x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!

image


ადამიანის ტვინი გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ფლობს, ვიდრე თქვენ გგონიათ. შესაძლებელია ტვინის ვარჯიში ისე, რომ სხვაგვარად ავამუშავოთ. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება. ქვემოთ წარმოდგენილი 5 ფაქტი ტვინის შესახებ, ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს მასზე და უკეთესობისკენ შეცვლის.


1. ტვინი განსხვავებას ვერ ხედავს რეალობასა და წარმოსახვას შორის


image


ტვინი ერთნაირად რეაგირებს ყველაფერზე, რაზეც ფიქრობთ. ასეთ შემთხვევაში მისთვის განსხვავება არ არის ობიექტურ რეალობასა და თქვენს ფანტაზიებს შორის. ამ მიზეზით შესაძლებელია ე.წ. პლაცებოს ეფექტის გამოყენება – თუ ტვინი თვლის, რომ თქვენ ფარმაცევტულ პრეპარატებს იღებთ (და არა შაქრიან აბებს), მასზე შესაბამისად რეაგირებს. პლაცებოს მიღების შემდეგ, იმაზე ფიქრით რომ ის ასპირინია, ტვინი ორგანიზმს ბრძანებას აძლევს სხეულის ტემპერატურა დაწიოს.


ზუსტად ასევე მოქმედებს ნოცებოს ეფექტი, მაგრამ უკუმიმართულებით. თუ იპოქონდრიკი საღამოს ახალი ამბების გამოშვებას უყურებს და ისმენს ახალი ავადმყოფობის გავრცელების შესახებ, შესაძლოა ფიზიკურად მისი სიმპტომების შეგრძნება დაეწყოს. კარგი ამბავი კი იმაში მდგომარეობს, რომ თუ თქვენ სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებთ, ამ შემთხვევაში უფრო ხშირად გრძნობთ თავს ბედნიერად სისხლში სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) მაღალი დონის წყალობით. ნებისმიერ კონსტრუქციულ აზრს ან ოცნებას ნათელ მომავალზე, შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ფიზიკური მდგომარეობა.


2. ხედავთ იმას, რაზეც ყველაზე მეტად ფიქრობთ

image


რაზეც არ უნდა ფიქრობდე, ეს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველი ხდება. მაგალითად, თუ იყიდით ახალ მანქანას, ქალაქის ქუჩებში უფრო ხშირად შენიშნავთ ამ მარკის მანქანებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყიდვის შემდეგ თქვენ უფრო ხშირად ფიქრობთ საკუთარ მანქანაზე, ვიდრე ადრე.
რაში გვჭირდება ამის ცოდნა? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევა შესაძლებელია თქვენი ცნობიერების გადაპროგრამირებით. მეორეს მხრივ, თუ თქვენ პოლიტიკური სიტუაციის გაანალიზებას ცდილობთ, რომელიც სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მიიღეთ, თქვენ მხოლოდ იმ წყაროს დაუჯერებთ, რომელიც თქვენს აზრს იზიარებს.

არის კიდევ რაღაც. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანები საკმაოდ ხშირად საერთო ინტერესების მიხედვით ჯგუფდებიან? პოზიტიური ადამიანები უფრო ხშირად თავისნაირ პოზიტიურებს უმეგობრდებიან, იპოქონდრიკები კი – იპოქონდრიკებთან, ასე არ არის? ეს დამთხვევა არ გეგონოთ. თუ თქვენს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა გსურთ, მაშინ ეს თქვენი ცხოვრებისეული სტერეოტიპების გადაფასებით დაიწყეთ.



3. დროის უმეტესი ნაწილი ტვინი ავტოპილოტზეა ჩართული


image
საშუალოდ ადამიანის ტვინში დღეში 60 ათასამდე ფიქრის გენერაცია ხდება, აქედან 40 ათასი ის ფიქრია, რომლის მოშორებასაც წინა დღეს ცდილობდით. რის გამოც ასე მარტივად ხდება ცხოვრების ნეგატიური კუთხით აღქმა. და ამიტომაც ხშირად უნდა შევცვალოთ ჩვეული მდგომარეობა რაიმე ახლით და უცნობით, იმ მიზნით რომ ტვინი "გავისუფთავოთ."


