x
სხეულის როგორი ტემპერატურა რაზე მიუთითებს და როგორ შევარჩიოთ თერმომეტრი
9 მარტი, 12:30

image
ადამიანის ორგანიზმში მუდმივად წარმოიქმნება სითბო, რომლის ნაწილი ორგანიზმშივე იხარჯება, ნაწილი კი გარემოში გამოიყოფა. სხეულსა და გარემოს შორის განუწყვეტლივ მიმდინარეობს სითბოს ცვლა, თუმცა სხეულის ნორმალური ტემპერატურა მუდმივი რჩება. ნორმიდან გადახრა კი, როგორც წესი მიუთითებს გარკვეულ პრობლემაზე (თუმცა არა ყოველთვის დაავადებაზე), რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ თერმომეტრის მაჩვენებლების სწორი "წაკითხვა" ანუ როგორი ტემპერატურა რაზე მიუთითებს.


ნორმის ვარიანტები: 35, 9-დან 37, 2-მდე
image

თერმომეტრზე ამგვარი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში ითვლება. სხეულის ტემპერატურის ყველაზე ზუსტ მაჩვენებელს მივიღებთ თუ ტემპერატურას გავიზომავთ შუადღით, დამშვიდებულ მდომარეობაში. დილით, როგორც წესი ადამიანი 0, 5–0, 7 გრადუსით ცივია, საღამოს კი - იმავე მაჩვენებლით უფრო თბილი. მამაკაცებს, ზოგადად 0, 3–0, 5 გრადუსით დაბალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

ძალიან დაბალი: 35, 0-დან 35, 5-მდე
image

თუ თერმომეტრის მაჩვენებელი აღნიშნულ ნიშნულზე მაღლა არ ადის, შეგვიძლია ჩავთალოთ, რომ ორგანიზმი სერიოზული სტრესის ქვეშაა. ეს, როგორც წესი ხდება იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს, ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგო სპეციფიური მკურნალობის ან რადიაციული სწავლებების შემდეგ. ამასთან, დაბალი ტემპერატურა ახლავს ასევე ფარისებრი ჯირკვლის აქივობის დაქვეითებას (ჰიპოთირეოზი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინა საღამოს მძიმე საკვების ჭარბმა მიღებამაც შეიძლება დილით სხეულის ტემპერატურა შემციროს.

როგორ მოვიქცეთ: თუ სიტუაცია რამდენიმე დღის განმავლობაში არ იცვლება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.


ძალების გამოცლა: 35, 6 -დან 36, 2-მდე

ეს ციფრები რამე განსაკუთრებულ საფრთხეზე არ მეტყველებს, თუმცა შეიძლება ქრონიკული დაღლილობის, სეზონური დეპრესიის, გადაღლის, ამინდის მიმართ გრძნობელობაზე მიუთითებდეს. უმეტეს შემთხვევაში ამგვარ ტემპერატურას ისეთი თანმდევი სინდრომებიც ახლავს, როგორიცაა: გუნება-განწყობის გაფუჭება, ძილის დარღვევა. ხელებისა და ფეხების სისველე, სიცივის შეგრძნება.

როგორ მოვიქცეთ: ამ შემთხვევაში შეცვალეთ თქვენი დღის რეჟიმი და რაციონი, იყავით ფიზიკურად მეტად აქტიური. აუცილებელია ვიტამინების კომპლექსის მიღება და სტრესის თავიდან აცილება.

ზღვარზე მყოფი: 36, 9-დან 37, 3-მდე
image

ამგვარ ტემპერატურას სუბფებრილურს უწოდებენ. ამ ნიშნულებამდე თერმომეტრის ხაზი ადის სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც ვარჯიშის პროცესში, აბანოსა და საუნაში ყოფნისას, ცხარე საკვების მიღებისას. ასევე ნორმალურია ამგვარი მაჩვენებლები ორსული ქალებისთვის. მაგრამ თუკი სუბფებრილური ტემპერატურა რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, უკვე საფრთხილოა. შესაძალოა ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს. იგივე სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევაზე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონირებაზე (ჰიპერთირეოზი).

როგორ მოვიქცეთ: აუცილებელია გაირკვეს სუბფებრილური ტემპერატურის მიზეზი, რაც შეიძლება სრულიად მოულოდნელი რამეც კი აღმოჩნდეს, მაგალითად, კბილის კარიესი და ა.შ.

სიცხე: 37, 4-დან 40, 1-მდე


image

ეს არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია. იმისათვის, რომ გამომუშავდეს ინტერფერონი, რომელიც ვირუსებსა და ბაქტერიებს ებრძვის, საჭიროა მაღალი ტემპერატურა. ჩვეულებრივ, ტემპერატურის აწევისას ვიწყებთ სიცხის დამწევი პრეპარატების მიღებას. ამით ორგანიზმს არ ვაძლევთ დაავადებასთან ბრძოლის საშუალებას, ხელს ვუშლით იმუნური პასუხის გამომუშავებას და განკურნების პროცესსაც უფრო ვახანგრძლივებთ. 38, 9 გრადუსამდე ტემპერატურის დროს არ არის საჭირო არანაირი წამალი, საჭიროა მხოლოდ დაწოლა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რათა ტოქსინების გამოვიდეს ორგანიზმიდან. თუ სიცხე 39 გრადუსი და მეტია, თან სდევს თავის ტკივილი, მტვრევის შეგრძნება, შეიძლება პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიღება, თუმცა მკაცრად არის გასათვალისწინებელი ინსტრუქცია. ექიმი კი უნდა გამოვიძახოთ თუ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდა სამი დღის მანძლზე.

