x
image
ზაზა ძაძამია
ბადრიჯანი სოკოთი

image

მომზადების დრო: 30 წთ.
შემადგენლობა:
მსხვილი ზომის ბადრიჯანი- 2 ცალი;
ქორფა ქამა სოკო- 300 გ.;
ზეითუნის ზეთი;
მარილი, შავი პილპილი დაფქული;
ფქვილი-1 ს/კ;
სუნელები გემოვნებით.



მომზადების წესი:

გარეცხეთ ბადრიჯანი, გააშრეთ, დაჭერით მსხვილ რგოლებად, თითოეული რგოლი კიდევ ოთხად, ჩაალბეთ მარილიან წყალში რამდენიმე წუთით.

სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ, დაჭერით მსხვილად.

დიდ ღრმა ქვაბში გააცხელეთ ცოტა ზეთი და მოთუშეთ ბადრიჯანი 10-15 წთ, მუდმივად მოურიეთ. როცა წვენი ამოშრება, დაამატეთ სოკო, აურიეთ და მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე 10-15 წთ.

მოაყარეთ მარილი, სუნელები ან დაჭრილი მწვანე ხახვი გემოვნებით.

თუ მომზადებული მასა ბევრ სითხეს გამოუშვებს, აკურატულად ჩაყარეთ მასში 1 ს/კ ფქვილი და აურიეთ.

სუფრაზე მიიტანეთ ცხელი სახით.

1
3145
4-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა ძაძამია
ზაზა ძაძამია
3145
  
2016, 25 ივნისი, 15:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1