x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
სამყაროს და დედამიწის განვითარების ისტორია. სიცოცხლე დედამიწაზე
image

image

თუ როგორ წარმოიქმნა სამყარო უცნობია. ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახ, სამყარო 13, 7 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა. აფეთქდა ატომზე უფრო პატარა ნაწილაკი, რომლის სიმკვრივე და ტემპერატურა უსასრულოდ მაღალი იყო.
პირველად წარმოიქმნა გრავიტაციის ძალა. წამის მემილიონედში, მოლეკულის ხელა სამყარო, ჩოგბურთის ბურთის ხელა გახდა. წამის მეორე მემილიონედში, მზის სისტემის ხელა. იმ დროს სამყაროს ტემპერატურა ტრილიონობით გრადუსი იყო. თანდათანობით ტემპერატურა ეცემოდა, სამყარო კი ფართოვდებოდა.
ატომური ბომბის აფეთქების დროს, ნივთიერება ენერგიად გარდაიქმნება. დიდი აფეთქების დროს კი, უკუპროცესი მოხდა, ენერგია ნივთიერებად გადაიქცა: პირველად გაჩნდნენ სუბატომები, რომლებიც უწესრიდოდ და სწრაფად მოძრაობდნენ.
სუბატომებისგან ატომები ჩამოყალიბდა. ჯერ წყალბადის ატომები გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით, ჰელიუმის.
დიდი აფეთქებიდან 380 000 წლის შემდეგ, რძისფერი სამყარო გამჭვირვალე გახდა და იმ დროიდან დაიწყო ვარსკვლავების ფორმირება. პირველი ვარსკვლავები 200 მილიონი წლის შემდეგ გაჩნდნენ.

image

image

image

დიდი აფეთქებიდან ერთი მილიარდი წლის შემდეგ, ჩამოყალიბდა გალაქტიკები, ხოლო 8 მილიარდი წკის შემდეგ, დაიწყო მზის სისტემის ფორმირება, რომელიც 9 მილიარდი წლის შემდეგ ანუ 4, 6 მილიარდი წლის წინ დასრულდა.

image

image

image

მზის სისტემა 4, 6 მილიარდი წლის არის, მაგრამ მისი ისტორია, ბევრად უფრო ადრე, 6 მილიარდი წლის წინ დაიწყო, მეორე თაობის გიგანტური ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ.

ისევე როგორც ადამიანები, ვარსკვლავები იბადებიან, გადიან ცხოვრების ციკლს, ბერდებიან და კვდებიან. ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მის ზომაზე არის დამოკიდებული. რაც უფრო დიდია ვარსკვლავი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიცოცხლის ციკლი, რადგან დიდი ვარსკვლავები უფრო სწრაფად ხარჯავენ ვარსკვლავურ საწვავს დაკარგავენ ენერგიას. დიდი ვარსკვლავები რამოდენიმე ათას წელს ცოცხლობენ, ხოლო პატარები - რამოდენომე მილიონს.

სიცოცხლის პირველ სტადიაზე, ვარსკვლავი მტვრისა და გაზის ღრუბელს წარმოადგენს.
გრავიტაციის ძალის გავლენით, ღრუბელი იკუმშება და მკვრივდება. მიიღება პროტოვარსკვლავი. ამის შემდეგ, შეკუმშვის პროცესი წყდება და იწყება თერმობირთვლი პროცეს. ეს ვარსკვლავის ცხოვრების ყველაზე სტაბილური პერიოდია, რომლის დროსაც, ვარსკვლავის შიგნით, წყალბადის ატომების შეჯახების შედეგად, უზარნაზარი ენერგია გამოიყოფა, ვარსკვლავი გარედან ნათებას იწყებს, ხოლო მის წიაღში ჰელიუმი წარმოიქმნება. წყალბადის ამოწურვის შემდეგ, ჰელიუმი ნახშირბადად, ჟანგბადად, ნეონად გარდაიქმნება. ამ პროცესის საბოლოო შედეგი არის კალციუმის, მაგნიუმის, არგონის, ალუმინის, ნიკელის, ქლორის, სპილენძის, ოქროს, პლატინის და რკინის ფორმირება.