ნეგატიური აზრები სტრესს და შფოთვას იწვევს, მიუხედავად იმისა, საამისოდ საფუძველი არსებობს თუ არა, რასაც იმუნიტეტის განადგურება მოჰყვება, რომელიც იძულებულია ამაზე რეაგირება მოახდინოს.

ავარჯიშეთ თქვენი ტვინი. აიძულეთ ის რაც შეიძლება ხშირად ჩაიბეჭდოს პოზიტიური მოვლენები. რაც უფრო მეტად მოიმდომებთ, უფრო სწრაფად და ადვილად გამოგივათ ყველაფერი. ამ პრაქტიკის საბოლოო მიზანი იმის მიღწევაა, რომ თქვენი ფიქრების უმეტესი ნაწილი, რომელიც თავისდა უნებურად ჩნდება, პოზიტიური იყოს.


4. პერიოდულად "ტვინის გათიშვა" – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია


image
თქვენ შესაძლოა უამრავი ნეგატიური აზრი გიტრიალებდეთ ყოველდღიურად თავში. ამიტომაც აუცილებელია გარე სამყაროსგან "გათიშოთ" ის, რაც იმუნურ სისტემას განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს, უფრო ჯანმრთელსა და ბედნიერს გაგხდით. ყველაზე მარტივი საშუალება რამდენიმე წუთით ტვინის "გასათიშად" – მედიტაციაა. ეს შანსს მოგცემთ თქვენი გონება მოსახერხებელ და ეფექტურ ინსტრუმენტად აქციოთ.

და კიდევ ერთი რამ. რაც შეეხება შვებულებას. აირჩიეთ აქტიური დასვენება: თხილამურები, დაივინგი, მთებში სიარული. რაც უფრო მარტივია კონცენტრირება საინტერესო პროცესზე, მით უფრო ეფექტურად "იწმინდება" თავი ნეგატიური აზრებისგან.

5. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ტვინი

image
როდესაც კონცენტრირებას ახდენთ რაიმე გონებრივ აქტივობაზე, თქვენი ტვინი ამ მომენტში ახალი ნეირონული კავშირების ინტენსიურ გენერაციას ეწევა. ამ პროცესს ბიოლოგები ნეიროპლასტიურობას უწოდებენ
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზედმეტი წონის დაგდების უნარი არ შეგწევთ, დროთა განმავლობაში უფრო მეტად გაამყარებთ თქვენს ფიქრებს ამაში. და იმ შემთხვევაში თუ ქვეცნობიერად საკუთარ თავს შთააგონებთ: "მე გადასარევ ფორმაში ვარ, " ამ შემთხვევაში თქვენი ტვინი ყოველ ჯერზე ახალ ნეირონულ კავშირებს დაამყარებს. ამის შემდეგ უფრო ხშირად აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადააქციოთ ეს ქვეცნობიერი ახალ რეალობად.


შესაძლებლობა გეძლევათ დაიქვემდებაროთ თქვენი გონება და შეიცვალოთ ის. ყველაფერის მიაღწევას შეძლებთ, რასაც მოისურვებთ – მთავარია, ირწმუნოთ ამის. რადგან ნებისმიერი ფიზიკური პროცესი იმ ფიქრებით იწყება, რომელიც თქვენს თავში ჩნდება.

10
4146
17-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
4146
  
2016, 21 მაისი, 14:13
ნამდვილად არ ღირს ამის გულთან ახლოს მიტანა! რაც უფრო მეტი პოზიტივია ჩვენს ცხოვრებაში, მით უკეთესი :)
2016, 17 მაისი, 20:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 25 აპრილი, 19:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 აპრილი, 20:44
მადლობა თქვენ შეფასებისთვის და კომენტარისთვის :)
2016, 16 მარტი, 23:10
,,ნოცებოს ეფექტი,, არ ვიცოდი... მადლობა ინფორმაციისთვის!!!!!!!!!!!!
2016, 14 მარტი, 20:49
დიდი მადლობა შეფასებისთვის
2016, 10 მარტი, 10:48
არაფრის
2016, 10 მარტი, 10:46
დიდი მადლობა, ალექს :)
2016, 10 მარტი, 10:33
მართლაც რომ ზალიან აიტერესოა.......გ.გ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10