x
თავიდან აიცილეთ გულის დაავადებები, ინსულტი, ალცჰეიმერი და სიმსივნე მხოლოდ 3 თვიანი დიეტით
9 მარტი, 13:21

image


ბევრი ადამიანი თვლის, რომ ჩვენი ცხოვრების დღეგრძელობა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ნაადრევი სიკვდილის მხოლოდ 10-20% უკავშირდება გენეტიკას.


რა იმალება დანარჩენი 80-90%-ის მიღმა? ეს არის ჩვენი კვების რეჟიმი და ცხოვრების სტილი. თანამედროვე ადამიანის ტიპიური კვება – ეს ძირითადი მიზეზია ადრეული სიკვდილისა და ქრონიკული დაავადებებისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა – ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

და რას ვირჩევთ ყოველ დღე? ბევრი ჩვენთაგანისთვის პასუხი სანუგეშო ნამდვილად არ არის. თუმცა, ამის გამო განაწყენება არ ღირს! სულ რაღაც ოთხ მარტივ წესს შეუძლია თქვენი სიცოცხლე გაახანგრძლივოს!


image


ამისათვის საჭიროა:


1. არ მოწიოთ;

2. ზედმეტი არ მიირთვათ;

3. დაკავდით სპორტით დღეში ნახევარი საათი მაინც (ამაში სწრაფი სიარულიც ითვლება).

4. სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია – მიირთვით უფრო მეტი ხილი, ბოსტნეული და ნაკლები ხორცი.


თუ უკვე იცავთ ამ წესებს, ჩათვალეთ რომ შაქრის დიაბეტის განვითარების რისკი თქვენს ორგანიზმში 90%-ით არის შემცირებული, გულის შეტევის რისკი კი – 80%-ით. ამასთან, თქვენ ორჯერ შეამცირეთ ინსულტის ალბათობა და სამჯერ სიმსივნური დაავადებების წარმოქმნის რისკი.


ახლა ცოტა სიბერეზეც ვისაუბროთ

image
ჩვენს თითოეულ უჯრედში 46 ქრომოსომაა. სიბერე ტელომერის სიგრძის შემცირების გამო იწყება, რომელიც ქრომოსომების დნმ-ის ბოლოში არსებული ნუკლეოტიდების შედარებით მოკლე თანმიმდევრობას წარმოადგენს. ტელომერი ქრომოსომებს ერთმანეთზე მიწებებისგან იცავს, რომელსაც შესაძლოა ინფორმაციის დაკარგვა მოჰყვეს. მეცნიერებმა ასეთი დასკვნა როგორც ახალგაზრდა უჯრედებზე, ისე მათი დაბერების პროცესზე დაკვირვებისას გააკეთეს. ტელომერი ახალგაზრდა უჯრედების გენებში უფრო გრძელია, ვიდრე "ხანდაზმულ" უჯრედებში. როდესაც ტელომერი ნადგურდება, უჯრედიც კვდება. უჯრედს უნარი აქვს იმდენჯერ დაიყოს, სანამ ტელომერი არ დაიშლება.


2009 წელს ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ელისაბედ ბლექბერნმა და მისმა კოლეგებმა ნობელის პრემია მიიღეს მედიცინის დარგში ტელომერის აღმოჩენისთვის. მათ აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ 3 თვიანი მცენარეული დიეტა ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად მნიშვნელოვნად ზრდის ტელომერების რაოდენობას.


image

მათი კვლევები 5 წლის მანძილზე გრძელდებოდა და აჩვენა, რომ იმ ადამიანების ორგანიზმში, რომელთაც არ შეცვალეს თავიანთი ცხოვრების სტილი, ტელომერების რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად შემცირდა. ხოლო მათ ვინც შეცვალა, პირიქით, გაიზარდა.

ყველაზე ხშირად რომელი დაავადებებისგან კვდებიან ადამიანები თანამედროვე სამყაროში? გამოიკვეთა შემდეგი ოთხი:


1. გულის დაავადებები;

2. ალცჰეიმერის დაავადება;

3. ინსულტი;

4. ფილტვის კიბო.


როგორც აღმოჩნდა, რაციონში მცენარეული საკვების რაოდენობის გაზრდით, შესაძლებელია ყველა ზემოთ აღნიშნული დაავადების რისკი შემცირდეს. სულ მცირეოდენ ცვლილებებსაც კი, მაგალითად, ხორცის რაოდენობის შემცირება ან ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდა ჩვენს რაციონში, მნიშვნელოვან შედეგებამდე მივყავართ.