თერმობირთვული პროცესის შეწყვეტის შემდეგ, პატარა ვარსკვლავები თანდათანობით იბერებიან, წითლდებიან და პლანეტარულ ნისლად გარდაიქმნებიან, მკვეთრად გამოხატლი თეთრი ბირთვით, ხოლო დიდი ვარსკვლავების შემთხვევაში, ვარსკვლავი წითელ გიგანტად ან სუპერგიგანტად გარდაიქმნება. ამ პერიოდში, მისი ზომა, 10-ჯერ ან 100-ჯერ აღენატება საწყის ზომას. ერთის მხრივ, ჯერ კიდევ შემორჩენილი შინაგანი ენერგიის და მეორეს მხრივ, გრავიტაციის ძალის გავლენით, ვარსკვლავი ფეთქდება. წარმოიქმნება რადიაციული გამოსხივების უდიდესი ტალღა, რომელსაც თან ახლავს მტვრისა და გაზის გამოფრქვევა. ვარსკვლავის აფეთქების შედეგად, ნათება იმდენად დიდია, რომ ის მილიონჯერ აღემატება მზის არსებობის მანძილზე, მის მიერ გამოსხივებული ნათების ჯამს. ასეთ ნათებას ზევარსკვლავს ეძახიან. ეს ვარსკვლავები სიცოცხლეს აძლევენ სხვა ვარსკვლავებს, რადგან ვარსკვლავის აფეთქების დროს გამოფრქვეული გაზი და მტვერი ახლოს მდებარე, წონასწორობაში მყოფ, ნისლოვანებს ეჯახებიან. გადასცემენ მათ ვარსკვლავის სიღრმეში შექმნილ ქიმიურ ელემენტებს და ახდენენ გრავიტაციული მექანიზმის ჩართვას. ამის შემდეგ, ნისლეულში იწყება შეკუმშვის პროცესი, ანუ ახალი ვარსკვლავის ჩასახვა ხდება.

image6 მილიარდი წლის წინ, ზევარსკვლავმა სიცოცხლე მისცა მზეს. მტვრისა და გაზის შეკუმშვის შედეგად, ნისლოვანმა მიიღო სფეროს ფორმა, რომელიც გრავიტაციის ძალით იზიდავდა მის სიახლოვეს გაბნეულ მტვერს, გაზს და სხვა ციურ სხეულებს.

თავდაპირველად ყველაფერი ქაოსურად მოძრაობდა. შემდეგ, დაიწყო საშენი მასალის დახარისხება: უფრო მძიმე ელემენტები, მზესთან ახლოს იკრიბებოდნენ, ხოლო მსუბუქი - შორს. მიზიდულობის ძალით, ნაწილაკები ერთმანეთს ეკვრებოდნენ.

მძიმე ელემენტებისგან შეიქმნა დედამიწა და დედამიწის ჯგუფის პატარა პლანეტები, ხოლო მსუბუქი ნაწილებისგან - პლანეტა გიგანტები.

image

image

image

მზე მესამე თაობის ვარსკვლავია, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა ქიმიური ელემენტი დედამიწაზე, წინა ორი აფეთქებული ვარსკვლავის წიაღში არის შექმნილი.

მზის ზომის ვარსკვლავები, 10 მილიარდი წელი ცოცხლობენ და სიცოცხლის ბოლოს, თეთრ ჯუჯებად გარდაიქმნებიან.

image

3, 5 მილიარდი წლის წინ, დედამიწაზე სიცოცხლის უმარტივესი ფორმები ბაქტერიები გაჩნდნენ. ამ დროისთვის, უკვე დასრულებული იყო დედამიწის სიღრმეში მყარი ბირთვის ფორმირება და დედამიწას, მზის ქარებისგან, ძლიერი მაგნიტური ველი იცავდა.ბაქტერიების, კერძოდ, ციანობაქტერიების გაჩენასთან ერთად დაიწყო ფიტოსინთეზის პროცესი. იმ პერიოდში, დედამიწის ატმოსფეროში, დიდი რაოდენობით, სხვადასხვა სახის ქიმიური ელემენტი იყო. ეს ელემენტები, დროთა განმავლობაში, წყალში ხვდებოდნენ. პირველი ოკეანე ქიმიური ელემენტების “ბულიონს'' წარმოადგენდა, რომლის ნაწილი, ზღვის მოქცევის დროს, ხმელეთზე ხვდებოდა. წყლის აორთქლების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ, ამ ელემენტებისგან რიბონუკლეინის მჟავა მიიღებოდა, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია, დნმ-თან და ცილებთან ერთად.

