x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
პატრულის მხრიდან 200 ლარიანი ჯარიმების წერამ უკონტროლო ხასიათი მიიღო- ნინო ლაბარტყავა
მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. ახალ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა.


ყველას მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე დღეა გზის წესრიგის მექანიზმის სახით ჯარიმების ახალი წესი- 200 ლარიანი "ჯარიმა დაწესდა". რუსთავი2-ის განცხადებით- პატრულის ბოლო დროინდელ გააქტიურებას ბიუჯეტის შევსების სურვილს უკავშირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიაჩნიათ, რომ სოლიდურ ჯარიმებს ისინი კანონის მოთხოვნების არასწორი ინტერპრეტაციით წერენ.


image


არც ეს ამბავი დარჩა ნინო ლაბარტყავას მხედველობის მიღმა და საკუთარი facebook-ის გვერდზე ახალ კომენტარს დებს, რომელსაც რაღა თქმა უნდა უცვლელად შემოგთავაზებთ:



"ბოლო პერიოდში პატრულის მხრიდან 200 ლარიანი ჯარიმების წერამ უკონტროლო ხასიათი მიიღო. ლამის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჯარიმებენ უკვე მძღოლებს და გული მიგრძნობს, ეს ძალიან ცუდად მოუტრიალდება ხელისუფლებას!

რამდენიმე დღის წინ, ჩემმა ახლობელმა მითხრა:
– "ფეხით მივდიოდი ჩემს საქმეზე და შევესწარი, რომ ტაქსის მძღოლი ჰყავდა გამოჭერილი პატრულს და 200 ლარიან ჯარიმას უწერდა. კაცი გაფითრებული იყო, იფიცებოდა – არაფერი დამირღვევია და ნუ გამომიწერთ მაგხელა ჯარიმას, მაგას გადახდა ხომ უნდაო? პატრულის თანამშრომელი მაინც თავისას აწვებოდა, გამოუწერა ჯარიმა და წავიდა. მე ამ ყველაფერს გვერდიდან ვუყურებდი. უცებ ტაქსის მძღოლმა გულზე ხელი მოიკიდა და ჩაიკეცა. ვეცი ეგრევე, ცოტა აზრზე მოვიყვანე და თავისსავე მანქანაში ჩავსვი, მეთქი სახლამდე მიგიყვანთ–თქო. არა, არ მინდა, მადლობაო, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, გული მაწუხებს და ნერვიულობაზე ცუდად გავხდი, გამივლისო და წამალი დალია... რაღა უნდა მექნა, ავდექი და წავედი ჩემს საქმეზე, თან გულში იმ პატრულს ვაგინებდიო".
აი, რა მიკვირს, იცით? რატომ არ იღებთ ხმას ავტომანქანის მფლობელები? რას ელოდებით? როდემდე უნდა იყოთ ასე გაჩუმებულები? მაინც და მაინც "გაის" უნდა დაემსგავსოს პატრული, რომ ცოტა ტვინი გაანძრიოთ და გააპროტესტოთ ასეთი უპრაგონო ჯარიმები?
მამაჩემმა მითხრა – იყო შემთხვევები, "გაის" დროს "გაიშნიკებს" საგზაო ნიშნები მანქანით დაჰქონდათ ხოლმე და როცა მოუნდებოდათ, მაშინ დგამდნენ სადაც დასჭირდებოდათ იქო და ამის გამოც ხშირად გაუტყავებიათ ხალხიო.
ახლა დღევანდელი პატრული ასეთ დეგენერატობებს რომ არ იზამს და საბარგულით რომ საგზაო "ზნაკებს" არ დაატარებს, გასაგებია, კაცო, მაგრამ რა ვიცი, მე დიდ განსხვავებას უკვე ვეღარ ვხედავ, პატრული 200 ლარით "კანონით" დაგაჯარიმებს სრულიად უსამართლოდ, თუ რომელიმე "ზნაკს" დაგირჭობს "გაიშნიკივით" ცხვირწინ და ისე აგარტყამს ხოშიან ჯარიმას!
ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხში პატრული ნელ–ნელა საგინებელი ხდება თავისი უსამართლო ქმედებებიდან გამომდინარე!
ხოდა, ცოტა გამოფხიზლდით, მძღოლებო და ხმა ამოიღეთ!"- წერს ნინო.


image

3
1171
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1171
  
2016, 11 მარტი, 22:58
მადლობა შორე :*
2016, 10 მარტი, 23:43
გავაზიარე მაკ წარმატებები
2016, 10 მარტი, 12:45
ანუ სიფხიზლეა როცა განუკითხაობაა ხო ქალაქში?სადაც უნდათ იქ უნდა გააჩერონ მანქანა (ქართველი ვაჟკაცი 2 წუთით გადავიდა)???:-)))
0 1 3