x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სხეულის როგორი ტემპერატურა რაზე მიუთითებს და როგორ შევარჩიოთ თერმომეტრი

image
ადამიანის ორგანიზმში მუდმივად წარმოიქმნება სითბო, რომლის ნაწილი ორგანიზმშივე იხარჯება, ნაწილი კი გარემოში გამოიყოფა. სხეულსა და გარემოს შორის განუწყვეტლივ მიმდინარეობს სითბოს ცვლა, თუმცა სხეულის ნორმალური ტემპერატურა მუდმივი რჩება. ნორმიდან გადახრა კი, როგორც წესი მიუთითებს გარკვეულ პრობლემაზე (თუმცა არა ყოველთვის დაავადებაზე), რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ თერმომეტრის მაჩვენებლების სწორი "წაკითხვა" ანუ როგორი ტემპერატურა რაზე მიუთითებს.


ნორმის ვარიანტები: 35, 9-დან 37, 2-მდე
image

თერმომეტრზე ამგვარი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში ითვლება. სხეულის ტემპერატურის ყველაზე ზუსტ მაჩვენებელს მივიღებთ თუ ტემპერატურას გავიზომავთ შუადღით, დამშვიდებულ მდომარეობაში. დილით, როგორც წესი ადამიანი 0, 5–0, 7 გრადუსით ცივია, საღამოს კი - იმავე მაჩვენებლით უფრო თბილი. მამაკაცებს, ზოგადად 0, 3–0, 5 გრადუსით დაბალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

ძალიან დაბალი: 35, 0-დან 35, 5-მდე
image

თუ თერმომეტრის მაჩვენებელი აღნიშნულ ნიშნულზე მაღლა არ ადის, შეგვიძლია ჩავთალოთ, რომ ორგანიზმი სერიოზული სტრესის ქვეშაა. ეს, როგორც წესი ხდება იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს, ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგო სპეციფიური მკურნალობის ან რადიაციული სწავლებების შემდეგ. ამასთან, დაბალი ტემპერატურა ახლავს ასევე ფარისებრი ჯირკვლის აქივობის დაქვეითებას (ჰიპოთირეოზი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინა საღამოს მძიმე საკვების ჭარბმა მიღებამაც შეიძლება დილით სხეულის ტემპერატურა შემციროს.

როგორ მოვიქცეთ: თუ სიტუაცია რამდენიმე დღის განმავლობაში არ იცვლება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.


ძალების გამოცლა: 35, 6 -დან 36, 2-მდე

ეს ციფრები რამე განსაკუთრებულ საფრთხეზე არ მეტყველებს, თუმცა შეიძლება ქრონიკული დაღლილობის, სეზონური დეპრესიის, გადაღლის, ამინდის მიმართ გრძნობელობაზე მიუთითებდეს. უმეტეს შემთხვევაში ამგვარ ტემპერატურას ისეთი თანმდევი სინდრომებიც ახლავს, როგორიცაა: გუნება-განწყობის გაფუჭება, ძილის დარღვევა. ხელებისა და ფეხების სისველე, სიცივის შეგრძნება.

როგორ მოვიქცეთ: ამ შემთხვევაში შეცვალეთ თქვენი დღის რეჟიმი და რაციონი, იყავით ფიზიკურად მეტად აქტიური. აუცილებელია ვიტამინების კომპლექსის მიღება და სტრესის თავიდან აცილება.

ზღვარზე მყოფი: 36, 9-დან 37, 3-მდე
image

ამგვარ ტემპერატურას სუბფებრილურს უწოდებენ. ამ ნიშნულებამდე თერმომეტრის ხაზი ადის სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც ვარჯიშის პროცესში, აბანოსა და საუნაში ყოფნისას, ცხარე საკვების მიღებისას. ასევე ნორმალურია ამგვარი მაჩვენებლები ორსული ქალებისთვის. მაგრამ თუკი სუბფებრილური ტემპერატურა რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, უკვე საფრთხილოა. შესაძალოა ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს. იგივე სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევაზე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონირებაზე (ჰიპერთირეოზი).

როგორ მოვიქცეთ: აუცილებელია გაირკვეს სუბფებრილური ტემპერატურის მიზეზი, რაც შეიძლება სრულიად მოულოდნელი რამეც კი აღმოჩნდეს, მაგალითად, კბილის კარიესი და ა.შ.

სიცხე: 37, 4-დან 40, 1-მდე


image

ეს არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია. იმისათვის, რომ გამომუშავდეს ინტერფერონი, რომელიც ვირუსებსა და ბაქტერიებს ებრძვის, საჭიროა მაღალი ტემპერატურა. ჩვეულებრივ, ტემპერატურის აწევისას ვიწყებთ სიცხის დამწევი პრეპარატების მიღებას. ამით ორგანიზმს არ ვაძლევთ დაავადებასთან ბრძოლის საშუალებას, ხელს ვუშლით იმუნური პასუხის გამომუშავებას და განკურნების პროცესსაც უფრო ვახანგრძლივებთ. 38, 9 გრადუსამდე ტემპერატურის დროს არ არის საჭირო არანაირი წამალი, საჭიროა მხოლოდ დაწოლა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რათა ტოქსინების გამოვიდეს ორგანიზმიდან. თუ სიცხე 39 გრადუსი და მეტია, თან სდევს თავის ტკივილი, მტვრევის შეგრძნება, შეიძლება პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიღება, თუმცა მკაცრად არის გასათვალისწინებელი ინსტრუქცია. ექიმი კი უნდა გამოვიძახოთ თუ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდა სამი დღის მანძლზე.