image

image

image

1 მლრდ. წლის წინ, კონტინენტების დრეიფის შედეგად, ჩამოყალიბდა სუპერკონტინენტი როდინია, რომელიც 300 მილიონი წლის შემდეგ დაიშალა. მისი დაშლის შედეგად, მიღებული ოკეანეების სანაპირო წყლები წყალმარჩი იყო, ხოლო ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობა 1%-ს შეადგენდა, რაც სავსებით საკმარისი იყო ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმებისთვის.

წყალში, ამ პერიოდისთვის უკვე არსებობდნენ მრავალუჯრედიანი წყალმცენარეები, სოკოები, რბილტანიანი მედუზები და ჭიაყელები. ორგანიზმებში განვითარდა ორმხრივი სიმეტრია და სქესი.

image500 მილიონი წლის წინ, წყალქვეშა ცოცხალი ორგანიზმების განვითარება და
გამრავლება დაიწყო, რასაც მეცნიერები დიდი რაოდენობით ჟანგბადის არსებობას უკავშირებენ. იმ პერიოდში, ყველაზე მეტი სახეობის ბინადარი იყო დედამიწაზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, პლანეტის არსებობის ისტორიაში. ამავე დროს გამოჩნდნენპირველი ფეხსახსრიანები, ტრილობიტების სახით. მათი სიგრძე 3-დან 90 სმ-მდე მერყეობდა, სახეობების მიხედვით.

პირველი ცოცხალი ორგანიზმები ძალიან უცნაურად გამოიყურებოდნენ და პლანქტონის გარდა, ერთმანეთითაც იკვებებოდნენ.

image

image

ამიტომ, დაიწყო თავდაცვისა და შეიარაღების პროცესი: ზოგიერთ სახეობას, სხეულის გარეთ, გაუჩნდა მინერალური ჩონჩხი (ჯავშანი), ხოლო 430 მილიონი წლის წინ, უკვე გაჩნდნენ სახეობები, შინაგანი მინერალური ჩონჩხებით. 400 მილიონი წლის წინ, არსებობდნენ ზღვის ზღარბები და უკბილი თევზები. მოგვიანებით, გაჩნდნენ ნამდვილი თევზები, ძვლოვანი ჩონჩხებით და ზვიგენები. იმ პერიოდში, უზარმაზარი მტაცებლები ბინადრობდნენ წყალში, 4 მ-იანი, კონუსური ფორმის ნაუტილოიდების და 150 კგ-იანი ზღვის მორიელების სახით, რომლებიც განურჩევლად ყველაფერს ჭამდნენ და ერთმანეთსაც არ ინდობდნენ.

image

450 მილიონი წლის წინ, ჟანგბადის რაოდენობა ატმოსფეროში 13%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, გაჩნდა ოზონის ფენა და 400 მილიონი წლის წინ, წყლიდან პირველი ბიოსფეროს წარმომადგენლებიც ამოვიდნენ. ხმელეთზე გაჩნდნენ ფსილოფიტები (შიშველი). მაღალი შიშველი მცენარეები, რომლებსაც არც ფესვი ჰქონდათ და არც ფოთოლი. მათთან ერთად, ხმელეთზე მორიელები, ობობები და მრავალფეხა მწერწბი დასახლდნენ.

ამავე პერიოდში, წყალში და ხმელეთზე ცოცხალი ორგანიზმების 60%-ი ამიწყდა. სავარაუდოდ, ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გამოწვეული გამა გამოსხივების გამო.

