x
მეტი
  • 19.08.2017
  • სტატია:68475
  • ვიდეო:320972
  • სურათი:421380
"რაოდენ მეტი დღეებიც გადის"

რაოდენ მეტი დღეებიც გადის,

უფრო მატულობს დარდი და სევდა,

გული ჭაღარა სიყვარულს გალობს,

სხეულს კი სიბერე უკვალოდ ხევდა.


ფიქრთა მორევში გაწვიმდა ცივად,

ტანზედ მეყრება წვეთები მძივად,

იასამანი, ხეთა ყვავილნარს,

ამბორს უგზავნის უზომოდ ხშირად.


გარდავიცვლებით და წლების მერე,

გავქრებით, როგორც ნამქერი თოვლის,

სანთლად ჩადნება სიცოცხლე ყრმობის,

და იმედები ჩვენი კვლავ მოსვლის.


დავავიწყდებით შვილთა შვილებს და,

ვეღრ გავტკეპნით ნაცნობ ბილიკებს,

წამიც და ისე გავითიშებით,

ვეღარც კი ვიგრძნობთ ახალ ტკივილებს.


რაოდენ მეტი დღეებიც გადის,

უფრო მატულობს დარდი და სევდა,

გული ჭაღარა სიყვარულს გალობს,

სხეულს კი სიბერე უკვალოდ ხევდა.


ბაკური ბაკაშვილი. 29.03.2015წ. 21 სთ და 14 წთ.

image

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:გიგა დოლაკიძე
გიგა დოლაკიძე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0