x
ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო და მათი ისტორიები
6 მარტი, 18:23

ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო და მათი ისტორიები



გადაიღო ლამაზი სურათი ეს კარგი ხელოვნებაა, ადამიანს შეუძლია უჩვეულო და ლამაზი სურათის დახმარებით მილიონერი გახდეს და ბევრ ადამიანს მიანიჭოს სიამოვნება. ასევე ერთი უბრალო სურათით შეიძლება მთელი მსოფლიო დააფიქრო და შეცვალო ხალხის აზროვნება.. მაგრამ ამჯერად ჩვენ უბრალო სურათებთან არ გვაქვს საქმე, ამ სურათებმა მსოფლიო შეცვალეს.



1. აფეთქება ვიეტნამში - ფოტოგრაფმა ნიკ იუტმა გადაუღო ფოტო ვიეტნამელ გოგონას რომელიც გაურბის აფეთქებას. ზუსტად ამ ფოტომ დააფიქრა მთელი მსოფლიო ვიეტნამის ომზე.. 1972 წლის 8 ივნისს 9 წლის გოგონას ფოტო სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. თვითონ გოგონამ, კიმმა პირველად ეს ფოტო ნაწა 14 თვის შემდეგ საავადმყოფოში სადაც საშინელ დამწვრობებს ებრძოდა. მოგვიანებით ფოტო დასახელდა მეოცე საუკუნის საუკეთესო ფოტოდ.



image














2. ბუდისტი მამაო - შუა ქუჩაში ჩერდება მანქანა საიდანაც გადმოდიან ბუდისტი მამაოები, ერთ-ერთი ჯდება ძირს, ხოლო დანარჩენნი მას "ბენზინს" ასხამდნენ. "Thich Quang Duc", ასე ერქვა ამ ბუდისტ მამაოს, რომელმაც თავი დაიწვა. ყველას გასაკვირად სანამ "Thich Quang Duc"-ი იწვოდა ის არც განძრეულა და არც ერთი ბგერა არ ამოსულა მისი პირიდან. როგორც ცნობილია ბუდისტმა მამაომ იმდროინდელ ვიეტნამის მმართველს მიწერა წერილი შეეწყვიტა მისი რელიგიის დევნა და მამაოების უაზროდ დაპატიმრება, თუმცა მან პასუხი არ მიიღო..



image













3. ბავშვის სიკვდილი - სიკვდილი პატარა "Аль-Дуры"-ის გადაღებული იქნა ფრანგული ტელევიზიის მიერ. ისრაელის ჯარისკაცებმა მამის ხელში ესროლეს ბავშვს ტყვია და მოკლეს.



image



























































4. უცნობი ბავშვის დასაფლავება - 1984 წლის 3 დეკემბერს ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში აშშ-ს კუთვნილი ფირმის მიერ წარმოებულ ინსექტიციდის ქარხნიდან 40 ტონა ტოქსიკური აირის, მეთილიზოციანიდის გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც 15 ათასი ადამიანი დაიღუპა, 150 ათასი ადამიანი კი სხვადასხვა სენით დაავადდა. აღნიშნულმა მოვლენამ 1986 წლის 26 აპრილს მომხდარ ჩერნობილის ტრაგედიაზე უფრო მეტი ზარალი მიაყენა გარემოს. აშშ-ს ფირმას კი ამ ამბის შემდეგ 470 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაახდევინეს.



image






























5. ომაირის წამება - ეს სურათი გადაღებულია 1985 წლის 13 ნოემბერს. კოლუმბიაში ვულკანის ამოფრქვევავ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულების რაოდენობა აღემატებოდა 23 000-ს. ამ კატასტროფის შესახებ მსოფლიომ ამ სურათის დახმარებით გაიგო. ( "ომაირის წამება" ) ეს გოგონა მოხვდა ასე ვთქვათ ლავის ხაფანგში. მისი ფეხები გაჭედილი იყო სახლის ფუნდამენტში. მაშველები ცდილობდნენ ტალახისა და ლავის დაცლას გოგონას გასანთავისუფლებლად, მაგრამ უშედეგოდ. გოგონა ამ წამებას უძლებდა სამი დღე, მაგრამ შემდეგ ერთდროულად რამდენიმე ვირუსით დაავადდა. როგორც ერთ-ერთი ჟურნალისტი, კრისტინა ეჩანდია იხსენებს გოგონა ამ სამი დღის განმავლობაში მღეროდა და ხალხთან ხშირად საუბრობდა. მას ძალიან ეშინოდა, მაგრამ ყველაფერს უძლებდა და ცდილობდა თავისი შიში არ გამოეხატა. მესამე ღამეს კი მას დაეწყო ჰალუცინაციები. სურათი გადაღებულია გოგონას სიკვდილამდე, რამოდენიმე საათით ადრე.



image

416
6-ს მოსწონს
1-ს არა
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
უკომპლექსო ადამიანები,რომლებსაც არ აინტერესებთ თქვენი აზრიუკომპლექსო ადამიანები,რომლებსაც არ აინტერესებთ თქვენი აზრი
მსოფლიოში უამრავი ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს ...
ვინ იყვნენ ქართველთა წინაპრებივინ იყვნენ ქართველთა წინაპრები
ვინ იყვნენ ქართველთა წინაპრები დღეს, 4:07 ჰოროდოტე(ძვ.წ. მე-5 საუკუნე) აცხადებდ...
ტრაგედია პირდაპირ ეთერში,რომელმაც მთელი ამერიკა შოკში ჩააგდოტრაგედია პირდაპირ ეთერში,რომელმაც მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო
ზუსტად 30 წლის წინ, 1986 წლის 28 იანვარს კოსმოდრომ...
10 დაუჯერებელი და სახალისო კადრი10 დაუჯერებელი და სახალისო კადრი
ფოტოგრაფია ხშირად სასწაულებს ახდენს, ფოტოგრაფის ობიექტივში ყველანარი კადრი ...
სამყარო – მშვენიერი ხარ!სამყარო – მშვენიერი ხარ!
მსოფლიოში თითქოს საერთოდ აღარ დარჩა ადგილი სილამაზისთვის: საშინელი ფრიკები, ალტერნატი...
2016 წლის საუკეთესო ფოტოები "ველური ბუნებიდან" (50 ფოტო)2016 წლის საუკეთესო ფოტოები "ველური ბუნებიდან" (50 ფოტო)
ველური ბუნების ფოტოგრაფებმა წლის საუკეთესო 50 ფოტოსურა...
საუკუნის 40 უძლერესი ფოტო, რომელიც უკვე ისტორია არისსაუკუნის 40 უძლერესი ფოტო, რომელიც უკვე ისტორია არის
საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოსურათი, დიდი ხნის მანძილზე...