350 მილიონი წლის წინ, ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობა 35%-მდე აიწია,
ხოლო ჰაერი თბილი და ნოტიო იყო, რამაც ხმელეთის მცენარეების სწრაფი ზრდა და გამრავლება გამოიწვია. გაჩნდნენ შიშველთესლიანი გვიმრები, რომელთა სიმაღლე 30-45 მ-ის ფარგლებში იყო, ხოლო მათ შორის, 70 სმ-ს სიგრძის მწერები დაფრინავდნენ. გამრავლდნენ ფეხსახსრიანები, რამაც თავის მხრივ, ამფიბიების გამრავლება და ზრდა გამოიწვია. მოგვიანებით, კვერცხმა ნაჭუჭი გაიკეთა და პირველი რეპტილიებიც გამოჩნდნენ.

image


image

245 მილიონი წლის წინ, დედამიწის ზედაპირზე, ვულკანიზმის მორიგი პერიოდი დაიწყო, რომელიც 1 მილიონი წელი გრძელდებოდა და ცოცხალი ორგანიზმების 95%-ი გაანადგურა. ამავე პერიოდში, ზღვამ დაიხია და ჰავა შედარებით მშრალი გახდა. კლიმატის ცვლილებამ, ცვლილება გამოიწვია ბიოსფერიშიც. დაიწყო ქვეწარმავლების ბატონობის ხანა.
225 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ დინოზავრები, რომლებიც 160 მილიონი წელი ბატონობდნენ. ამდენი ხნის მანძილზე, არცერთ ცოცხალ სახეობას არ უცხოვრია დედამიწაზე, თუ არ ჩავთვლით ტარაკანებს, ნიანგებს და ზვიგენებს, რომლებიც დღემდე არსებობენ.

image

დინიზავრების ბატონობის დროს, გაჩნდნენ პირველი ძუძუმწოვრები, რომლებიც მღრღნელებს ჰგავდნენ და მათი სიგრძე 12 სმ-ს არ აღემატებოდა.

image

image

image

200 მილიონი წლის წინ, დაიწყო დინოზავრების აყვავების ხანა. ამ დროს, წყალში იხტიოზავრები და გიგანტური კუები ბატონობდნენ, ხოლო ცაში – არქეოპტერიქსები (არქაული ფრინველი) და როტოავისები (პირველფრინველი) გაბატონდნენ.

გაჩნდა ყვავილები. მაგ., მაგნოლია, დინოზავრის ეპოქის ყვავილია.

image

image

image

100 მილიონი წლის წინ, პატარა მტაცებლები, რომლებიც დინოზავრების ეპოქის დასაწყისში, სულ რამოდენიმე კილოგრამს იწონიდნენ, გიგანტურ, 14 მეტრიან ტირანოზავრებად იქცნენ, ხოლო მტკნარი წყლის სანაპიროებთან, მსხვერპლს 12 მეტრიანი ნიანგები ელოდებოდნენ. ამავე პერიოდში, გაჩნდნენ ნამდვილი ფრინველები, გველები, ფუტკრები, პეპლები, ხოლო 80 მილიონი წლის წინ – ჭიანჭველები. გაჩნდა ბალახი და ფარულთესლიანი მცენარეები.

