x
ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ
10 მარტი, 10:14

image

image

კურნავს, თუ არა სასმელი, გრიპს და სურდოს? რომელი უფრო მავნებელია, ლუდი, თუ უფრო მაგარი სასმელები? ათბობს, თუ არა, ალკოჰოლი? შველის, თუ არა, ჰიპერტონიას? ზრდის, თუ არა, აქტიურობის დონეს?

გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ მითებს ალკოჰოლის შესახებ.

image

ალკოჰოლი ამაღლებს შრომისუნარიანობას

imageმინიმალური რაოდენობით სასმელის მიღებამ, მართლაც შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობისა და აზროვნების გააქტიურება, მაგრამ არა ყოველთვის. ავსტრალიელი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ მცირე რაოდენობით, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, კი არ ზრდის მოქმედების უნარს, პირიქით – ადამიანის რეაქციებს აფერხებს. ხოლო, ძალისა და ენერგიის მომატების შეგრძნება – ილუზიაა, რომელსაც იგივე ალკოჰოლი იწვევს.

image

image

image

ლუდი – ალკოჰოლი არ არის

imageამ მითის მიხედვით, ლუდი მავნებელი არ არის. დაბალი ალკოჰოლის შემცველ სასმელს, ლიმონათს ადარებენ და ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით სვამენ. რამაც, შეიძლება, სახიფათო შედეგები გამოიწვიოს. ლუდის ხშირი გამოყენება ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე ძლიერი ალკოჰოლური სასმელის ერთჯერადი გამოყნება.

image

image

ალკოჰოლი – გაციების წამალია

imageროგორც ამბობენ, “წამალი რომ იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა". სასმელი არც ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს ანადგურებს და არც იმუნურ სისტემას აძლიერებს. პირიქით, უფრო ამძიმებს ავადმყოფის მდგომარეობას (წვავს ლორწოვან გარსს ორგანიზმში). ეს ფსევდო ფაქტი, ალკოჰოლის შესახებ, არ ეხება მცირე რაოდენობით, შემთბარ წითელ ღვინოს, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის მუშაობის სტაბილიზირება.

image

ხარისხიანი სასმელი მავნებელი არ არის

imageრა თქმა უნდა, დაბალი ხარისხის სასმელი უფრო მავნებელია, ვიდრე ხარისხიანი. მაგრამ ორგანიზმის მოწამვლის მიზეზი ძმრის ალდეგიდია – ეთილის სპირტის დაშლის ძირითადი პროდუქტი, რომელიც ხარისხიან და უხარისხო სასმელში, თანაბარი რაოდენობით არის.

image

image

image

სასმელი ქვემოთ სწევს არტერიულ წნევას

imageეს ყველაზე საშიში მითია, მითებს შორის. ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ! მცირე რაოდენობით ალკოჰოლი, სისხლძარღვების ტონუსს აქვეითებს, მაგრამ გულის აჩქარებას იწვევს. რაც უფრო დიდია სასმელის რაოდენობა, მით უფრო ძლიერია ეფექტი. შედეგად – მოსალოდნელია წნევის ნახტომისებური ზრდა, განსაკუთრებით დილით, ნაბახუსევზე.

image

სმის დროს, რამის მიყოლების შემთხვევაში, ალკოჰოლის განეიტრალება ხდება

imageამ მითის მიხედვით, მარტო ალკოჰოლის სმა, სწრაფ თრობას იწვევს და ამიტომ, საჭიროა რამის მიყოლება, სასმელის გასანეიტრალებლად. ეს აზრი ცოტა დამახინჯებულია. ალკოჰოლი რომ განეიტრალდეს, ნებისმიერი რამის მიყოლება კი არა, ცხელი კერძის დაყოლება არის საჭირო, რადგან ის ხელს შეუშლის ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისებას. ცივ კერძს ან არაალკოჰოლურ სასმელს, არ შეუძლია ალკოჰოლის განეიტრალება.

image

image

image

სპირტული სასმელი კალორიებს არ შეიცავს

imageსინამდვილეში, რაც უფრო მაღალია სასმელში ალკოჰოლის შემცველობა, მით უფრო კალორიულია ის. მაგ, . ყოველ 100 მლ-ზე, კალორიების შემცველობა ასეთია:

ამარეტო – 280 კკაკ

კონიაკი – 240 კკალ

არაყი – 234 კკალ

ხილის ღვინო – 80-125 კკალ

ღვინო – 66 – 170 კკალ

ლუდი – 45 კკალ

image

ალკოჰოლი მადას აძლიერებს

image20-30 მლ. არაყი მადას აძლიერებს, დალევიდან 20 წუთის შემდეგ. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – აქვეითებს.

image

image

ალკოჰოლი ათბობს

imageსპირტული სასმელი ვერ დაეხმარება ადამიანს ჰიპოთერმიის დროს. მცირე რაოდენობით (არაუმეტეს 50 მლ.), ოდნავ ხსნის სიმპტომებს, ხოლო დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ადამიანს უჩნდება გათბობის ცრუ შეგრძნება, რაც მის მოდუნებას იწვევს, ეს კი, საბოლოო ჯამში, მის გაყინვის და სიკვდილის მიზეზი ხდება.

image

image

332
5-ს მოსწონს
9
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
მადლობა, გაიხარე
10 მარტი, 10:21
საინტერესო და კარგი ნამუშევარია...გავაზიარე
0 1 2
ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ცნობარს, რომელიც სიცოცხლის ბოლ...
რისი ეშინიათ მამაკაცებსრისი ეშინიათ მამაკაცებს
ფსიქოლოგებმა გამოვალინეს შვიდი მთავარი საშინელება, რაც მამაკცებს აშინებს. პირველ ადგ...
მასონი ბრეივიკი....მასონი ბრეივიკი....
მსოფლიოში ყველამ გაიგო ბრეივიკმა რაც გააკეთა, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ვისი დაკვე...
9 უსაშინლესი ტრაგედია ფილმის გადაღების დროს9 უსაშინლესი ტრაგედია ფილმის გადაღების დროს
კინოხელოვნება გაჩნდა მე20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავთეთრ...
15 ხრიკი იმისთვის, რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ15 ხრიკი იმისთვის, რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ
დამუხტული ტანსაცმელი, ვიწრო ფეხსაცმელი, დაპატარავებულ...
ფოტოები, სადაც რა ჯანდაბა ხდება ვერავინ გაიგებს - 2 - მეტი პოზიტივიფოტოები, სადაც რა ჯანდაბა ხდება ვერავინ გაიგებს - 2 - მეტი პოზიტივი
ფოტოები, სადაც რა ჯანდაბა ხდება ვერავინ გა...
საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეოცესაუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეოცე
1.აფთიაქში მსუქანი ქალი შედის, ხელში ფუნთუშა უჭირავს და მადიანად ილუკმება....
"ვოლგა" -გაზ-21-ის ფანტასტიური გარდასახვა"ვოლგა" -გაზ-21-ის ფანტასტიური გარდასახვა
ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელმარჯვე ოსტატები ძველ კლასიკურ ავტომობი...
პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობის ჰორმონს შეიცავსპროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობის ჰორმონს შეიცავს
ქალს ყოველთვის უნდა გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და მიმზიდველ...