსიქოლოგიური ხასიათისაა, მათში გახსნილია გმირთა შინაგანი ბუნება. მეორე პერიოდის ნამუშევრებში ასახულია გლეხური ყოფის თემატიკა: "სალამურიანი ბიჭი" (1892), "სალამურზე დამკვრელი" (1895), "წინდის მქსოველი გოგო" (1892), "მწყემსი ბიჭი" და სხვა. ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს ბავშვების დიდი სიყვარული და ფაქიზი დამოკიდებულება ნატურისადმი, მაგრამ ფერწერის მხრივ ისინი შედარებით მშრალია. ბერიძის ყველა სურათი ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

19
შეფასება არ არის
2
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:KevinDurant
KevinDurant
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
17 ნახატი-მაქცია, რომლებიც  ჩვიდმეტჯერ მოატყუებს  თქვენს ტვინს17 ნახატი-მაქცია, რომლებიც ჩვიდმეტჯერ მოატყუებს თქვენს ტვინს
უკრაინელი მხატვრის ოლეგ შუპლიაკის ნახატები გაიძუ...
ნახეთ რა საოცარ შედევრებს ქმნის ხელოვანი სუფრის მარილის მეშვეობითნახეთ რა საოცარ შედევრებს ქმნის ხელოვანი სუფრის მარილის მეშვეობით
მისი სახელია დინო ტომიკი და მან სულ ახლახანს ...
როგორ გადაიქცა 16 წლის გოგონა "მონსტრად"როგორ გადაიქცა 16 წლის გოგონა "მონსტრად"
ხელოვნება- ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზი...
საიდუმლოებები, რომლებსაც მონა ლიზა ინახავსსაიდუმლოებები, რომლებსაც მონა ლიზა ინახავს
მონა ლიზა მე_16 საუკუნის შედევრია. შესრულებულია ლეონარდო დავინჩის მი...
გოგონა რომელიც ძუძუებით ხატავსგოგონა რომელიც ძუძუებით ხატავს
ერთი უბრალო მშვენიერი გოგონა ხატავს მშვენიერ ნახატებს, მხატვარის განსაკუთრებულ...
როგორ არეგულირებს ქარგვა წნევასროგორ არეგულირებს ქარგვა წნევას
ბუნება მშვენიერების სიმბოლოა. ყველაზე ლამაზი, რასაც ადამიანის თვალი ხედავს: ცა...
ფუნჯით ასახული სამყარო (ფოტორეპორტაჟი)ფუნჯით ასახული სამყარო (ფოტორეპორტაჟი)
ნინო ფერაძე თანამედროვე ქართველ მხატვართა ღირსეული წარმომადგენელია, მას...