image

image

ძუძუმწოვრები დინოზავრებთან ერთად გაჩნდნენ, მაგრამ მათ განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ დინოზავრები. შიშის გამო, ეს პატარა ცხოველები, გამუდმებით იმალებოდნენ და სოროებიდან მხოლოდ ღამე გამოდიოდნენ და ასე გაგრძელდებოდა, რომ არა, 65 მილიონი წლის წინ, დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, ჩამოვარდნილი უზარმაზარი მეტეორიტი, რომელმაც 5 მილიარდი ატომური ბომბის (ისეთი, როგორიც ჰეროსიმაში იყო) აფეთქების ეფექტი გამოიწვია. დედამიწაზე, დარტყმის ადგილზე, ტემპერატურამ 5 000 გრადუსამდე აიწია, წარმოიქმნა 200 კილომეტრიანი ფერფლისა და მტვრის ღრუბელი, რომელიც ჯერ ზემოთ აიტყორცნა (ატმოსფეროდან გავიდა), შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოვიდა და მთელს დედამიწას ზემოდან გადაეკრა. ჰაერის ტემპერატურა 1 500 გრადუსამდე ავიდა, ხოლო ხმელეთის ზედაპირი 200 გრადუსამდე გახურდა. ტყეებში ხანძარი გაჩნდა და დედამიწა ცეცხლის ალში გაეხვია. მეტეორიტის ძლიარმა დარტყმამ, ცუნამი გამოიწვია და კონტინენტები წყალმა გადარეცხა. ყველა დაიღუპა, ვისი წონაც 10კგ-ს აღემატებოდა და დამალვა ვერ მოასწრო. ეს იყო ბოლო დღე დინოზავრების ისტორიაში.

image

ამ კატასტროფისთვის დინოზავრებს რომ გაეძლოთ, მოგვიანებით მაინც დაიღუპებოდნენ, რადგან ატმოსფეროში დაგროვილმა ფერფლმა მზე მთლიანად დაფარა და დედამიწაზე ატომური ზამთარი დაიწყო. მთელი პლანეტა თოვლით დაიფარა. ატმოსფეროს, ფერფლისაგან გასაწმენდად, რამოდენიმე წელი დასჭირდა. დინოზავრები ამ პერიოდის მანძილზე, შიმშილით დაიხოცებოდნენ. მაგ., დიდი ზომის სუპერზავრს, რომლის სიგრძე 33 მეტრს აღწევდა, დღეში საკვებად, 500 კგ. ბალახი ესაჭიროებოდა.

image65 მილიონი წლის წინ, დაიწყო სციცოცხლის განვითარების ახალი ეტაპი დედამიწის ისტორიაში. დინოზავრების ეპოქის დასრულების შემდეგ, დაიწყო ფრინველების და ძუძუმწოვრების ბატონობის ხანა. 10 სმ-ის სიგრძის ძუძუმწოვარი, 10 მილ. წელში, სპილოს ხელა გახდა. მაგრამ, ძუძმწოვრებზე სწრაფად, ფრინველები განვითარდნენ, რომლებმაც ტირანოზავრების ადგილი დაიკავეს.

იმ პერიოდში, ყველაზე სახიფათო მტაცებლელი, სწორედ, გიგანტური ფრინველები: დიატრიმანები და მასტორნისები იყვნენ. მათი სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევდა და 100 კგ-მდე იწონიდნენ.

მტაცებლებს შორის, ასევე აღსანიშნავია, ნიანგები, რომლებიც დინოზავრებისგან განსხვავებით მეტეორიტსაც გადაურჩნენ და მისგან მომდინარე პრობლემებსაც გაართვეს თავი.

თანდათანობით გიგანტური ზომის გახდნენ ძუძუმწოვრებიც. მათ შეორი, ყველაზე დიდი ინდრიკოტერი იყო. მისი სიმაღლე 8 მეტრს აღწევდა და 20 ტონამდე იწონიდა.

გიგანტური ცხოველების გარდა, გამრავლდნენ შედარებით პატარა ზომის მტაცებლები, ჩლიქოსნები და მღრნელები.

50 მილიონი წლის წინ, შედარებით აგრილდა და ჰაერის ტემპერატურის დაწევის გამო, ძუძუმწოვრებლების ერთი ნაწილი, წყალში გადავიდა საცხოვრებლად. რამაც საფუძველი ჩაუყარა წყლის ძუძუმწოვრების, მათ შორის: დელფინების, ვეშაპების, სელაპების და სხვა სახეობების განვითარებას დედამიწაზე.

ეს პერიოდი, მწერების აყვავების ხანაც იყო.

27 მილინი წლის წინ, გაჩნდნენ პრიმატები, ხოლო 25 მილიონი წლის წინ, ფაქტიურად, დასრულდა ფაუნის თანამედროვე ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესი.

image

40 მლნ. წლის წინ, ავსტრალია გამოეყო ანტარქტიდას და მისმა ფლორამ და ფაუნამ, განვითარება დამოუკიდებლად გააგრძელა.

