x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ყურადღება!!! ნუ მიირთმევთ სნიკერსსა და მარსს შენახვის ვადით 19 ივნისი 2016 - 8 იანვარი 2017

imageსნიკერსი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი შოკოლადია, რომელსაც დღის განმავლობაში მილიონობით ადამიანი მიირთმევს. ის პირველად 1930 წელს მარსების ოჯახმა გამოუშვა. კერძოდ კი, ფრანკლინ კლარენს მარსმა. ის ხშირად ეხმარებოდა დედას ტკბილელულის დამზადებაში. სწორედ აქ შეიქმნა
სნიკერსის იდეაც. მას დაარქვეს სნიკერსი საყვარელი ცხენის საპატივცემულოდ. სნიკერსს სტანდარტულად 16 მიწის თხილი აქვს თითო შეკვრაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მის დასამზადებლად
99 ტონა მიწის თხილი იხარჯება დღეში, რისგანაც დაახლოებით 15 მილიონზე მეტი სნიკერსი გამოდის.
სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სნიკერსი და მარსი ამ ეტაპზე საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას და მსოფლიოს 55 ქვეყანაში მთლიანად ამოღებულია გაყიდვიდან. „ტელეგრაფი“ იუწყება, რომ ამის მიზეზი პლასტმასია, რომელიც წარმოების პროცესში დანადგარიდან ჩაიღვენთა და პროდუქტს შეერია. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს შემთხვევა კომპანიის ჰოლანდიურ ფილიალში მოხდა და პირველად გერმანელმა მომხმარებელმა

აღმოაჩინა, რასაც შემდგომში გამოძიება მოჰყვა. დღესდღეობით, საქართველოში აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განხცხადება არავის გაუკეთებია, მაგრამ კარგი იქნება, თუ შოკოლადის პარტიას შენახვის ვადით 19 ივნისი 2016- 8 იანვარი 2017, მოვერიდებით.

0
317
8-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0