x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
საუკუნის ყველაზე ძლიერი ფოტოები

საუკუნის ყველაზე ძლიერი ფოტოები


image















გთავაზობთ ფოტოებს უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში, რომლებიც გვაჩვენებენ ტკივილას, დანაკარგს და ადამიანის "ტრიუმფს"..


ფოტოგრაფია ყოველთვის ტოვებდა და დატოვებს თავის კვალს ადამიანის "სულში". ძალიან ბევრი ფოტოგრაფმა მიაღწია იმდენს რასაც ვერცერთი "კინო-ოპერატორი" ვერ მიაღწევს - დააფიქსირო და სამუდამოდ დატოვო ადამიანთა გულში ის რამოდენიმე წამი, რომელმაც მსოფლიო გააოცა. აიძულო ადამიანები გამოცადონ გრძნობები, გაიღიმონ ანდაც იტირონ იმ სამყაროს შემხედვარე რომელშიც ისინი ცხოვრობენ. გთავაზობთ ფოტოებს..


1. 4 წლის გოგონა იაპონიის ცუნამის შემდეგ..


image














2. რვა წლის კრისტიანი. მისი მამა მოკლული იქნა ერაყში, განთავისუფლებამდე ( შვებულებამდე ) რამოდენიმე კვირით ადრე.


image
















3. ვეტერანი Т 34-85 მოდელის ტანკთან, რომლითაც ის ომობდა დიდი სამამულო ომის დროს.


image















4. ძაღლი სახელად ლეო თავისი პატრონის საფლავთან, რომელიც დაიღუპა "რიოში" 2011 წლის 15 იანვარს. ლეომ ამ საფლავთან
ორი დღე დაჰყო.


image


























5. დედა-შვილი თავიანთი სახლის ადგილას, რომელიც ტორნადომ გაანადგურა. ალაბამას შტატი. 2011 წლის აპრილი.


image















6. უცნობი "რევოლუციონერი", რომელიც დგას ტანკების "კოლონის" წინ. 1989 წელი.


image













7. ბუდისტი მამაო - შუა ქუჩაში ჩერდება მანქანა საიდანაც გადმოდიან ბუდისტი მამაოები, ერთ-ერთი ჯდება ძირს, ხოლო დანარჩენნი მას "ბენზინს" ასხამდნენ. "Thich Quang Duc", ასე ერქვა ამ ბუდისტ მამაოს, რომელმაც თავი დაიწვა. ყველას გასაკვირად სანამ "Thich Quang Duc"-ი იწვოდა ის არც განძრეულა და არც ერთი ბგერა არ ამოსულა მისი პირიდან. როგორც ცნობილია ბუდისტმა მამაომ იმდროინდელ ვიეტნამის მმართველს მიწერა წერილი შეეწყვიტა მისი რელიგიის დევნა და მამაოების უაზროდ დაპატიმრება, თუმცა მან პასუხი არ მიიღო..


image














8. თეთრი და ფერადი - 1950 წლის ფოტო. ავტორი ელიოტ ერვიტი..


image













9. უცნობი ბავშვის დასაფლავება - 1984 წლის 3 დეკემბერს ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში აშშ-ს კუთვნილი ფირმის მიერ წარმოებულ ინსექტიციდის ქარხნიდან 40 ტონა ტოქსიკური აირის, მეთილიზოციანიდის გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც 15 ათასი ადამიანი დაიღუპა, 150 ათასი ადამიანი კი სხვადასხვა სენით დაავადდა. აღნიშნულმა მოვლენამ 1986 წლის 26 აპრილს მომხდარ ჩერნობილის ტრაგედიაზე უფრო მეტი ზარალი მიაყენა გარემოს. აშშ-ს ფირმას კი ამ ამბის შემდეგ 470 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაახდევინეს.



image



























10. ატომური ღრუბელი..


image


























11. მისიონერი და მშიერი ბავშვი - 1980 წლის აპრილი.


image














12. ვარდნა - "ყველაზე ცნობილი ფოტო, რომელიც არავის არ უნახავს", ასე უწოდებს საკუთარ ფოტოსურათს ფოტოგრაფი "Richard Drew". ფოტოზე ასახულია ერთ-ერთი მსხვრეპლი, რომელიც გადმოხტა ფანჯრიდან 11 სექტემბრის ტერაქტის დროს. 5 წლის შემდეგ რიჩარდ დიუს "მფრინავი ადამიანი" რჩება საშინელი არტიფაქტი იმ დღის, რომლის შემდეგაც მსოფლიო უნდა შეცვლილიყო..



image

























13. ომაირის წამება - ეს სურათი გადაღებულია 1985 წლის 13 ნოემბერს. კოლუმბიაში ვულკანის ამოფრქვევავ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულების რაოდენობა აღემატებოდა 23 000-ს. ამ კატასტროფის შესახებ მსოფლიომ ამ სურათის დახმარებით გაიგო. ( "ომაირის წამება" ) ეს გოგონა მოხვდა ასე ვთქვათ ლავის ხაფანგში. მისი ფეხები გაჭედილი იყო სახლის ფუნდამენტში. მაშველები ცდილობდნენ ტალახისა და ლავის დაცლას გოგონას გასანთავისუფლებლად, მაგრამ უშედეგოდ. გოგონა ამ წამებას უძლებდა სამი დღე, მაგრამ შემდეგ ერთდროულად რამდენიმე ვირუსით დაავადდა. როგორც ერთ-ერთი ჟურნალისტი, კრისტინა ეჩანდია იხსენებს გოგონა ამ სამი დღის განმავლობაში მღეროდა და ხალხთან ხშირად საუბრობდა. მას ძალიან ეშინოდა, მაგრამ ყველაფერს უძლებდა და ცდილობდა თავისი შიში არ გამოეხატა. მესამე ღამეს კი მას დაეწყო ჰალუცინაციები. სურათი გადაღებულია გოგონას სიკვდილამდე, რამოდენიმე საათით ადრე.



image














14. ეს ფოტო გადაიღო კევინ კარტერმა 1993 წელს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ფოტოზე არის ასახული შემზარავი რეალობა. ამ სურათზე ასახულია შიმშილისგან მომაკვდავი გოგონა და მის უკან არის გამოსახული ფრინველი, რომელიც ელოდება გოგონას გარდაცვალებას, რათა ლეშით დანაყრდეს.


image













0
660
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
660
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0