ამავე პერიოდში, იზოლორებული იყო სამხრეთი ამერიკაც. ის ჩრდილოეთ ამერიკას 8 მლნ. წლის წინ შეუერთდა.
იზოლირებულ კონტინენტებზე, ძირითადად, ჩანთოსანი ცხოველები ბინადრობდნენ, ხოლო ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაზე, გიგანტური ფრინველებიც იყვნენ, რომელთა სიმაღლე 3, 5 მეტრს აღწევდა. იმ დროს, ამ კონტინენტებზე, მობინადრე ფრინველებიდან, ერთადერთი დიდი ფრინველი, რომელსაც ფრენა შეეძლო, დღევანდელი კონდორის წინაპარი იყო. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 9 მეტრს აღწევდა.

8 მილიონი წლის წინ, დედამიწამ თითქმის ამჟამინდელი სახე მიიღო. გამოიკვეთა თანამედროვე კლიმატის ზოგიერთი მახასიათებელი. კლიმატის ცვლილებამ, ცვლილებები შეიტანა ბიოსფეროშიც. შემცირდა ტყის და გაიზარდა სტეპის ფართობი, რამაც თავის მხრივ, შეცვალა ცხოველთა სამყარო. გაქრნენ დიდი ზომის ცხოველები, რომლებიც, ძირითადად, ხის რბილი ფოთლებით იკვებებოდნენ. ფოთლებთან შედარებით, ბალახი უფრო მაგარი და რთული გადასამუშავებელი იყო, რისთვისაც მზად არ იყო ამ ცხოველების კბილები და საჭმლის მომნელებელი სისტემა. გიგანტური ცხოველების გაქრობამ, დიდი ზომის მტაცებლების გაქრობა გამოიწვია და მათი ადგილი, დღევანდელი ცხოველების წინაპრებმა დაიკავეს. გაჩნდნენ პატარა ზომის მტაცებლები, ხორთუმიანები და სხვადასხვა სახის პრიმატები.

image2 მილიონი წლის წინ, გამყინვარების პერიოდი დაიწყო. გამყინვარების დაწყებასთან ერთად, ცხოველების დიდი ნაწილი დაიღუპა. ნაწილი სამხრეთში, შედარებით თბილ რეგიონებში გადავიდა, ხოლო ნაწილი - სიცივეს შეეგუა და სქელი ბეწვის საფარი გამოიმუშავა. ასე გაჩნდნენ მამონტები, ბეწვიანი მარტორქები და პოლარული ცხოველები (დათვი, ირემი, მგელი და ა. შ.).

imageანთროპოლაგები, გამყინვარების პერიოდს, ადამიანის მსგავსი მაიმუნებისგან, ადამიანის ევოლუციას უკავშირებენ.

imageხანგრძლივი დროის მანძილზე, მეცნიერებს ავსტრალოპითეკი მიაჩნდათ ჩვენს წინაპრად. მაგრამ, ბოლო დროს, ეთიოპიაში, აღმოჩელილმა ადამიანის ყბის ნაწილებმა, რომლებიც 3, 5-3, 3 მილიონი წლით არის დათარიღებული, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აღმოჩნდა, რომ ავსტრალოპითეკთან ერთად, გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენნაირი კბილები ჰქონდათ.

imageამ აღმოჩენის შემდეგ, უკვე ძნელია იმის გარკვევა, ადამიანის მსგავსი მაიმუნის ევოლუციით გაჩნდა დღევანდელი ადამიანი, თუ ადამიანის გენის მუტაციის შედეგად, გაჩნდნენ ადამიანის მსგავსი მაიმუნები (შიმპანზე, გორილა, გიბონი, ორანგუტანგი).

ანთროპოლოგების მტკიცებით, ჩვენ და მათ, ერთი საერთო წინაპარი გვყვავს.

2
1698
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1698
  
2016, 9 მარტი, 15:38
მადლობა
2016, 9 მარტი, 15:30
კარგია ძალიან
0 1 2