რას გვირჩევენ მეცნიერები? რა უნდა მივირთვათ ყოველ დღე ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებით რომ ვიცხოვროთ?


image


ბოსტნეული – ბროკოლი, ბრიუსელის ან ყვავილოვანი კომბოსტო, თალგამი, ჭარხალი, წიწაკა, სტაფილო, ყაბაყი, ნიორი, ხახვი, გოგრა, კარტოფილი, პომიდორი, სოკო.

მწვანილი – სატაცური, წიწმატი, ოხრახუში, ისპანახი, სალათის ახალგაზრდა ფოთლები, მანგოლდი (წითელი მხალი).

პარკოსნები – ლობიო, მუხუდო, სოიო, ბარდა, ოსპი, ტოფუ (იაპონური სოიოს ხაჭო)

ხილი და ციტრუსები – ვაშლი, გარგარი, ავოკადო, კივი, ბანანი, ნესვი, საზამთრო, ლეღვი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, ლიმონი, პაპაია, მსხალი, ანანასი, შავი ქლიავი, ბროწეული, მანდარინი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, ალუბალი.

სელის თესლი – დღეში 1 ს. კ. დაფქული სახით

თხილეული – კაკალი, თხილი, ნუში, მიწის თხილი.

სანელებლები – ყოველ დღე 1/4 ჩ.კ. კურკუმა დაუმატეთ ნებისმიერ სხვა სანელებელს, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ.

წყალი – საშუალოდ 2 ლ. დღეში.


თუმცა, მხოლოდ სწორი კვება საკმარისი არ არის! აუცილებელია სულ ცოტა დღეში 30 წთ. ზომიერი ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ, მაგალითად, სიარულით სუფთა ჰაერზე. ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ ამის გაკეთება რთული სულაც არ არის!


308
10-ს მოსწონს
6
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
   ქართული კლავიატურა
9 მარტი, 21:45
კვების რეჟიმს მივხედე, მაგრამ სპორტულ ნაწილს რაც შეეხება... ცოტა რთულია :)
9 მარტი, 21:42
მადლობა, ალექს, გაიხარე :)
9 მარტი, 15:06
ძალიან კარგია ლელაჩკა
9 მარტი, 13:30
რა მარტივია სწორი რეჟიმით ცხოვრება და ამავდროულად რა რთულია ხოლმე :)
0 1 4
სოდა და მისი გამოყენება ყოველდღიურობაშისოდა და მისი გამოყენება ყოველდღიურობაში
1.გინდათ სუნთქვა გაიუმჯობესოთ? ჭიქაში ჩაყარეთ ცოტა სოდა და გამოივლეთ პი...
დაუმარცხებელი სენიდაუმარცხებელი სენი
30 წლის ასაკში ბრიტანელი ჩოგბურთელი ელენა ბალტაჩა გარდაიცვალა. მარტში მას ღვიძლის კიბოს დიაგ...
კურკუმა - უნიკალური სანელებელი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადკურკუმა - უნიკალური სანელებელი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
კურკუმას (ყვითელი კოჭა) სამშობლოდ, რომელიც ბალახის...
რა განსხვავებაა ამ ორ ლიმონს შორის - ეს ბევრმა არ იცის!რა განსხვავებაა ამ ორ ლიმონს შორის - ეს ბევრმა არ იცის!
ლიმონი განსაკუთრებული ხილია - იგი წარმატებით გამოიყენებ...
მერკელი მცხეთის დროებით იზოლატორში იჯდამერკელი მცხეთის დროებით იზოლატორში იჯდა
ამბობენ, მერკელი ვერ იტანს ქართველებს, ვერ იტანს ქართველებსო. ვერ იტა...
ბანანი როგორც საუკეთესო წამალიბანანი როგორც საუკეთესო წამალი
ბანანი მედიცინაში გამოიყენება როგორც სედატიური, ანტისკლეროზული, ანტიბაქტერიული ს...
საინტერესო ფაქტები სიცოცხლეზესაინტერესო ფაქტები სიცოცხლეზე
1)საშუალოდ ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ატარებს 2 კვირას კოცნაში 2...
სტალინი არ მომკვდარა კუნცევოს აგარაკზე,არამედ მოკლეს კრემლში?სტალინი არ მომკვდარა კუნცევოს აგარაკზე,არამედ მოკლეს კრემლში?
1953 წლის 5 მარტს კუნცევოს აგარაკზე გარდაიცვალა ი...
სასკოლო დაფაზე შესრულებული საოცარი ნახატებისასკოლო დაფაზე შესრულებული საოცარი ნახატები
იაპონის ერთერთ სკოლაში მხატვარი და მასწავლებელი ხიროტაკა ხამასაკი ხ...