x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეოცე

image1.აფთიაქში მსუქანი ქალი შედის, ხელში ფუნთუშა უჭირავს და მადიანად ილუკმება.
- ყველგან ვიკითხე, მაგრამ არ ჰქონდათ... იქნებ, თქვენ მაინც გქონდეთ იაფი და ეფექტური გასახდომი საშუალება?
- გვაქვს, ქალბატონო, - პლასტირი. ძალზე ეფექტურია.
- და სად უნდა მივიკრა?
- პირზე!
2.ახალგაზრდა მომღერალი კონცერტს ატარებს. სიმღერის დამთავრების შემდეგ დარბაზი არ ცხრება, მაყურებელი ყვირის:
– კიდევ, კიდევ იმღერე! (ბის ბის...)
მეორედ იმღერა. დარბაზი ისევ ითხოვს სიმღერას. იმღერა მესამედაც, დარბაზი კი ისევ გამეორებას ითხოვს. მომღერალი მაყურებელს მიმართავს:
– რამდენჯერ უნდა ვიმღერო, დავიღალე!
– სანამ სიმღერას არ ისწავლი შენი!!!! – პასუხობენ დარბაზიდან.
3.ჭიჭიკიას ძალიან უზრდელი თუთიყუში ჰყავს. ერთ დღესაც ჭიჭიკიას დიდი წვეულება აქვს ოჯახში. აქაო და არ შემარცხვინოსო და თუთიყუში საიმედოდ გადამალა. შუა ქეიფია და არ გამოფრინდა თუთიყუში საიდანღაც, ატეხა ჩხავილი:
- თამადა ტრ...! თამადა ტრ...!
გაბრაზდა თამადა და უთხრა ჭიჭიკიას:
- ოღონდ ეხლა ეგ დამიკალი და მაჭამე და 100 $ მოგცემ, უკეთესს იყიდიო.
წაავლო ხელი თუთიყუშს ჭიჭიკიამ და ეზოში გავიდა.
- რას მიშვები ბიჭო, მართლა უნდა დამკლა ამ ტრ... გულისთვის? აგერ რამდენი დედლები გყავს, დოუკალი და მიუტანე, ძაან გეიგებსო - უთხრა თუთიყუშმა. ჭიჭიკია მართლაც ასე მოიქცა. კარგად რომ დანაყრდა თამადა „თუთიყუშის" ხორცით, ჭიჭიკიამ უთხრა:
- ჰაა ეხლა, ბატონო თამადა, სადაა აბა 100 $-ო
- ჰაჰაჰაჰა, ამ ორ ლუკმაში რა 100 $-ს მთხოვ ბიჭო, არ გრცხვენიაო და უცებ გამოფრინდა თუთიყუში ჩხავილით:
- ხომ გითხარით თამადა ტრ...! თამადა ტრ...!
თამადა ტრ...!
4.პროქტოლოგს ხელი გაეჭედება პაციენტის უკანალში, გამოვარდება ასე პაციენტწამოცმული და მთავარ ექიმს ეკითხება
-რა ვქნა ახლა მე?
ყურაღებით დაათვალიერებს მთავარი ექიმი და:
-რა უნდა ქნა..? აწი თოჯინების თეატრში თუ დაიწყებ მუშაობას თორე სხვა მე ვერაფრით დაგეხმარები...

5.გურული ძმები თბილისში ცხოვრობენ და ბებია ჰყავთ სოფელში. ერთ ზაფხულსაც აყრიან "ნაშებს" და წავლენ დასასვენებლად ბებიასთან. მეორე დღეს, დილით წავლენ სასეირნოდ. ბებია ალაგებს ოთახს; გამოუსვა ერთი საწოლის ქვეშ ცოცხი და გამოვარდა პრეზერვატივი. უყურებს, ვერ გაიგო რა არის. გამოუსვა მეორე საწოლის ქვეშ და იქიდანაც გამოვარდა პრეზერვატივი... მაგრად დაინტერესდა ბებია და რომ მოვიდნენ სახლში, გაიყვანა ეს გოგოები გვერდით და ეკითხება:
– რაია ეგენი, ნენა? ან თქვენ ვინ ხართ?
– ჩვენ, ბებია, ბოზები ვართ, _ უპასუხეს გოგოებმა.
– ბოზი მეც კი ვიყავი, ნენა, მარა, ტყავს კი არ ვაძრობდი კაცებს!
6.- გულახდილად მითხარი, მამაკაცში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
- თავაზიანობა
- კიდევ?
- ინტელექტი
- კიდევ?
- სპორტული აღნაგობა
- კიდევ?
- იუმორის გრძნობა
- კიდევ?
- არ მომეშვები, სანამ მართლა გულახდილად არ გეტყვი???
7.- თქვენმა სილამაზემ თავბრუ დამახვია და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ხვალ საღამოს რომანტიკულ ვახშამზე მინდა დაგპატიჟოთ..
- რას კადრულობთ! მე გათხოვილი ქალი ვარ! დღეს საღამოს მაინც გეთქვათ - მეუღლე ღამის მორიგეა..
8.ქორწილი აზარტში შევიდა. ერთ-ერთი სტუმარი ადგა, სუფრას გადასწვდა და მოპირდაპირედ მჯდომს გემრიელი სილა გაარტყა.
– რატომ? – გაიოცა იმან.
– ქორწილია, ქორწილი! ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს!

9.ორი ქერა დაქალი ბარში – კოქტეილით გაბრუებულები.
– შეხედე‚ ჩვენგან მარცხნივ‚ ხედავ ორ ბებერ კახპას? ჩვენც ასეთები ვიქნებით 10 წლის შემდეგ...
– შტერო‚ ეს ხომ სარკეა!
10. ქორწილის პირველი ღამეა, უადგილობის გამო ერთ ოთახში სიძე-პატარძალი და სტუმრების გარკვეული რაოდენობა დააწვინეს....სიძე ეუბნება პატარძალს:
- როგორ მოვახერხოთ ურთიერთობა ამდენ ხალხში?
პატარძალმა უთხრა:
- მოდი წყალს მოვითხოვ და თუ არავინ ხმა არ ამოიღო და ყურადღება არავინ მომაქცია ე.ი. ყველა ძილში იქნება და ჩვენც შევუბეროთ...
მოვიდა შუაღამე და პატარძალმა წყალი მოითხოვა....ხმა რომ არავინ გასცა ალბათ
ყველას დაეძინაო და დასცხეს სიძე-პატარძალმა.....მთელი ღამე უბერეს, დილამდე... მეორე დღეს სანამ სუფრა გაიშლებოდა ერთი სტუმარი ეუბნება მეორეს:
–.წუხელის კბილის ტკივილმა არ დამაძინა :((
– მერე წამალი ვერ მოითხოვეო????
რას ამბობ ძმაო ვიღაცამ წყალი მოითხოვა, მთელი ღამე რამის სული ამოაძრეს დილამდე და მე წამალს რა მათქმევინებდა?!!!

თუ მოგეწონათ ანეკდოტები გთხოვთ გააზიაროთ!

2
1805
3-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
1805
  
2016, 9 მარტი, 11:58
შევეცდები უკეთესები დავდო თანდათან ^_^
2016, 9 მარტი, 11:02
ბოლო განსაკუთრებული იყო
0 1 2