x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
25 საოცარად ორიგინალური თმის ვარცხნილობა პატარა გოგონებისთვის

მისი სახელი შელი გიფორდია, ცხოვრობს მელბურნში (ავსტრალია) და ჰყავს პატარა გოგონა სახელად გრეისი. შელი პატარობიდანვე დაინტერესდა თმის დაწვნით, იგი შანს არ უშვებდა ხელიდან რომ საკუთარი ოჯახის წევრებისთვისა და მეგობრებისთვის თმა არ დაეწნა. თუმცა, იმ დროს მისთვის მხოლოდ ფრანგული და ჰოლანდიური სტილის ნაწნავი იყო ცნობილი, ის ვერ აცნობიერებდა, რომ კიდევ უამრავი არსებობდა.

2014 წლის აპრილში შელიმ სოციალური მედიიდან თმის დაწვნის ხელოვნებაზე უამრავი რამ შეიტყო. მან ისეთი ვებ გვერდები აღმოაჩინა, სადაც დეტალურად იყო ნაჩვენები უამრავი სტილის ნაწნავი. ამის შემდეგ მან საკუთარი გვერდები გახსნა Facebook-სა და Instagram-ზე, სადაც თავისი ხელით შექმნილ ნამუშევრებს ათავსებდა. შელი გამუდმებით უყურებდა ვიდეო გაკვეთილებს და თანდათან უფრო ხვეწდა თმის დაწვნის ხელოვნებასა და უნარ-ჩვევებს. ის ძალიან გატაცებულია ამ საქმით და ამბობს, რომ ყოველთვის საკუთარ თავს მიზნად უსახავს შექმნას რაიმე ახალი და უნიკალური. შელის უყვარს და დიდ სიამოვნებას იღებს, როდესაც დილაობით საკუთარ ქალიშვილს თმას ულამაზებს. თვლის, რომ მისი დღე პოზიტიურად იწყება, რადგან ამაში მთელ თავის გულს აქსოვს.

სტატიაში წარმოგიდგენთ შელის უნიკალურ ნამუშევრებს, რომელიც შეგიძლიათ შეარჩიოთ და ბავშვი გაახაროთ, ყოველდღიურად თუ არა, დღესასწაულებზე მაინც. თუ ფიქრობთ, რომ თავად ვერ გაართმევთ თავს, სასურველი ნიმუში აარჩიეთ და დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართეთ.


1.

image

2.

image


3.

image

4.

image

5.

image

6.

image

7.

image

8.

image

9.

image

10.

image

11.

image

12.

image

13.

image

14.

image

15.

image


image


შელი პატარა გრეისთან ერთად

image


3
367
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
367
  
2016, 6 აპრილი, 20:33
გადავირიე, გავგიჟდი... ბრავო!!!!!
2016, 11 მარტი, 20:45
რაღა დაგიმალო და არც მე :)))
2016, 11 მარტი, 20:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3