x
მეტი
  • 07.12.2016
  • სტატია:61728
  • ვიდეო:311144
  • სურათი:412112
ვიეტნამში დაიბადა ტყუპები სხვადასხვა მამისგან

imageზევსი ისე მოიხიბლა ალკმენეს სილამაზით, რომ ოლიმპიელების ღმერთმა როდესაც ალკმენეს ქმარი ამფიტრიონი ტაფიებს ებრძოდა, მისი სახე მიიღო, ალკმენეს ესტუმრა და მასთან ღამე გაატარა.ასე ჩაისახა ჰერაკლე, ხოლო მისი ტყუპისცალი იფიკლე, ალკმენეს კანონიერი მეუღლისაგან — ამფიტრიონისაგან ეყოლა.ასეა აღწრილი ბერძნულ მითოლოგიაში.ანუ ეს გახლავთ ყველაზე ძველი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ იშვა ტყუპი ძმები ორი სხვადასხვა მამისგან.


ძველი ბერძნული მითი აქტუალური გახდა ვიეტნამში, როგორც Tuoi Tre News-ი იუწყება 2 წლის ტყუპები ჩრდილოეთ ვიატნამში, ჰოაბინის
პროვინციაში ცხოვრობენ. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ერთს სქელი,
ტალღოვანი თმა აქვს, მეორეს კი თხელი, სწორი თმა.სწორედ ამის გამო დაეჭვდნენ მშობლები და გადაწყვიტეს დნმ- ანალიზის ჩატარება, მათი აზრით შეცდომა სამშობიაროში დაუშვეს.თუმცა ჩატარებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ სამშობიაროში შეცდომა დაშვებული არ იყო. ორივე ბავშვი ერთ დედას ეკუთვნოდა. აი რაც შეეხება მამას, აღმოჩნდა რომ 34 წლის მამაკაცი მხოლოდ ერთი ბავშვის მამაა.მსგავსი შემთხვევა უიშვიათესია და ვიეტნამისთვის ეს პირველი ფაქტია, როდესაც ტყუპებს სხვადასხვა მამა ჰყავთ.


მაინც რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სუპერფეკუნდაცია?( ერთი ოვულაციური პერიოდის ორი და მეტი კვერცხუჯრედის განაყოფიერება სხვადასხვა სპერმატოზოიდებით). ქალს თუ 2 დღეღამის განმავლობაში აქვს კვერცხუჯრედი მომწიფებული და ამ ხნის განმავლობაში ექნება სექსი სხვადასხვა მამაკაცთან, შესაძლებელია ერთი კვერცხუჯრედი სხვადასხვა სპერმატოზოიდისგან განაყოფიერდეს.


სუპერფეკუნდაციის სხვა შემთხვევები



პირველი შემთხვევა სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია 1810 წელს, როდესაც თეთრკანიანმა ქალმა შობა ტყუპები სხვადასხვა კანის ფერით.ერთი ჩვილი იყო თეთრკანიანი, ხოლო მეორე შავკანიანი.


სუპერფეკუნდაცია საკმაოდ იშვიათი მოვლენაა(ადამიანებში), ამიტომ ყოველი შემთხვევა სენსაციის თემად იქცევა ხოლმე.მაგალითად ტეხასის შტატში ამ რამდენიმე წლის წინ ფართო გამოხმაურება ჰპოვა სუპერფეკუნდაციის შემთხვევამ.ქმარმა საბოლოოდ აპატია ცოლს და საყვარელისგან ჩასახული ტყუპისცალი, როგორც საკუთარი შვილი ისე მიიღო.




0
81
7-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0