როგორ მოვიქცეთ: თუ მაღალი ტემპერატურა არ უკავშირდება მწვავე რესპირატორულ დაავადებას, აუცილებელია მივმართოთ ექიმს.

როგორ შევარჩიოთ თერმომეტრი

დღეისთვის არსებობს სამი ძირითადი სახის თერმომეტრი: ვერცხლისწყლიანი, ელექტრონული და ინფრაწითელი.

ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი ყველაზე ზუსტია და მოსახმარადაც მარტივია. მაგრამ აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ურყოფითი მხარე: 1. მალე ტყდება და ვერცხლისწყალი, რომელიც ტოქსიკურია, გარეთ იღვრება, შესაბამისად, გარშემომყოფთათვის საშიშია. ამის გამო ამ ტიპის თერმომეტრი ბევრ ქვეყანაში აკრძალულიცაა. 2. გაზომვას საკმაოდ დიდი დრო - 5-10 წუთი სჭირდება, რაც განსაკუთრებით მოუხერხებელია იმ შემთხვევაში, თუ სიცხეს ბავშვს ვუზომავთ.
image

ელექტრონული თერმომეტრის უპირატესობა არის ის, რომ გაზომვას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება (10-დან 30 წამამდე) და მაჩვენებელიც ეკრანზე ხილულია, ადვილად არ ტყდება და უსაფრთხოა. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური სიზუსტისთვის საჭიროა ელექტრო თერმომეტრს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს სხეულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ტემპერატურა შეცდომით დაფიქსირდეს. ამ ტიპის თერმომეტრი განსაკუთრებით კარგია ბავშვებისთვის.


image


ინფრაწითელი თერმომეტრით შეიძლება ტემპერატურის გაზომვა ყურში სულ რაღაც 2 წამში. არსებობს ასევე შუბლის ინფრაწითელი თერმომეტრები, რომლებიც შუბლთან მიდებით ზომავს. იგი ძალიან მოსახერხებელი და ზუსტია, თუმცა წინა ორი ტიპის თერმომეტრისგან განსხვავებით, ინფრაწითელი თერმომეტრი საკმაოდ ძვირი ღირს.

image







1695
7-ს მოსწონს
1-ს არა
7
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
9 მარტი, 13:29
გაიხარე, დიდი მადლობა :)
9 მარტი, 13:16
ძალიან სასარგებლო სტატიაა, როგორც ყოველთვის !!!
0 1 2
კეტი პერი:ვლოცულობდი რომ დიდი მკერდი მქონოდაკეტი პერი:ვლოცულობდი რომ დიდი მკერდი მქონოდა
ცნობილი მომღერალი კეტი პერი არამარტო სიმღერით არამედ სილამაზითაც გ...
რა საფრთხე გვემუქრება თუ მობილურ ტელეფონს საძინებელში დავტოვებთ.რა საფრთხე გვემუქრება თუ მობილურ ტელეფონს საძინებელში დავტოვებთ.
მეცნიერები დიდი კვლევის შემდეგ მივიდნენ იმ დას...
8 უგემრიელესი და სასარგებლო სუპის  რეცეპტი  პატარებისთვის8 უგემრიელესი და სასარგებლო სუპის რეცეპტი პატარებისთვის
1. ყვავილოვანი კომბოსტოს სუპ-პიურე ინგრედიენტები: ...
5 შეცდომა, რომელსაც თავის დაბანის დროს ვუშვებთ - ეს უნდა ვიცოდეთ!5 შეცდომა, რომელსაც თავის დაბანის დროს ვუშვებთ - ეს უნდა ვიცოდეთ!
ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალი უამრავ ფუ...
მითხარი როგორ სიზმრებს ხედავ -მე გეტყვი რას უნდა ელოდო მომავალშიმითხარი როგორ სიზმრებს ხედავ -მე გეტყვი რას უნდა ელოდო მომავალში
სიზმარი ადამიანის ქვეცნობიერის მოგზაურობაა მომ...
ძმრის 15 გამოყენება, რომელიც აქამდე არ იცოდითძმრის 15 გამოყენება, რომელიც აქამდე არ იცოდით
ძმარი ყველა სამზარეულოში მოიძებნება მაგრამ მისი არეალი ბევრად უფრ...
კავშირი ნაოჭებსა და შინაგანი ორგანოების პრობლემებს შორისკავშირი ნაოჭებსა და შინაგანი ორგანოების პრობლემებს შორის
სახეზე ნაოჭები ადრე თუ გვიან ყველას უჩნდება, ეს კი თა...
ქართველი ქალების ასაკით პატარა ქმრებიქართველი ქალების ასაკით პატარა ქმრები
ნინო ქორიძე 42 წლისაა . მისი მეუღლე თორნიკე გოგრიჭიანი კი 30.როგორც მსახი...
როგორ გამოვააშკარავოთ მატყუარა სახეზე და თვალებზე დაკვირვებითროგორ გამოვააშკარავოთ მატყუარა სახეზე და თვალებზე დაკვირვებით
იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოააშკარავოთ მატყუარ...
როგორ გამოვიცნოთ ნატურალურია თაფლი თუ არა, ეს ყველამ უნდა იცოდესროგორ გამოვიცნოთ ნატურალურია თაფლი თუ არა, ეს ყველამ უნდა იცოდეს
თაფლი ყველასათვის საჭირო და ხშირად გამოყენებად...