x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეცხრამეტე

image1.სვანმა რეკლამა ნახა შოკოლადზე:იყიდე 70ცალი და შეჭამე და პრიზი გერგებაო, სვანი ასეც მოიქცა, მაგრამ პრიზი ვერ იპოვა, მივიდა ფაბრიკის უფროსთან და უსაყვედურა:სადაა ჩემი პრიზი?
-შენი პრიზი დიაბეტია, უთხრა სვანმა უფროსმა.
2.ვაკეში სვანის მერსედესს ვაკელმა 07-ით დაარტყა, გადმოვიდა სვანი და უთხრა ეს რა ქენიო, ვაკელმა აბა მე რა მეშველება თორემ შენი მერსედესი დუტია, გაუკეთებ გლუშიტელში ნასოსს და გაბერავო, სვანმაც დაუჯერა და ბერავს, მეორე სვანმა გამოიარა და დაინახა თავის მეგობარი ბერავს, გააჩერა და უთხრა რას აკეთებო? აგერ ვაკელმა დამარტყა და ხო იცი დუტია და ვბერავ, მარა რაღაც არ იბერებაო, მეორემ უთხრ მერე ვერა ხედავ ლუქი ღია არიო.
3. მეგრელი დიდ სამამულო ომშია. მოხრიგინებს გერმანელების ტანკი. ესვრიან, ვერ აფეთქებენ. ერთი შანსია ვინმემ ყუმბარები შემოირტყას წელზე და შეუვარდეს მუხლუხებში (იყო ასეთი მეთოდი გმირულად დაღუპვის).
- აბა ვის გიყვართ სამშობლო – მოუწოდებს მეთაური – შეუხტით ტანკს!
მსურველები რაღაც არ სჩანან. მეთაური გამწარებული დარბის:
- რას გავს ეს, არავის არ გიყვართ სამშობლო?
შეეჩეხა მეგრელს:
- შენ, არ გიყვარს სამშობლო?
- როგორ არ მიყვარს სამშობლო – შეიცხადა მეგრელმა.
- მერე შემოირტყი ყუმბარები და შეუხტი ამ ტანკს, ხომ ხედავ შენს მეტს არავის უყვარს სამშობლო!
- მე კი შევუხტები, მარა მერე ვის ეყვარება სამშობლო?
4.მიხო დიდი ბიზნესმენია მოსკოვში. უცებ და ურეკავს სოფლიდან და მოთქვამს:
- ვაიმეე მიხაავ, უნდა ჩამოხვიდე სასწრაფოდაა, მამა ხიდან ჩამოვარდა და აღარ არიიის...
- თქვენა ხომ არ გადაირიეთ? სად მცალია მანდ ჩამოსასვლელად, მიდით, კარგად მოძებნეთ გარშემო ბალახ-ბიჩქებში, მანდ იქნება სადმე!....
5.მიხო დიდი ბიზნესმენია მოსკოვში. უცებ და ურეკავს სოფლიდან და მოთქვამს:
- ვაიმეე მიხაავ, უნდა ჩამოხვიდე სასწრაფოდაა, მამა ხიდან ჩამოვარდა და აღარ არიიის...
- თქვენა ხომ არ გადაირიეთ? სად მცალია მანდ ჩამოსასვლელად, მიდით, კარგად მოძებნეთ გარშემო ბალახ-ბიჩქებში, მანდ იქნება სადმე!....
6.ერთი ეკითხება მეორეს:
– აბა, როგორ ხასიათზე ხარ?
– არაადეკვატურზე.
– ეგ როგორ?
– როგორ და… ყველაფერი ცუდად მიდის… მე კი მაინც მხიარულად ვარ.
7.პირველ კლასელი პირველად მიდის სკოლაში. გზად იმ საბავშვო ბაღს ჩაუარა სადაც სკოლამდე დადიოდა. ბავშვები თავისთის უზრუნველად თამაშობდნენ. გადახედა მათ ჩვენმა ახლად გამომცხვარმა მოსწავლემ და თავისთვის ჩაილაპარაკა:
– ეჰ, შემოგიერთდებოდით, მაგრამ განათლება და ასაკი არ მაძლევს საშუალებას.
8.რას აკეთებენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები როდესაც მათ ექიმი ეუბნებათ, რომ ერთი კვირის სიცოცხლე დარჩათ.
ქართველი – ემშვიდობება თავის ახლობლებს.
ფრანგი – ემშვიდობება თავის საყვარლებს.
ამერიკელი – ყველა თავის ბიზნესს ხურავს.
რუსი – სვამს გამოუფხიზლებლად.
ებრაელი – მიდის სხვა ექიმთან.
9.პატარა ბავშვი მადლობას უხდის ბიძას საჩუქრისთვის:
– მადლობა, ძია, ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის.
– რა ძვირფასი, შვილო, 50 თეთრიანი სტვირი გაჩუქე.
– სამაგიეროდ მეზობლები ყოველ საღამოს 2 ლარს მაძლევენ იმისათვის, რომ ამ სტვირით არ ვუსტვინო.
10.ერთ სკოლაში მივიდნენ შემოწმებაზე. უნდათ გაარკვიონ, რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპიუტერებს. შევიდნენ პირველ კლასში. ხედავენ დახურული ნოუთბუკები ფანჯრის რაფებზე ალაგია. გაუკვირდათ და ჰკითხეს მასწავლებელს:
– არ იყენებთ ამ კომპიუტერებს?
– როგორ არა, ვიყენებთ.
– შეგიძლიათ გაჩვენოთ?
მასწავლებელმა მიმართა ერთ მოსწავლეს:
– ხვედელიძე, აიღე პირველი რაფიდან ერთი ნოუთბუკი და მერხზე დადე.
მოსწავლე ასეც მოიქცა. ამის მერე მასწავლებელმა კლასს მიმართა:
– აბა, ბავშვებო, ვინ მიპასუხებს, ფანჯრის რაფაზე იდო ხუთი ნოუთბუკი, ერთი ნოუთბუკი გადმოვდეთ მერხზე. რამდენი დარჩა ფანჯრის რაფაზე?

0
530
2-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0