როგორ მოვიქცეთ: თუ მაღალი ტემპერატურა არ უკავშირდება მწვავე რესპირატორულ დაავადებას, აუცილებელია მივმართოთ ექიმს.

როგორ შევარჩიოთ თერმომეტრი

დღეისთვის არსებობს სამი ძირითადი სახის თერმომეტრი: ვერცხლისწყლიანი, ელექტრონული და ინფრაწითელი.

ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი ყველაზე ზუსტია და მოსახმარადაც მარტივია. მაგრამ აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ურყოფითი მხარე: 1. მალე ტყდება და ვერცხლისწყალი, რომელიც ტოქსიკურია, გარეთ იღვრება, შესაბამისად, გარშემომყოფთათვის საშიშია. ამის გამო ამ ტიპის თერმომეტრი ბევრ ქვეყანაში აკრძალულიცაა. 2. გაზომვას საკმაოდ დიდი დრო - 5-10 წუთი სჭირდება, რაც განსაკუთრებით მოუხერხებელია იმ შემთხვევაში, თუ სიცხეს ბავშვს ვუზომავთ.
image

ელექტრონული თერმომეტრის უპირატესობა არის ის, რომ გაზომვას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება (10-დან 30 წამამდე) და მაჩვენებელიც ეკრანზე ხილულია, ადვილად არ ტყდება და უსაფრთხოა. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური სიზუსტისთვის საჭიროა ელექტრო თერმომეტრს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს სხეულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ტემპერატურა შეცდომით დაფიქსირდეს. ამ ტიპის თერმომეტრი განსაკუთრებით კარგია ბავშვებისთვის.


image


ინფრაწითელი თერმომეტრით შეიძლება ტემპერატურის გაზომვა ყურში სულ რაღაც 2 წამში. არსებობს ასევე შუბლის ინფრაწითელი თერმომეტრები, რომლებიც შუბლთან მიდებით ზომავს. იგი ძალიან მოსახერხებელი და ზუსტია, თუმცა წინა ორი ტიპის თერმომეტრისგან განსხვავებით, ინფრაწითელი თერმომეტრი საკმაოდ ძვირი ღირს.

image







14
26611
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
26611
  
2021, 9 აგვისტო, 21:08
45 გრადუსია ოთახში ტემპერატურა რამდენად ზუსტია თერმომეტრი ამ შემთხვევასში თუ ტემპერატურას ამ ოთახში ვიზომავ?
2020, 20 ოქტომბერი, 20:20
32 სიცხე მაქვს პრობლემა არის დაბალ სიცხეზე
2020, 20 ოქტომბერი, 20:17
32 სიცხე მაქვს
2020, 6 მარტი, 13:06
მეც ზუსტად იგივე მდგომარეობა მაქვს. თვეზე მეტია ვერაფერი გავიგე
2020, 1 მარტი, 17:34
ვარ 59 წლის 1 თვეა მაქვს 36.8––37.2..ხან 37.5 ზე ადის ღამით..ყველა გამოკვლევა ჩავიტარე..ვერაფერი გამიგეს..ნორმაშია ყველაფერი..რისი ბრალი შეიძლება იყოს, მაქვს პერიოდულად ყელის კაწვრის შეგრძნება და მუხლების გახურება.
2019, 18 დეკემბერი, 0:00
ვიკავი გაცივებული მივიგე აზიმაკის ჯგუფი აზიტრომიცინი მაცუხებდა კელი ხველება და დიდი სიცხეები დამივარდა სიცხე მაგრამ რამდენიმე დგეცჰი ისევ სიცხე მომცა შემდეგ მეგასეფი 500 იანი და ნისტატინი ამასტან ერტად ისმიჯენი და პოლიჯენი სიცხეები აგარ მკონდა ეხლა ცუდად არ ვარ მაგრამ სუსტი ხველება მაკვს იშვიატად და საგამოობიტ 37 37 2 რისი ბრალი შეიზლება იკოს
2019, 30 ნოემბერი, 10:54
ვარ 59 წლის 2 თვეა მაქვს 36.8––37.2..ხან 37.5 ზე ადის ღამით..ყველა გამოკვლევა ჩავიტარე..ვერაფერი გამიგეს..ნორმაშია ყველაფერი..რისი ბრალი შეიძლება იყოს?გულმავიწყობა,დეპრესია დამეწყო...რისი ბრალი იქნება...კვება მაქვს არასრულფასოვანი..გადარბენებზე ვარ.
2019, 24 აპრილი, 22:11
ვარ 46 წლის ქალი,რამდენიმე დღეა მაქვს ტემპერატურა 37-37,1, მხოლოდ საღამოობით. დილით მაქვს მშრალი ხველა და დღის განმავლობაშიც გრძელდება. ყელში ცოტა ლორწოც მაქვს. ფილტვებში არაფერი გაქვსო ექიმმა.სხვა ჩივილები არ მაქვს. რისი ბრალი უნდა იყოს?
2019, 19 აპრილი, 0:45
37 მაქ სიცხე საგამოობით ხან 36 9 მახურებს როგორ მოვიქცე უკვე ორი კვირაა ყველა გამოკვლევა ჩავიტარე და ყველაფერი წესრიგში მაქ????????
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10